მთავარიბლოგიარტ დაირექშენი - ნინი ციქობაძე კურსის შესახებ

არტ დაირექშენი - ნინი ციქობაძე კურსის შესახებ

ნინი ციქობაძემ  სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა არტ დაირექშენის კურსი, ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

გაგვიზიარე შენი ისტორია, რატომ გადაწყვიტე არტ დაირექშენის კურსის გავლა და გაამართლა თუ არა შენი მოლოდინები?

ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო ვიზუალური კომუნიკაცია და ის, თუ როგორ შეიძლება იდეის სწორად გადმოცემა დიზაინის საშუალებით. უკვე მქონდა გამოცდილება დიზაინის სფეროში, მაგრამ მინდოდა უფრო სტრატეგიულად დამენახა კრეატიული პროცესი და გამეღრმავებინა ცოდნა კონკრეტულად არტ დაირექშენის მიმართულებით. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ კურსის გავლა.

რა ცოდნა მიიღე და რომელ ლექციას გამოყოფდი?

კურსის განმავლობაში მივიღე პრაქტიკული და მნიშვნელოვანი ცოდნა - როგორ მივუდგე პროექტს სტრატეგიულად, როგორ ვიფიქრო კონცეფციაზე, ვიზუალურ მიმართულებაზე და როგორ გადავაქციო იდეა სწორ კომუნიკაციად. განსაკუთრებით დამეხმარა იმის გააზრება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ლამაზი ვიზუალი, არამედ სწორი აზრი და მიზანი მის უკან.

გამოვყოფდი ბრიფის განხილვის ლექციას. ძალიან საინტერესო იყო იმის დანახვა, თუ როგორ უნდა წაიკითხო ბრიფი სწორად, როგორ ამოიცნო მთავარი ამოცანა, რა კითხვები უნდა დასვა და როგორ უნდა გადააქციო მიღებული ინფორმაცია ძლიერ კრეატიულ მიმართულებად. ეს ლექცია განსაკუთრებით ღირებული იყო, რადგან რეალურ სამუშაო პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.

გაგვიზიარე შთაბეჭდილებები ლექტორის შესახებ

ანნა თავის საქმის ნამდვილი პროფესიონალია. მისი ნამუშევრები ყოველთვის ძალიან მომწონდა, ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო მისი გამოცდილების მოსმენა და იმ პროცესების გაცნობა, რასაც რეალურ პროექტებში იყენებს.

ინფორმაციას გვაწვდიდა მარტივად, გასაგებად და ამავე დროს პროფესიონალურ დონეზე. განსაკუთრებით მომეწონა, რომ თეორიასთან ერთად გვიზიარებდა პრაქტიკულ გამოცდილებასა და რეალურ მაგალითებს, რაც სწავლების პროცესს ბევრად უფრო საინტერესოს და სასარგებლოს ხდიდა.

ასევე იგრძნობოდა, რომ ნამდვილად ჩართული იყო თითოეული სტუდენტის განვითარებაში - პასუხობდა კითხვებს, გვაძლევდა მიმართულებას და გვიზიარებდა რჩევებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში. მთლიანობაში, ლექციები იყო ინსპირაციული, პროდუქტიული და მოტივაციის მომცემი.

კურსის გავლის შემდეგ, როგორ გამოიყენებ| იყენებ მიღებულ ცოდნას?

მიღებულ ცოდნას უკვე აქტიურად ვიყენებ ჩემს პროფესიულ საქმიანობაში. უფრო სტრატეგიულად ვუდგები პროექტებს, უკეთ ვაანალიზებ ბრიფს, სწორად ვაყალიბებ კონცეფციას და ვიზუალურ მიმართულებას.

ასევე, კურსი დამეხმარა, რომ დიზაინს მხოლოდ ესთეტიკური კუთხით აღარ შევხედო. ახლა უფრო მეტად ვფიქრობ კომუნიკაციის მიზანზე, აუდიტორიაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა გადასცეს ვიზუალმა სწორი მესიჯი. ეს მიდგომა ყოველდღიურ სამუშაო პროცესში ნამდვილად ძალიან გამოსადეგი აღმოჩნდა.

გაგვიზიარე შენი შეხედულება სმარტ აკადემიის შესახებ

ჩემი გამოცდილებით, სმარტ აკადემია არის ადგილი, სადაც შეგიძლია განვითარდე, მიიღო ახალი უნარები და უფრო თავდაჯერებულად გადადგა ნაბიჯი კარიერული ზრდისკენ.

ასევე განსაკუთრებით დასაფასებელია დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ - ყველა ძალიან ყურადღებიანი და მხარდამჭერია. იგრძნობა, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაგეხმარონ და სწავლის და დასაქმების პროცესი კომფორტული და შედეგიანი იყოს.


არტ დაირექშენის კურსზე მიღება გრძელდება, შემოგვიერთდი კურსზე. 



სხვა სტატიები >>