მარიამ ბაბულაშვილი - ვიდეო მონტაჟის კურსის შესახებ
მარიამ ბაბულაშვილმა სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა ვიდეო მონტაჟი - Adobe Premiere Pro-ს კურსი, ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
რატომ გადაწყვიტე ვიდეო მონტაჟის სწავლა და რამ გიბიძგა, რომ ამ კურსზე დარეგისტრირებულიყავი?
ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული ვიდეო მონტაჟით. როდესაც YouTube-ზე ვიდეოებს ვუყურებდი სულ მაინტერესებდა, თუ როგორ იყო ეს ყველაფერი შექმნილი. სმარტ აკადემიის კურსით კი, ვიდეო მონტაჟის მასტერკლასზე დასწრების შემდეგ დავინტერესდი.
გაგვიზიარე შენი ისტორია, რა პროფესია გქონდა, რატომ გადაწყვიტე შეცვლა, ან ახლის შეძენა და გაამართლა თუ არა შენი მოლოდინები?
გრაფიკული დიზაინერი ვარ და მინდოდა შემესწავლა დამატებითი პროგრამა, რომელიც დამეხმარებოდა დიზაინის სფეროს უკეთ გაგებაში. მოლოდინმა ნამდვილად გაამართლა, იმაზე მეტი ვისწავლე, ვიდრე წარმოვიდგენდი.
რომელი თემა ან ლექცია იყო შენთვის ყველაზე საინტერესო?
ჩემთვის ყველა ლექცია საკმაოდ საინტერესო იყო, მაგრამ, ალბათ, გამოვარჩავ ლექციას, სადაც შევისწავლეთ ინფორმაცია green screen-ის შესახებ.
გაგვიზიარე ვიდეო მონტაჟის ლექტორის შესახებ შთაბეჭდილებები
ლექტორი ძალიან დამეხმარა Premiere Pro-ს უკეთესად გაგებასა და აღქმაში.
რა სირთულე შეგხვდა კურსის განმავლობაში და როგორ გადალახე ის?
სირთულეების გადალახვაში ლექტორი დამეხმარა, რადგან მისთვის ნებისმიერი კითხვის დასმა შემეძლო. ასევე დამეხმარა ლექციების ჩანაწერები, რომელთა ნახვა და თითოეული დეტალის გავლა თავიდან შემეძლო.
ვიდეო მონტაჟის კურსის გავლის შემდეგ როგორ გამოიყენებ/იყენებ მიღებული ცოდნას?
ვეცდები, რომ ვიდეო მონტაჟი ჩემი პროფესიის ნაწილად ვაქციო.
როგორ შეაფასებდი სმარტ აკადემიაში სწავლას?
10/10
ვიდეო მონტაჟის კურსზე რეგისტრაცია ახლა მიმდინარეობს, ამიტომ თუ ამ პროფესიით ხარ დაინტერესებული, დარეგისტრირდი.
უყურე ვიდეო მონტაჟის მასტერკლასს Premiere Pro-ში ჩვენს YouTube არხზე.