მთავარიბლოგიHR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკა - მარიამ მიქელაძე კურსის შესახებ

HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკა - მარიამ მიქელაძე კურსის შესახებ

მარიამ მიქელაძემ სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა კურსი - HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკა. ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

რამ გიბიძგა, რომ HR მენეჯმენტისა და რეკრუტინგის პრაქტიკის კურსზე დარეგისტრირებულიყავი?

პირველ რიგში - სურვილმა იმისა, რომ დავუფლებოდი ამ პროფესიას და მომავალი საქმიანობა ამ მხრივ გამეგრძელებინა. სმარტ აკადემიის კურსი კი, მისი შინაარსიდან გამომდინარე, ამის საშუალებას უდაოდ იძლეოდა.

გაგვიზიარე შენი ისტორია, რა პროფესია გქონდა, რატომ გადაწყვიტე შეცვლა, ან ახლის შეძენა და გაამართლა თუ არა შენი მოლოდინები?

პროფესიით ფსიქოლოგი ვარ. სწავლის პროცესში მივხვდი, რომ ამ პროფესიის ორგანიზაციული მიმართულება უფრო მაინტერესებდა. მოლოდინები, რაც HR მენეჯმენტისა და რეკრუტინგის პრაქტიკის კურსისგან მქონდა, 100%-ით გამართლდა. სწავლის პროცესშივე მივხვდი, რომ ეს იყო ის, რისი კეთებაც მომავალში მინდოდა.

რომელი თემა ან ლექცია იყო შენთვის ყველაზე საინტერესო?

ჩემთვის ყველაზე საინტერესო კურსის პრაქტიკული ნაწილი იყო, რისთვისაც სმარტ აკადემიას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ეს მართლაც დაუვიწყარი გამოცდილება და შესაძლებლობა იყო. სწორედ ამიტომაც გამოირჩევა სმარტ აკადემია სხვებისგან.

გაგვიზიარე ლექტორების შესახებ შთაბეჭდილებები

ლექტორებზე უსაზღვროდ ბევრი შემიძლია ვისაუბრო, თუმცა მოკლედ გეტყვით: თითოეული მათგანი, პირველ რიგში, თავისი საქმის პროფესიონალი და მცოდნე ადამიანია. მათი დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ აუცილებლად იმსახურებს შექებას.

რა სირთულე შეგხვდა კურსის განმავლობაში და როგორ გადალახე ის?

ჩემთვის ეს იყო პირველი ნაბიჯები ამ სფეროში, ამიტომაც სირთულეები, რა თქმა უნდა, სწავლების პროცესს მოჰყვა. თუმცა, ლექტორების და სმარტ აკადემიის გუნდის დროული დახმარების წყალობით, ყველაფერი მარტივად გვარდებოდა.

კურსის გავლის შემდეგ როგორ გამოიყენებ/იყენებ მიღებული ცოდნას?

კურსის დასრულების შემდეგ აუცილებლად ვფიქრობ დასაქმებას ამ მიმართულებით. იმედია, რომ ამის შესაძლებლობა მალე მომეცემა და შევძლებ სმარტ აკადემიაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება რეალურ პროფესიად ვაქციო.

რას ურჩევდი მათ, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს კურსზე დარეგისტრირებას?

ამ კურსზე დარეგისტრირებას, ჩემი აზრით, ფიქრი არ სჭირდება. ეს კურსი არის ყველა სხვა მსგავსი კურსებისგან განსხვავებული და გამორჩეული. აქ დააგროვებ უამრავ ცოდნასა და გამოცდილებას, რაც სმარტ აკადემიის მთელი გუნდის დამსახურებაა. არ ინანებთ.


თუ შენც ხარ დაინტერესებული ამ სფეროთი, მაშინ შემოგვიერთდი კურსზე:

HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკა.

უყურე HR მენეჯმენტისა და რეკრუტინგის პრაქტიკის მასტერკლასს ჩვენს YouTube არხზე.


წაიკითხე: AI რეკრუტინგში I ახალი მიდგომები დასაქმების პროცესში.

სხვა სტატიები >>