მთავარიბლოგიციფრული მარკეტინგი - მარიამ გოგია კურსის შესახებ

ციფრული მარკეტინგი - მარიამ გოგია კურსის შესახებ

მარია გოგიამ სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა ციფრული მარკეტინგის კურსი. ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

"საკუთარი ბიზნესის უკეთესი რეკლამირება მინდოდა და მივხვდი, რომ ციფრული მარკეტინგის ცოდნა ამაში ძალიან დამეხმარებოდა. ამიტომ გადავწყვიტე კურსის გავლა."

რას იტყვი ციფრული მარკეტინგის კურსის შესახებ?

კურსი ძალიან საინტერესოდ და კარგად იყო ორგანიზებული. გავეცანით ციფრული მარკეტინგის ძირითად პრინციპებს. კურსმა მოლოდინები ნამდვილად გამიმართლა, ბევრი ახალი რამ ვისწავლე. მივიღე საფუძვლიანი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, რაც აუცილებლად გამომადგება პირად საქმიანობაში. ვნახოთ, შესაძლოა მომავალში პროფესიულადაც განვვითარდე ამ მიმართულებით.

მოგვიყევი ფინალური პროექტის შესახებ 

ფინალურ პროექტად უნდა შეგვემუშავებინა სტრატეგია და სარეკლამო გეგმა ერთ კონკრეტულ ბრენდზე. ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პროცესი იყო ამ პროექტზე მუშაობა.

ლექტორის შესახებ

თიო უსაყვარლესი და თიო თავისი საქმის პროფესიონალია. ყოველთვის მზად იყო კითხვებზე ამომწურავი პასუხის გასაცემად. კურსი იყო დეტალურად დაგეგმილი, ინფორმაციული და ნაყოფიერი.

სმარტ აკადემია

ძალიან კმაყოფილი ვარ თქვენთან თანამშრომლობით. თავიდანვე კომუნიკაცია ადმინისტრაციისგან ძალიან სწრაფი და ეფექტური იყო. ეს ჩემი პირველი გამოცდილებაა და ნამდვილად დადებითი შთაბეჭდილება დამრჩა.

თუ შენც გსურს შეისწავლო ციფრული მარკეტინგი, დარეგისტრირდი კურსზე.

სხვა სტატიები >>