ლუკა ქობალია - ვიდეო მონტაჟის კურსის შესახებ
ლუკა ქობალიამ სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა ვიდეო მონტაჟი - Adobe Premiere Pro-ს კურსი, ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
რატომ გადაწყვიტე ვიდეო მონტაჟის სწავლა და რამ გიბიძგა, რომ ამ კურსზე დარეგისტრირებულიყავი?
ბავშვობიდან მომწონდა ვიდეო მონტაჟი, შემდეგ ჩემით ვისწავლე After Effects და დამაინტერესა Premiere Pro-ც.
გაგვიზიარე შენი ისტორია, რა პროფესია გქონდა, რატომ გადაწყვიტე შეცვლა, ან ახლის შეძენა და გაამართლა თუ არა შენი მოლოდინები?
ვიდეო ედითორი ვიყავი და საკუთარ ტიკტოკ ექაუნთზე ვდებდი ჩემს ედითებს. პროფესია არ შემიცვლია, ამავე პროფესიაში ვისწავლე სხვა აპლიკაცია და რა თქმა უნდა გაამართლა მოლოდინებიც.
რომელი თემა ან ლექცია იყო შენთვის ყველაზე საინტერესო?
ძალიან მიჭირს გამოყოფა, ჩემთვის ყველა ლექცია და თემა საინტერესო იყო.
გაგვიზიარე ვიდეო მონტაჟის ლექტორის შესახებ შთაბეჭდილებები
ძალიან კარგი ლექტორია, მეგობრული, თავისი საქმის მცოდნე, კარგად ხსნის ყველაფერს და ძალიან კარგი ადამიანიც არის.
რა სირთულე შეგხვდა ვიდეო მონტაჟის კურსის განმავლობაში და როგორ გადალახე ის?
ვიდეო მონტაჟის კურსზე სირთულე არ შემხვედრია, ყველაფერს ვიგებდი.
როგორ შეაფასებდი სმარტ აკადემიაში სწავლას?
ძალიან კარგი აკადემიაა, კარგი გარემო და პროფესიონალები.
ვიდეო მონტაჟის კურსზე რეგისტრაცია ახლა მიმდინარეობს, ამიტომ თუ ამ პროფესიით ხარ დაინტერესებული, დარეგისტრირდი.
უყურე ვიდეო მონტაჟის მასტერკლასს Premiere Pro-ში ჩვენს YouTube არხზე.