მთავარიბლოგიზოგადი მენეჯმენტი და გაყიდვების მართვა - ანა გოგოშვილი კურსის შესახებ

ზოგადი მენეჯმენტი და გაყიდვების მართვა - ანა გოგოშვილი კურსის შესახებ

ანა გოგოშვილმა სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა ზოგადი მენეჯმენტისა და გაყიდვების მართვის კურსი, ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

როგორ გაიგე კურსის შესახებ და რამ გიბიძგა, რომ ამ კურსზე დარეგისტრირებულიყავი?

ჩემი ყოველდღიური საქმიანობა, გაყიდვების მიმართულებით, მოითხოვს მუდმივად ახალი ცოდნის მიღებას. შესაბამისად, კურსის შინაარსის გაცნობის შემდეგ მივხვდი, რომ მიღებული ცოდნა დამეხმარებოდა როგორც პიროვნული, ისე პროფესიული განვითარებისთვის, ამიტომ გადავწყვიტე დარეგისტრირება. ზუსტად ვიცოდი, რომ მიღებული ცოდნა ჩემი და გუნდის მუშაობას კიდევ უფრო ეფექტურს გახდიდა.

გაგვიზიარე შენი ისტორია, რა პროფესია გქონდა, რატომ გადაწყვიტე შეცვლა, ან ახლის შეძენა და გაამართლა თუ არა შენი მოლოდინები?

ამ პერიოდამდე, სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა პოზიციაზე მქონდა, როგორც მარკეტინგის, ასევე მენეჯმენტისა და გაყიდვების მიმართულებით. თუმცა, მივხვდი რომ მენეჯმენტი და გაყიდვები ყველაზე მეტად მაინტერესებს, შესაბამისად, ვცდილობ მივიღო მეტი ცოდნა. კურსმა სრულიად გაამართლა ჩემი იმედები, გვქონდა პრაქტიკული შეხვედრები, ვიღებდი რჩევებს და რეკომენდაციებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ასევე, საინტერესო იყო დამსწრე სტუდენტების გამოცდილებებისა და ქეისების გაზიარება, მსჯელობა.

რომელი თემა ან ლექცია იყო შენთვის ყველაზე საინტერესო?

კურსის განმავლობაში ჩემთვის ყველაზე საინტერესო თემები იყო ფინანსების მიმართულებით, ასევე, გადაწყვეტილების მიღების პროცესის მართვა, როგორც შიდა, ისე გარე გარემოს ანალიზი. საინტერესო იყო იმის გაგება, თუ როგორ უნდა მივიღოთ სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებები, რომელიც არა მხოლოდ შედეგებს გააუმჯობესებს, არამედ ბიზნესის ფინანსურ სტაბილურობასაც უზრუნველყოფს.

გაგვიზიარე ზოგადი მენეჯმენტისა და გაყიდვების მართვის კურსის ლექტორის შესახებ შთაბეჭდილებები

ლექტორის შესახებ მხოლოდ დადებითი შთაბეჭდილების გაზიარება შემიძლია. თითოეული ლექცია მოიცავდა, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს, შედეგად, რთული თემებიც კი მარტივად აღქმადი და გასაგები იყო.

ყველაზე მეტად მომეწონა, რომ სტუდენტები ჩართულები ვიყავით მთლიან პროცესში. ინტერაქციული ლექციები უფრო საინტერესოს ხდიდა შეხვედრებს. ლექტორის დამსახურებით, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე კურსის ფარგლებში.

რა სირთულე შეგხვდა კურსის განმავლობაში და როგორ გადალახე ის?

კურსის ფარგლებში რაიმე ტიპის სირთულე არ შემხვედრია, ლექტორი ღია იყო კითხვებისთვის და როდესაც რაიმე გაუგებარი იყო ან დამატებით გვჭირდებოდა თემის/საკითხის განხილვა ყოველთვის გვეხმარებოდა.

კურსის გავლის შემდეგ როგორ გამოიყენებ/იყენებ მიღებული ცოდნას?

კურსის გავლის შემდეგ მიღებულ გამოცდილებას გამოვიყენებ გაყიდვების პროცესის გაუმჯობესებისთვის. ასევე, სამუშაო პროცესის უკეთ დასაგეგმად, რაც შეამცირებს იმ ხარვეზებს, რაც შეიძლება ამ ეტაპზე არსებობდეს მენეჯმენტის ნაწილში.

ასევე, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ფინანსების მიმართულებით ცოდნის მიღება, ვფიქრობ, რომ აუცილებლად გამომადგება ეს ცოდნა გადაწყვეტილებების მიღების ნაწილში. კურსზე უკეთ გავიგე, თუ როგორ შეიძლება შეაფასო ბაზარზე არსებული სიტუაცია, როგორ გაითვალისწინო კონკურენტული უპირატესობები და რა მეთოდები არსებობს მთლიანად პროცესის ოპტიმიზაციისთვის.

ასევე, მნიშვნელოვანი იყო მოტივაციის თეორიების გააზრება და გუნდის მართვასთან დაკავშირებულ დეტალებზე დაკვირვება. ის, რომ  მნიშვნელოვანია შედეგებზე ორიენტირებულობა, ამასთანავე გავიგე სხვადასხვა მეთოდის შესახებ, რომელიც დამეხმარება გუნდის საჭიროებების სწორად განსაზღვრასა და დადგენაში.

რას ურჩევდი მათ, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს კურსზე დარეგისტრირებას?

თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ კურსზე დარეგისტრირებას, მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიციას იკავებთ ამ ეტაპზე ან რა ბექგრაუნდი გაქვთ, ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ არ გადადოთ. მიღებულ ცოდნას პირველივე ლექციიდან პრაქტიკაში გამოიყენებთ. თუ პროფესიული და პიროვნული განვითარება, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა გსურთ, ეს კურსი სწორედ თქვენთვისაა.


ზოგადი მენეჯმენტისა და გაყიდვების მართვის კურსზე რეგისტრაცია ახლა მიმდინარეობს, ამიტომ თუ ამ სფეროთი ხარ დაინტერესებული დარეგისტრირდი.


უყურე ზოგადი მენეჯმენტისა და გაყიდვების მართვის მასტერკლასს ჩვენს YouTube არხზე.

სხვა სტატიები >>