მთავარიბლოგინინო ვაზაგაშვილი - ვიდეო მონტაჟის კურსის შესახებ

ნინო ვაზაგაშვილი - ვიდეო მონტაჟის კურსის შესახებ

ნინო ვაზაგაშვილმა სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა ვიდეო მონტაჟი - Adobe Premiere Pro-ს კურსი, ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

რატომ გადაწყვიტე ვიდეო მონტაჟის კურსის გავლა და რამ გიბიძგა, რომ ამ კურსზე დარეგისტრირებულიყავი?

ძალიან მიყვარს ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება, ასევე ყოველთვის მხიბლავდა ვიზუალურად საინტერესო ვიდეოების ნახვა. მიუხედავად იმისა, რომ მონტაჟთან შეხება არასდროს მქონია, მაინც მინდოდა თავი ახალ სფეროში გამომეცადა.

სწორედ ამ დროს წავაწყდი, სმარტ აკადემიის ვიდეო მონტაჟის მასტერკლასს. ქალბატონი მაკოსა და კურსის ლექტორის, გიორგის, დადებითმა დამოკიდებულებამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გიორგის საუბარმა და საკუთარი პროფესიისადმი დადებითმა დამოკიდებულებამ კიდევ უფრო დიდი ინტერესი გამიჩინა და დავინახე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვიზუალური კომუნიკაცია. სწორედ ამიტომ, მასტერკლასის დასრულებისთანავე გადავწყვიტე კურსის დაწყება. 

გაგვიზიარე შენი ისტორია, რა პროფესია გქონდა, რატომ გადაწყვიტე შეცვლა და გაამართლა თუ არა შენი მოლოდინები?

ვარ მოსწავლე და ახლა სწორედ ის დროა, როცა მომავალი პროფესიის არჩევა მიწევს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ინტერესები დიზაინისგან განსხვავდებოდა, ვთვლი, რომ ვიდეო მონტაჟში მაინც ვიპოვე საკუთარი თავი. სურვილი მაქვს, ეს უნარი მომავალშიც გამოვიყენო - როგორც პირად ცხოვრებაში, ისე პროფესიულ საქმიანობაში.

რომელი თემა, ლექცია ან პრაქტიკული ნაწილი იყო შენთვის ყველაზე საინტერესო?

ჩემთვის ყველაზე საინტერესო ფერებთან და ტიტრებთან მუშაობა იყო, რადგან დავინახე რამხელა ძალა აქვს ვიდეომონტაჟისას ამ ნაწილს. სწორად შერჩეული ფერები და ფონტები საშუალებას იძლევა ვიდეო უფრო მომხიბვლელი გახდეს მაყურებლისთვის.

გაგვიზიარე ლექტორის შესახებ შთაბეჭდილებები

გიორგიზე მხოლოდ დადებითად შემიძლია ვისაუბრო. ძალიან კარგი კომუნიკაციის უნარი აქვს, რაც გვიმარტივებდა ახალი მასალის გაგებას. ამასთან, ცდილობდა, რომ ყველა ვყოფილიყავით გახსნილები და თავისუფლად ჩავრთულიყავით დისკუსიებში. ლექტორისგან ვიღებდი უდიდეს მოტივაციას ჩემი დავალების განხილვისას და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას.

რა სირთულე შეგხვდა ვიდეო მონტაჟის კურსის განმავლობაში და როგორ გადალახე ის?

ვფიქრობდი, რომ გამიჭირდებოდა თავისუფლად და ღიად საუბარი, თუმცა ლექტორის - გიორგის და ასევე ანის დამოკიდებულებამ ეს ფიქრი გაცნობისთანავე გამიქრო.

ასევე, მასალას რაც შეეხება, თავდაპირველად მიჭირდა საუკეთესო კადრების ამორჩევა, მაგრამ გიორგის მითითებების დამსახურებით მსგავსი შეცდომები გამოვასწორე.

როგორ შეაფასებდი ჩვენთან სწავლას და ურჩევდი თუ არა სხვებს, რომ არჩევანი სმარტ აკადემიაზე შეაჩერონ?

ჩემთვის ,,სმარტ აკადემია" არის ადგილი, რომელიც ასოცირდება პროფესიონალიზმთან. რა თქმა უნდა, ყველას ვურჩევ, რომ აქ გაიარონ მათთვის საინტერესო კურსი, რადგან დახვდებათ კომფორტული გარემო სწავლისთვის და პროფესიონალი ლექტორები. ამ ყველაფერს მათი უფასო მასტერკლასებიც ამტკიცებენ.

ვიდეო მონტაჟის კურსზე რეგისტრაცია ახლა მიმდინარეობს, ამიტომ თუ ამ პროფესიით ხარ დაინტერესებული, დარეგისტრირდი.

სხვა სტატიები >>