მთავარიბლოგიმონაცემთა ანალიტიკა & BI დეველოპმენტი - გიორგი აფციაური კურსის შესახებ

მონაცემთა ანალიტიკა & BI დეველოპმენტი - გიორგი აფციაური კურსის შესახებ

გიორგი აფციაურმა სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა კურსი - მონაცემთა ანალიტიკა & BI დეველოპმენტი. ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს. 

როგორ გაიგე მონაცემთა ანალიტიკისა & BI დეველოპმენტის კურსის შესახებ?

კურსის შესახებ პირველად მიშა ქანთარიას YouTube არხიდან შევიტყვე, რომლის აქტიური მაყურებელი და მსმენელი ვარ. მიშას სტილი, ახსნის მეთოდი და ტექნიკური თემების მარტივად გადმოცემა ყოველთვის იზიდავდა ჩემს ყურადღებას. ამიტომ, როცა მისგან სმარტ აკადემიის კურსებზე საუბარი მოვისმინე, მაშინვე გადავწყვიტე, მეტი გამეგო და ამერჩია სასურველი კურსი.

გაგვიზიარე შენი ისტორია, რა პროფესია გქონდა, რატომ გადაწყვიტე შეცვლა, ან ახლის შეძენა და გაამართლა თუ არა შენი მოლოდინები?

რამდენიმე წელი ვცხოვრობდი და ვმუშაობდი ისრაელში, ბენ გურიონის აეროპორტში, საფორთის პოზიციაზე. მიუხედავად სტაბილური სამუშაოსა და ცხოვრების წესისა, ყოველთვის მქონდა სურვილი, საქართველოში დავბრუნებულიყავი და შემესწავლა ისეთი პროფესია, რომელიც უფრო შემოქმედებითად და ანალიტიკურად დამტვირთავდა.

2024 წელს საქართველოში ჩამოვედი და მივიღე გადაწყვეტილება, შემესწავლა მონაცემთა ანალიტიკა – სფერო, რომელიც დღესაც და მომავალშიც დიდ პერსპექტივებს სთავაზობს ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს. კურსი სმარტ აკადემიაში გეგა ჯღარკავას ხელმძღვანელობით დავიწყე და სულ მალე მივხვდი, რომ ეს სფერო ნამდვილად ჩემია.

კურსის დასრულების შემდეგ, გადავწყვიტე, გამეღრმავებინა ცოდნა მონაცემთა ბაზებისა და ბექენდის მიმართულებით. სწორედ ამიტომ გავიარე მიშა ქანთარიას Python-ის კურსი. პარალელურად დავიწყე მუშაობა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში, მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე.

მონაცემთა ანალიტიკისა და BI დეველოპმენტის კურსმა მოლოდინები სრულად გამიმართლა – შევცვალე ცხოვრება, შევიძინე ახალი პროფესია და უკვე რეალურად ვახორციელებ საკუთარ თავში ჩადებულ ცოდნასა და შრომას.

რა ცოდნა მიიღე და რომელ ლექციას გამოყოფდი?

კურსის განმავლობაში მივიღე საფუძვლიანი ცოდნა – კერძოდ, SQL-ის გამოყენების, მონაცემების ფილტრაციისა და გარდაქმნის, ასევე Power BI-ის საშუალებით ვიზუალიზაციებისა და ანგარიშების შექმნის შესახებ.

ყველაზე გამორჩეულად Power BI-ის ლექციას გამოვყოფდი, რადგან სწორედ იქ დავინახე, როგორ გადაიქცევა მშრალი მონაცემები რეალურ და გასაგებ სურათად.

გაგვიზიარე შთაბეჭდილებები ლექტორის შესახებ

ლექტორი ძალიან კომპეტენტური იყო - რთულ თემებსაც კი მარტივად და გასაგებად ხსნიდა. რაც ყველაზე მეტად მომეწონა, იყო მისი სურვილი, რომ ყველა სტუდენტს ბოლომდე გაეგო მასალა. კითხვებზე ყოველთვის დეტალური პასუხი ჰქონდა და თეორიას რეალურ მაგალითებზე დაფუძნებით გვიხსნიდა, რაც სწავლას ბევრად უფრო ეფექტურს ხდიდა.

რატომ იყო გამორჩეული სმარტ აკადემიაში სწავლა?

სმარტ აკადემიაში სწავლა გამორჩეული იყო პრაქტიკაზე ორიენტირებული მიდგომის გამო. თეორიასთან ერთად ყოველთვის იყო რეალური მაგალითები და დავალებები, რაც ძალიან მეხმარებოდა მასალის უკეთ გაგებაში. სასწავლო გარემო მეგობრული იყო, ხოლო ლექტორი - მუდამ მზად დასახმარებლად. ეს ყველაფერი ერთად მიქმნიდა მოტივაციას და სურვილს, ბოლომდე ჩართული ვყოფილიყავი პროცესში.

კურსის გავლის შემდეგ, როგორ გამოიყენებ|იყენებ მიღებულ ცოდნას?

კურსის დასრულების შემდეგ მიღებული ცოდნა გამოვიყენე როგორც სასწავლო, ისე სამუშაო პროცესში. პრაქტიკული გამოცდილება SQL-ში და Power BI-ში ძალიან დამეხმარა ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში. პარალელურად დავიწყე Python-ის შესწავლა სმარტ აკადემიაში და ამავდროულად შევუერთდი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე. ეს კურსი ნამდვილად იყო საფუძველი ჩემი კარიერული წინსვლისთვის.

სმარტ აკადემიის შესახებ გაგვიზიარე შენი შეხედულება?

სმარტ აკადემია ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო სივრცეა პროფესიული განვითარებისთვის. აკადემიის მთავარ უპირატესობად მივიჩნევ პრაქტიკულ და მიზანმიმართულ სწავლების მეთოდს, რომელიც რეალურ ცხოვრებასა და სამუშაო ბაზარზე არის მორგებული. სწავლების ხარისხი, მეგობრული გარემო და პროფესიონალი ლექტორები ქმნიან იმ პირობებს, სადაც ცოდნის მიღება და განვითარება ნამდვილად შედეგიანი და სასიამოვნოა.


თუ გსურს გახდე მონაცემთა ანალიტიკოსი ან BI დეველოპერი, მაშინ შემოგვიერთდი კურსზე:

მონაცემთა ანალიტიკა და BI დეველოპმენტი


სხვა სტატიები >>