მთავარიბლოგიციფრული მარკეტინგი - შორენა ლუტიძე კურსის შესახებ

ციფრული მარკეტინგი - შორენა ლუტიძე კურსის შესახებ

შორენა ლუტიძემ სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა ციფრული მარკეტინგის კურსი. ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს. 

როგორც შორენა ამბობს, სწავლა ნულიდან დაიწყო და არ ჰქონია რაიმე სახის გამოცდილება აღნიშნულ სფეროში. ციფრული მარკეტინგით პანდემიისას დაინტერესდა,  ერთ-ერთ საერთაშორისო პროექტზე მუშაობისას.

რას იტყვი ციფრული მარკეტინგის კურსის შესახებ?

კურსი ძალიან საინტერესო იყო, დატვირთული და სავსე პრაქტიკული გამოცდილებით. ის იდეალურია როგორც დამწყებთათვის, ისე უკვე არსებული ციფრული მარკეტერებისთვის.

ციფრული მარკეტინგის კურსმა ჩემს მოლოდინებს სრულად გადააჭარბა. როგორც დამწყები, არ ველოდი, თუ ამხელა ცოდნას, გამოცდილებას და თავდაჯერებას მომცემდა ეს კურსი. მან ასევე მომცა მოტივაცია, რომ ამ სფეროში კარიერა დავიწყო.

ეს კურსი ჩემთვის სრულიად ახალი გამოწვევა იყო, თუ როგორ გავართმევდი თავს სრულიად უცხო თემას. მივიღე საფუძვლიანი ცოდნა და ვფიქრობ, მომავალში აუცილებლად გამომადგება პროფესიულ საქმიანობაში.

რა ტიპის პრაქტიკულ დავალებებს ასრულებდი კურსის განმავლობაში და რომელს გამოარჩევდი?

მომეწონა პოსტებისთვის ქოფირაითინგზე მუშაობა, ასევე Google რეკლამის სხვადასხვა ტიპზე მუშაობა – განსაკუთრებით Demand Gen კამპანიების შექმნა. ლექციის მოსმენისა და შემდეგ თეორიული მასალის წაკითხვის შემდეგ, ვიწყებდი პრაქტიკულად დავალების შესრულებას, რაც უკვე ადვილად მეჩვენებოდა, რადგან ლექციაში დეტალურად იყო ყველაფერი ახსნილი, შესაბამისად, სირთულეს არ წარმოადგენდა დავალების შესრულება.

მოგვიყევი ფინალური პროექტის შესახებ

ფინალურ პროექტში თავისუფლად შეგვეძლო აგვერჩია თემა, რამაც კიდევ უფრო გამიადვილა და უფრო სასიამოვნო გახადა სამუშაო პროცესი. უნდა აგვერჩია ბრენდი, აგვეგო სრულფასოვანი ციფრული სტრატეგია და როგორც ციფრულ მარკეტერს, ისე შეგეთავაზებინა დამკვეთისთვის.

პროფესია - ციფრული მარკეტერი

ციფრული მარკეტინგი გაძლევს შესაძლებლობას იმუშაო დისტანციურად, იყო დამოუკიდებელი, მოხვდე საერთაშორისო კომპანიებშიც და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან იმუშაო. ამით ყოველდღე ახალ გამოწვევებს და თემებს ეცნობი.

ლექტორის შესახებ

Super & cool ლექტორი! ძალიან მარტივი და სასიამოვნოა მასთან ურთიერთობა. არის მოტივირებული, ენერგიული, პროფესიონალი. გაძლევს სტიმულს, სწავლის მოტივაციას.  თემებს ხსნის საფუძვლიანად, გიზიარებს პრაქტიკულ მაგალითებს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით. ნამდვილად გიმარტივებს სწავლის პროცესს.

სმარტ აკადემია

ძალიან კარგი გუნდი გყავთ. გისურვებთ კიდევ მეტ წარმატებას!

ისწავლე ციფრული მარკეტინგი და დაეუფლე მოთხოვნად პროფესიას, დარეგისტრირდი კურსზე აქ.

სხვა სტატიები >>