მთავარიბლოგიპროდუქტის მარკეტინგი - ანა ჭუმბურიძე კურსის შესახებ

პროდუქტის მარკეტინგი - ანა ჭუმბურიძე კურსის შესახებ

ანა ჭუმბურიძემ სმარტ აკადემიაში პროდუქტის მარკეტინგის კურსი გაიარა. ახლა კი თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს კურსის შესახებ.

პროდუქტის მარკეტინგის შესწავლით დაახლოებით ნოემბერში დავინტერესდი. მინდოდა ახალი ცოდნა მიმეღო და ჩემი პროფესიული უნარები განმემტკიცებინა. ზოგადად, ძალიან მიყვარს სწავლის პროცესი და ყოველთვის ვეძებ კურსებს, რომლებიც ხელს შემიწყობს soft და hard სქილების გაუმჯობესებაში. როცა ამ კურსს მივაგენი, ყურადღება პირველ რიგში მიიქცია ლექტორმა და მისმა გამოცდილებამ. სწორედ ეს გახდა გადამწყვეტი ფაქტორი, რატომაც რატომაც დავრეგისტრირდი პროდუქტის მარკეტინგის კურსზე სმარტ აკადემიაში.

კურსი - პროდუქტის მარკეტინგი: სტრატეგია, ანალიზი და პრაქტიკა

პროდუქტის მარკეტინგის კურსი იყო ინტერაქციული, საინტერესო და პრაქტიკაზე დაფუძნებული. ყოველი ლექცია გამორჩეული იყო კრეატიულობითა და დინამიკით. სალიმ დეტალურად გაგვაცნო პროდუქტის შექმნიდან მის წარმატებულ გაშვებამდე თითოეული ეტაპი და დაგვანახა, რამდენად კომპლექსურია პროცესი, რომელიც საბოლოო შედეგამდე მიდის. კურსმა სრულად გაამართლა ჩემი მოლოდინები. განსაკუთრებით მომეწონა თეორიული და პრაქტიკული ნაწილის ბალანსი და ლექტორის მიდგომა — სალის მხრიდან ყველაფერი რეალურ გამოცდილებაზე იყო დაფუძნებული. მისგან მიღებული რჩევები და რეკომენდაციები ჩემთვის განსაკუთრებით ღირებული იქნება პროფესიულ გზაზე.

კურსის განმავლობაში როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა მივიღე, რაც დამეხმარება ვიყო უფრო თავდაჯერებული და პროფესიონალი ჩემს სფეროში. დაგროვებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ როგორც მიმდინარე პროექტებზე, ისე მომავალ კარიერულ ნაბიჯებში.

მოგვიყევი ფინალური პროექტის შესახებ

ფინალურ პროექტზე უნდა აგვერჩია რეალური კომპანია ან მოგვეგონა სტარტაპი და დაგვეგეგმა პროდუქტის მარკეტინგის სრული ციკლი. მე გადავწყვიტე ახალი სტარტაპის მოფიქრება, რომელიც ფოკუსირებული იქნებოდა წიგნის მკითხველების სეგმენტზე. მაქსიმალურად შევეცადე პროდუქტი ყოფილიყო კრეატიული და მომერგო სრულად მომხმარებლის საჭიროებებზე და ქცევაზე.

პროფესია - პროდუქტის მარკეტერი

პროდუქტის მარკეტერის პროფესია ჩემთვის გამორჩეულია, რადგან მოითხოვს მჭიდრო თანამშრომლობას თითქმის ყველა დეპარტამენტთან – გუნდის წევრებთან ერთად პრობლემების კრეატიულად გადაჭრას, პროდუქტის მახასიათებლების განსაზღვრას, კომუნიკაციასა და სტეიკჰოლდერებთან ურთიერთობას. ეს პროფესია ძალიან დინამიკური და მრავალფეროვანია. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე პროდუქტის მარკეტინგი ამ ეტაპზე ყველაზე საინტერესო პროფესიაა.

ლექტორის შესახებ

სალი არის ნამდვილი პროფესიონალი, უსაყვარლესი და ობიექტური ლექტორი. კურსის განმავლობაში მან გაგვაცნო უამრავი კრეატიული და ინსპირაციული კამპანია, რომელმაც კიდევ უფრო სხვა თვალით დაგვანახა პროდუქტის მარკეტინგი, გვიზიარებდა თავის პრაქტიკულ ცოდნას, გამოცდილებასა და რეალურ ქეისებს, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა ლექციებს.

ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს მოწვეული ლექტორები, რომლებმაც ძალიან საინტერესოდ გაგვიზიარეს თავიანთი პროფესიული გამოცდილება. მათმა პრაქტიკულმა რჩევებმა და კონკრეტული ქეისების განხილვამ მოგვცა შესაძლებლობა განსხვავებულ პერსპექტივით დაგვენახა სხვადასხვა მიმართულება და მარკეტინგული ამოცანები.

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემიის გუნდი მაქსიმალურად მორგებულია სტუდენტების საჭიროებებზე – მუდმივად ცდილობენ, სწავლება იყოს მარტივი, ორგანიზებული და ეფექტური. ძალიან იგრძნობოდა მათი მხრიდან მხარდაჭერა, რაც სწავლების პროცესს კიდევ უფრო კომფორტულს და შედეგზე ორიენტირებულს ხდიდა.

თუ შენც გსურს დაეუფლო მოთხოვნად, პერსპექტიულ და თან მაღალანაზღაურებად პროფესიას, შემოიტანე განაცხადი კურსზე - პროდუქტის მარკეტინგი: სტრატეგია, ანალიზი და პრაქტიკა.

სხვა სტატიები >>