მთავარიბლოგიUX/UI დიზაინი - სალომე მასურაშვილი კურსის შესახებ

UX/UI დიზაინი - სალომე მასურაშვილი კურსის შესახებ

სალომე მასურაშვილმა სმარტ აკადემიაში UX/UI დიზაინის კურსი გაიარა. ის თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს კურსის შესახებ. 

პროფესიით მულტიმედია არტისტი ვარ, აქტიური შეხება მაქვს ხელოვნების სხვადასხვა სფეროსთან. ჩემი ციფრულ ინდუსტრიაში მოხვედრა იწყება კალიგრაფიის და შრიფტების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით, შევისწავლე ქართული კალიგრაფიის საფუძვლები, რის შემდეგაც გადავწყვიტე, ჩემი ცოდნა და გამოცდილება ამ სფეროში აქტიურად გამომეყენებინა.  გრაფიკული პროგრამების შესწავლით შევძელი მარტივი შრიფტების საცდელი მოდელირება, ნელ-ნელა დავიწყე გრაფიკული ხელსაწყოების ლოგოების, პოსტერების და ა.შ შექმნის მიზნით გამოყენება და გავხდი გრაფიკული დიზაინერი. ვფიქრობ, გრაფიკული დიზაინიდან UI/UX დიზაინამდე თან საკმაოდ პატარა ნაბიჯია, თან დიდი. თუმცა, UI/UX-იმ ჩემი პოზიტიური მოლოდინები აბსოლიტურად გაამართლა.

UX/UI დიზაინის კურსის შესახებ

კურსის შესახებ გავიგე მეგობრისგან, მაშინ, როცა მიზნად მქონდა დასახული ვებ დიზაინის საფუძვლების შესწავლა სხვადასხვა მარტივად ხელმისაწვდომი ინტერნეტ რესურსებიდან. სმარტ აკადემიაში ჩემი მოხვედრა ზუსტად რომ დროული იყო. სანამ უშუალოდ  კურსს ავირჩევდი საფუძვლიანად გავეცანი სილაბუსებს და გადავწყვიტე ისეთი UX/UI კურსი ამერჩია, რომელიც თანაბრად იქნებოდა ორიენტირებული თეორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებზე.

UX/UI დიზაინის კურსიდან სიღრმისეული ცოდნა მივიღე. სასწავლო კურსის პირველი ნახევარი აქტიურად დაეთმო თეორიას, რისერჩს, რაც თავისთავად საინტერესო იყო, თუმცა, მე პირადად, გამორჩეულად პრაქტიკულ ნაწილს გამოვყოფდი, უშუალოდ პროტოტიპებზე მუშაობას და აბსტრაქტული იდეის რეალურ დიზაინად გარდაქმნას, ვებ/მობაილ აპლიკაციის საბოლოო ვერსიის შექმნას.

ლექტორის შესახებ

საჯარო მადლობას ვუხდი კურსის ლექტორს, ბექა კერესელიძეს, საინტერესო და ინტერაქციული ლექციებისთვის, უშუალობისთვის და ყურადღებისთვის, ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში მასთან აქტიური კომუნიკაცია გვქონდა. 

კურსის დასრულების შემდეგ

კურსის დასრულების შემდეგ, ვცდილობ, აქტიურად გავიღრმავო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. დიზაინის სფერო მუდმივად ვითარდება, იხვეწება, მიჰყვება ტენდენციას, ამ სფეროში მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია თანამედროვე დიზაინ სისტემა. ჩემს სამომავლო და აქტიურ პროფესიად განვიხილავ UI/UX დიზაინერობას, სიამოვნებით ვიმუშავებ ამ სფეროში.

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემიაში სწავლა გამორჩეული იყო, პირველ რიგში, ლექტორის და კურსის ხელმძღვანელების გამო, რომლებთანაც ასევე უშუალო ურთიერთობა გვქონდა. შეიძლება ითქვას, რომ კურსი მთლიანად მორგებული იყო როგორც ჩვენს პირად, ისე საერთო ინტერესებზე. სმარტ აკადემიაში ნამდვილად იგრძნობოდა გუნდურობა, ინოვაციური აზროვნება და მიდგომები სტუდენტებთან, რაც ჩანდა როგორც კურსის განმავლობაში, ისე დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულთა წამახალისებელი აქტივობებით.

როგორც უკვე აღვნიშნე, სმარტ აკადემიაში სწავლამ ცოდნასთან ერთად  საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებები დამიტოვა, როგორც კურსის, ასევე ლექტორისა და ორგანიზატორების მიმართ. პოზიტიური გარემო, სტუდენტებზე მორგებული  ფორმატი და გრაფიკი, უშუალო კომუნიკაციები და საინტერესო ინტეგრაციები ახალი სფეროს მიმართ უფრო მეტ ინტერესს აღვიძებს, მითუმეტეს მაშინ, როცა სიახლე ყოველთვის ასოცირდება პატარა შიშთან ან იმედგაცრუებასთან მაინც. მადლობა სმარტ აკადემიას ამ შესაძლებლობისთვის!

გაიგე მეტი UX/UI დიზაინის კურსის შესახებ.

სხვა სტატიები >>