მონაცემთა ანალიტიკა & BI დეველოპმენტი - ლელა ლატარია კურსის შესახებ
ლელა ლატარიამ სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა კურსი - მონაცემთა ანალიტიკა & BI დეველოპმენტი. ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
როგორ გაიგე მონაცემთა ანალიტიკისა & BI დეველოპმენტის კურსის შესახებ?
კურსის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში მოვიძიე.
გაგვიზიარე შენი ისტორია, რა პროფესია გქონდა, რატომ გადაწყვიტე შეცვლა, ან ახლის შეძენა და გაამართლა თუ არა შენი მოლოდინები?
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ვისწავლე, სამუშაო გამოცდილება ძირითადად სხვა სფეროებში მაქვს. წინა წელს მონაცემთა კოორდინატორის პოზიციაზე გადამიყვანეს, რის შემდეგაც გამიჩნდა სურვილი, ამ მიმართულებით განვვითარებულიყავი.
რა ცოდნა მიიღე და რომელ ლექციას გამოყოფდი?
ვისწავლე SQL-თან და Power BI -სთან მუშაობა; განსაკუთრებით საინტერესო იყო ლექცია Window Function-თან დაკავშირებით.
გაგვიზიარე შთაბეჭდილებები ლექტორის შესახებ
გეგასთან ლექციებზე ყოფნა არასდროს არის მოსაწყენი - მას შეუძლია სწორად დასვას აქცენტები და სტუდენტებს ასწავლოს ისეთი „ხრიკები“, რომლებიც ნამდვილად პრაქტიკულია.
კურსის გავლის შემდეგ, როგორ გამოიყენებ|იყენებ მიღებულ ცოდნას?
სამსახურში ვეცდები, ექსელის ნაცვლად Power BI გამოვიყენო. ასევე, მსურს ვცადო freelance დამატებითი სამუშაოების აღება ამ მიმართულებით.
გაგვიზიარე შენი შეხედულება სმარტ აკადემიის შესახებ
სმარტ აკადემიას მოწესრიგებული სისტემა აქვს, რამაც ყველაზე მეტად მომხიბლა.
თუ გსურს გახდე მონაცემთა ანალიტიკოსი ან BI დეველოპერი, მაშინ შემოგვიერთდი კურსზე: