მთავარიბლოგიციფრული მარკეტინგი - თინათინ ყულჯანიშვილი კურსის შესახებ

ციფრული მარკეტინგი - თინათინ ყულჯანიშვილი კურსის შესახებ

თინათინ ყულჯანიშვილმა სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა ციფრული მარკეტინგის კურსი. ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

როდის და რატომ დაინტერესდი ციფრული მარკეტინგის შესწავლით?

გრაფიკული დიზაინის შესწავლის შემდეგ დავინტერესდი სოციალური მედიისა და მარკეტინგის სფეროთი. ვფიქრობ, ამ მიმართულებების ერთობლივი ცოდნა მომცემს საშუალებას, მომავალში ეფექტურად ვმართო ბიზნესი და იდეები სწორად მივაწოდო აუდიტორიას.

რას იტყვი ციფრული მარკეტინგის კურსის შესახებ?

კურსი იყო ამომწურავი, ინფორმაციული და ძალიან საინტერესო. რაც მთავარია, იყო პრაქტიკაზე ორიენტირებული, რაც თეორიული მასალის ათვისებას ძალიან აადვილებდა. კურსის მიმართ მაღალი მოლოდინი მქონდა, თუმცა კურსმა მას გადააჭარბა. ამ გამოცდილებისთვის დიდ მადლობას ვუხდი სმარტ აკადემიას.

გქონდა თუ არა რაიმე გამოცდილება კურსის დაწყებამდე?

Ads Manager-ში მცირე გამოცდილება მქონდა და ამან მიბიძგა, უფრო სიღრმისეულად შემესწავლა რეკლამის ფორმატები და პლატფორმების შესაძლებლობები.

მოგვიყევი ფინალური პროექტის შესახებ

ფინალური პროექტის მიზანი იყო მარკეტინგული გეგმის შექმნა შერჩეული კომპანიისთვის. დავალება მოიცავდა ბრენდის ანალიზს, მიზნების ფორმულირებას და კონკრეტული სტრატეგიის შემუშავებას სასურველი შედეგების მისაღებად.

რა გამოცდილება მიიღე კურსის განმავლობაში და როგორ გამოიყენებ ამ ცოდნას მომავალში?

ციფრული მარკეტინგი აღმოჩნდა ბევრად ღრმა და მრავალფეროვანი, ვიდრე ველოდი. ამ გამოცდილებამ დამანახა ციფრული სივრცის შესაძლებლობები. მიღებული ცოდნა აუცილებლად გამომადგება როგორც კარიერულ განვითარებაში, ისე კერძო ბიზნესის მართვაში.

პროფესია - ციფრული მარკეტერი

ეს პროფესია გამოირჩევა სიზუსტით, ანალიზზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით და სტრატეგიული მიდგომებით.

რას იტყვი კურსის ლექტორის შესახებ?

ლექტორი იყო დაუღალავი, შრომისმოყვარე და თან ძალიან საყვარელი. მისი ენთუზიაზმი და პროფესიონალიზმი დიდ მოტივაციას მაძლევდა.

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემია არის სივრცე, რომელიც აერთიანებს უამრავ შესაძლებლობას და ცოდნის მიღების თანამედროვე ფორმებს.

თუ შენც გსურს მეტი გაიგო ციფრული მარკეტინგის შესაძლებლობების შესახებ, დარეგისტრირდი კურსზე.

სხვა სტატიები >>