მთავარიბლოგიგრაფიკული დიზაინი - ელენე სიხარულიძე კურსის შესახებ

გრაფიკული დიზაინი - ელენე სიხარულიძე კურსის შესახებ

ელენე სიხარულიძემ სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა გრაფიკული დიზაინის კურსი, ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს. 

როგორ გაიგე კურსის შესახებ და რამ გიბიძგა, რომ ამ კურსზე დარეგისტრირებულიყავი?

კურსის შესახებ სოციალური ქსელიდან შევიტყვე, თვალი გადავავლე და მომეწონა კურსის სილაბუსი, შემდგომ კი სურვილი გამიჩნდა გრაფიკული დიზაინერის პროფესიას დავუფლებოდი.

გაგვიზიარე შენი ისტორია, რა პროფესია გქონდა, რატომ გადაწყვიტე შეცვლა, ან ახლის შეძენა და გაამართლა თუ არა შენი მოლოდინები?

ჩემი გზა ადამიანის ფსიქოლოგიის შეცნობიდან დაიწყო და ვიზუალურ ხელოვნებამდე საკმაოდ ბუნებრივად განვითარდა. წლების განმავლობაში, როგორც კლინიკური ფსიქოლოგი, ბავშვებსა და მოზარდებთან კომუნიკაციისთვის არტ-თერაპიას ვიყენებდი.

ადგილობრივ ბაზარზე არსებულმა რეალობამ მიბიძგა ტრანსფორმაციისკენ და ამჟამად IT კომპანიაში ვმუშაობ, თუმცა შემოქმედებითი მუხტი არსად გამქრალა.

ფირის ფოტოგრაფიამ და ფერებისადმი სიყვარულმა ლოგიკურად მომიყვანა გრაფიკულ დიზაინამდე. მივხვდი, რომ იდეების Illustrator- სა თუ Photoshop- ში გაცოცხლება ზუსტად ის საქმეა, რაც სიამოვნებას მგვრის.

როგორ ფიქრობ, კურსის განმავლობაში რა უნარები გამოიმუშავე, რომლებიც დაგეხმარება გახდე წარმატებული გრაფიკული დიზაინერი?

კურსმა პირველ რიგში მომცა ტექნიკური ცოდნა (Adobe Photoshop / Adobe Illustrator);

დამეხმარა ფერების ფსიქოლოგიური გავლენის გააზრებაში, ასევე დავეუფლე კომპოზიციისა და ბალანსის სწორად განაწილების ტექნიკებს, ჩამომიყალიბდა იდეის ვიზუალურ ამბად ქცევის უნარი. 

 შედეგად, კურსმა მომცა მყარი ფუნდამენტი და ტექნიკური უნარები, რათა ჩემი ფსიქოლოგიური ბექგრაუნდი და ესთეტიკური ხედვა მომგებიან დიზაინ-პროექტებად გარდავქმნა.

გაგვიზიარე ლექტორის შესახებ შთაბეჭდილებები

გიორგი უმაღლესი დონის პროფესიონალია. ყველა საკითხს ხსნიდა სრულყოფილად, მარტივ და გასაგებ ენაზე, სწორედ ამიტომ მცირე დროში მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მივიღე. შედეგმა მოლოდინს, ნამდვილად, გადააჭარბა.

კურსის გავლის შემდეგ როგორ გამოიყენებ/იყენებ მიღებული ცოდნას?

თავიდან მინდა გადავხედო გავლილ მასალას, გავიხსენო ყველა ხელსაწყო და თვალი გადავავლო ჩემს მიერ შექმნილ დავალებებს, გავითვალისწინო ფიდბექი და ჩემი ნამუშევრები განვათავსო Behance- ზე, რათა გადავდგა პირველი ნაბიჯები ამ სფეროში.

როგორ შეაფასებდი სმარტ აკადემიაში სწავლას?

კურსმა სრულად გადააჭარბა ჩემს მოლოდინს. დავეუფლე საჭირო ტექნიკურ უნარებს და რაც მთავარია გავხდი მეტად თავდაჯერებული. ახლა ნამდვილად შემიძლია ჩემი კრეატიული იდეები რეალურ პროექტებად ვაქციო და ამ სფეროში კარიერული განვითარებაც ვცადო. 

გრაფიკული დიზაინის კურსზე მიღება გრძელდება, შემოგვიერთდი კურსზე.




სხვა სტატიები >>