Back-End Development with Python - გიორგი პაქსაშვილი კურსის შესახებ
გიორგი პაქსაშვილმა სმარტ აკადემიაში Back-End Development with Python-ის კურსი გაიარა. ახლა კი თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
როდის და რატომ დაინტერესდი BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON-ის შესწავლით?
ჩემი მთავარი მიზანი იყო, ჩემი პროგრამირების უნარებისთვის კიდევ ერთი ძლიერი ინსტრუმენტი - Python-ის ენა შემემატებინა. მსურდა უფრო ღრმად შემესწავლა ეს ტექნოლოგია და გამემყარებინა ცოდნა პროგრამირების მიმართულებით.
ვფიქრობ, ამ კურსის გავლა ახალი უნარების შესაძენად ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. განსაკუთრებით გამოვყოფდი ლექტორს, რომლის ახსნის უნარი საოცრად მარტივი, მკაფიო და გასაგები იყო. რთულ თემებს ის ისე ხსნიდა, რომ სწავლა მეტად სასიამოვნო ხდებოდა.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მესწავლა, როგორ დამეკავშირებინა ჩემ მიერ მოფიქრებული ალგორითმი კონკრეტულ ლოგიკასთან და სწორად შემერჩია ამოცანისთვის შესაბამისი გადაწყვეტა. ვთვლი, რომ ამ მიზანს ნამდვილად მივაღწიე.
მოგვიყევი ფინალური პროექტის შესახებ
ფინალური პროექტი ორი ამოცანისგან შედგებოდა, რომლებიც დეტალებზე ორიენტირებული იყო და მოითხოვდა კურსზე ნასწავლი მასალის პრაქტიკულ გამოყენებას.
პირველ ამოცანაში უნდა შეგვექმნა ლოგიკა, რომელიც მომხმარებლის მიერ შეყვანილი მონაცემის საფუძველზე გამოითვლიდა მის ასაკს და განსაზღვრავდა, რომელ საუკუნეში დაიბადა ის.
მეორე ამოცანაში კი აუცილებელი იყო მომხმარებლის მიერ შეყვანილი ავტომობილის მონაცემების შენახვა SQLite-ის გამოყენებით ბაზაში. გარდა შენახვის ფუნქციონალისა, აპლიკაციას უნდა ჰქონოდა მონაცემების ძიების შესაძლებლობაც — მაგალითად, ავტომობილის გამოშვების წლის მიხედვით კონკრეტული მახასიათებლების გამოტანა.
რა გამოცდილება მიიღე ამ ხნის მანძილზე და როგორ გამოიყენებ დაგროვებულ ცოდნას მომავალში?
ამ კურსმა მნიშვნელოვანი ცოდნა შემძინა როგორც ტექნიკური, ისე პიროვნული თვალსაზრისით. გავაუმჯობესე დროის მართვის უნარი, მომემატა მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობა. მიღებული ცოდნა საშუალებას მაძლევს გადავიდე შემდეგ საფეხურზე და განვავითარო თავი იმ მიმართულებით, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა.
რით არის გამორჩეული ეს პროფესია?
პროგრამირების პროფესია გამორჩეულია თავისი დინამიკურობით და მუდმივი განვითარების შესაძლებლობით. ის გვასწავლის პრობლემების გადაჭრის გზების პოვნას, ავითარებს კრეატიულობასა და ლოგიკურ აზროვნებას. ამ სფეროში მუდმივად საჭიროა თვითგანვითარება და ინოვაციურ პროცესებში ჩართვა. ეს პროფესია კონკურენტუნარიანია და მუდმივად მოთხოვნადი.
რას იტყვი კურსის ლექტორის შესახებ?
ლექტორი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც ეს კურსი ასეთი შედეგიანი და საინტერესო აღმოჩნდა. მას ჰქონდა შესანიშნავი უნარი, რთული მასალა მარტივად და გასაგებად აეხსნა. ყოველთვის მზად იყო დამატებითი განმარტებისთვის და თითოეულ სტუდენტთან ინდივიდუალური მუშაობისთვის. მისგან, ტექნიკური ცოდნის გარდა, ვისწავლე, როგორი უნდა იყოს ნამდვილი, პასუხისმგებლობით სავსე პროფესიონალი.
სმარტ აკადემიის შესახებ
სმარტ აკადემია ხელს უწყობს როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავებას, ისე პრაქტიკული უნარების განვითარებას. ეს არის სტრუქტურულად გამართული სივრცე, სადაც მუშაობს მეგობრული და პროფესიონალი გუნდი — დაწყებული ორგანიზატორებით, დასრულებული ლექტორებით, რომელთაც სიღრმისეული ცოდნა და გამოცდილება გააჩნიათ. სმარტ აკადემია ნამდვილად ქმნის იმ გარემოს, სადაც შეგიძლია განვითარდე და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა პროფესიულ ზრდაში.
გაიგე მეტი კურსზე: Back-End Development with Python