მთავარიბლოგიმონაცემთა ანალიტიკა & BI დეველოპმენტი - გიორგი შენგელია კურსის შესახებ

მონაცემთა ანალიტიკა & BI დეველოპმენტი - გიორგი შენგელია კურსის შესახებ

გიორგი აფციაურმა სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა კურსი - მონაცემთა ანალიტიკა & BI დეველოპმენტი. ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

როგორ გაიგე მონაცემთა ანალიტიკისა & BI დეველოპმენტის კურსის შესახებ?

რამდენიმე თვით ადრე Facebook-ის საშუალებით დავრეგისტრირდი გეგას მასტერკლასზე.

გაგვიზიარე შენი ისტორია, რა პროფესია გქონდა, რატომ გადაწყვიტე შეცვლა, ან ახლის შეძენა და გაამართლა თუ არა შენი მოლოდინები?

ამჟამად დასაქმებული ვარ შემოსავლების სამსახურში, მებაჟე-ოფიცრის პოზიციაზე. გავეცანი რამდენიმე კვლევას, სადაც მონაცემთა ანალიზი და მასთან დაკავშირებული პოზიციები, მომავლის ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს შორის იყო დასახელებული. აღნიშნული ფაქტიდან და ასევე ჩემი განათლებისა და ინტერესის გათვალისწინებით, გადავწყვიტე ამ პროფესიის დაუფლება.

რა ცოდნა მიიღე და რომელ ლექციას გამოყოფდი?

კურსზე ბიზნეს ანალიტიკისთვის საჭირო ხელსაწყოების გამოყენება ვისწავლე. განსაკუთრებით გამოვარჩევდი ფინალური ნაშრომის წარდგენის დღეს, სადაც შესაძლებლობა მქონდა, ჯგუფელების ნამუშევრებს გავცნობოდი.

გაგვიზიარე შთაბეჭდილებები ლექტორის შესახებ

ლექტორზე ძალიან დადებითი შთაბეჭდილებები დამრჩა. იგი ყოველთვის მზად იყო, ეპასუხა ნებისმიერ კითხვაზე. ლექციებს აქტიურად ატარებდა - მისი საუბარი არასდროს იყო მონოტონური, რის გამოც რამდენიმე საათის განმავლობაში ყურადღების შენარჩუნება საკმაოდ მარტივი იყო.

კურსის გავლის შემდეგ, როგორ გამოიყენებ|იყენებ მიღებულ ცოდნას?

კურსის გავლის შემდეგ, პირველ რიგში, გავაგრძელებ ამ სფეროში ცოდნის გაღრმავებას. პარალელურად, გამოვეხმაურები დამწყები მონაცემთა ანალიტიკოსის ვაკანსიებს.

გაგვიზიარე შენი შეხედულება სმარტ აკადემიის შესახებ

გავლილი კურსიდან და ლექტორიდან გამომდინარე, დადებითი შთაბეჭდილება დამრჩა სმარტ აკადემიაზე. ძალიან მომეწონა კურსის გარეთ ჩატარებული დასაქმების ხელშემწყობი ტრენინგები. ასევე სასიამოვნო იყო კურსის შემდეგ 100 ლარიანი ვაუჩერის მიღებაც. ვფიქრობ, ახლო მომავალში აუცილებლად გამოვიყენებ.


თუ გსურს გახდე მონაცემთა ანალიტიკოსი ან BI დეველოპერი, მაშინ შემოგვიერთდი კურსზე:

მონაცემთა ანალიტიკა და BI დეველოპმენტი

სხვა სტატიები >>