მთავარიბლოგისტრატეგიული HR: პერფორმანსის მართვა - I კურსის შეფასება

სტრატეგიული HR: პერფორმანსის მართვა - I კურსის შეფასება

დასრულდა სტრატეგიული HR: პერფორმანსის მართვის კურსი, რომლის უმეტესი ნაწილი პრაქტიკაზეა დაფუძნებული. კურსის განმავლობაში სტუდენტებმა არა მხოლოდ შეისწავლეს თანამედროვე პერფორმანსის მართვის პრინციპები, არამედ მიღებული ცოდნა თავიანთი კომპანიების კონკრეტულ დეპარტამენტებში პრაქტიკულად გამოიყენეს:

  • შერჩეული დეპარტამენტისთვის, მის ხელმძღვანელთან ერთად, განსაზღვრეს და ჩამოაყალიბეს SMART მიზნები, რაც რეალურ სამუშაო პროცესებში ეფექტიანობის გაზრდას ემსახურებოდა.
  • შეიმუშავეს KPI-ები, რომლებიც მათი დეპარტამენტების საჭიროებებზე იყო მორგებული.
  • შეაფასეს გუნდის წევრები და გააანალიზეს მიღებული შედეგები.
  • პრაქტიკულად გამოიყენეს კონსტრუქციული უკუკავშირის ტექნიკები და გუნდის წევრებთან ჩაატარეს ინდივიდუალური თუ ჯგუფური შეხვედრები, რაც კომუნიკაციის უნარების გაძლიერებაში დაეხმარათ.
  • შეიმუშავეს პიროვნული განვითარების გეგმები კონკრეტული თანამშრომლებისთვის, რაც მათ კარიერულ განვითარებას შეუწყობდა ხელს.
  • შეაფასეს თანამშრომელთა კმაყოფილებისა და ჩართულობის დონე, გააანალიზეს მიღებული მონაცემები და შეადგინეს ჩართულობის გასაზრდელი ინიციატივები.

სტრატეგიული HR-ის კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება დაეხმარა სტუდენტებს, უფრო ღრმად შეესწავლათ პერფორმანსის მართვისა და მათი ეფექტურად გამოყენების პრინციპები რეალურ სამუშაო გარემოში. კურსის შედეგად სტუდენტებმა გამართეს პროცესები თავიანთ კომპანიებში, რაც ორგანიზაციული შედეგების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

გიზიარებთ რამდენიმე უკუკავშირს:

"კურსი ტექნიკურად გამართული იყო, რადგან ყოველთვის წინასწარ მქონდა ინფორმაცია გრაფიკისა და ცვლილებების შესახებ. რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, კმაყოფილი ვარ, ნამდვილად სასარგებლო და რელევანტური იყო გაზიარებულ სილაბუსთან მიმართებით. 

ლექტორები არიან საოცრად კარგი გადმოცემის უნარის მქონე, საკუთარი საქმის პროფესიონალი და მუდმივად მზად ყოფნაში თითოეული საკითხის უფრო ღრმა განხილვისთვის. უმაღლესი შეფასება მათ.  კმაყოფილი ვარ, რომ ავირჩიე სმარტ აკადემიის გუნდი და ჩემს გარშემოც უმრავლესობას ვურჩიე აქ კურსის გავლა. მადლობას ვუხდი სმარტ აკადემიას ამ საინტერესო გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებისათვის."


"ლიკასთან მუშაობის შესაძლებლობა აქამდეც მქონია, ვიტყვი, რომ ძალიან კარგად იცის თავისი საქმე და მადლობა მას ამ შესაძლებლობისთვის. მიხარია, ასევე ეთუნას და ნინოს გაცნობა, ისინი ნამდვილად თავისი საქმის პროფესიონალები არიან, ძალიან საინტერესო ქეისებს გვიზიარებდნენ თავისი გამოცდილებიდან, ცოდნიდან გამომდინარე და ნამდვილად ბევრი რამ ვისწავლე მათგან. თვალს ვადევნებ სმარტ აკადემიის კურსებს და დაინტერესების შემთხვევაში ნამდვილად ვითანამშრომლებ მათთან ისევ."


"ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ის, რომ გავლილ თემებს ვახორციელებდით პრაქტიკაში. ჩვენს შედეგებს ვაზიარებდით ლექტორებთან და კურსის მონაწილეებთან, რაც გვეხმარებოდა გამოგვევლინა დაშვებული შეცდომები და გაგვეანალიზებინა შედეგები პროფესიონალის პერსპექტივიდან. ეს ყველაფერი კი, ძალიან მეხმარებოდა, ჩემი კომპანიისთვის მნიშვნელოვან პერიოდში, სრული სურათის დანახვაში.

ლიკა არის პროფესიონალი, აქვს ფორმალური და პრაქტიკული მაღალი დონის ცოდნა, შეუძლია ძალიან მკაფიოდ, გასაგებად და პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე გადმოსცეს ცოდნა, ტრენინგზე ინარჩუნებდა საკითხთან მიმართებაში თანმიმდევრულობას. ეთუნასთან მუშაობა იყო ძალიან ნაყოფიერი, ჩვენი პრაქტიკულად შესრულებული სამუშაოს მხრივ მისი შენიშვნები იყო ისეთი მხრიდან დანახული, რაც მანამდე არ მქონდა გააზრებული და ძალიან გამომადგა ჩემს სამუშაო პროცესში. მისი საოცარი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება მუდმივად იწვევდა აღფრთოვანებას და მეხმარებოდა სრულიად სხვა პერსპექტივიდან დამენახა ჩემს კომპანიაში მიმდინარე პროცესები. ნინოს ტრენინგები იყო ძალიან მოცულობითი, საინტერესო და ინფორმაციული, ძალიან გამომადგა და კიდევ გამომადგება ის მასალა, რაც გადმოგზავნილი მაქვს ნინოსგან. მოხარული ვიქნები ისევ თუ მექნება სმარტ აკადემიაში ტრენინგის გავლის შესაძლებლობა."


სტრატეგიული HR: პერფორმანსის მართვის კურსზე რეგისტრაცია ახლა მიმდინარეობს, ამიტომ თუ ამ სფეროთი ხარ დაინტერესებული, დარეგისტრირდი.


უყურე სტრატეგიული HR-ს მასტერკლასს ჩვენს YouTube არხზე.

 

სხვა სტატიები >>