მთავარიბლოგისმატ აკადემია Demo Day-ს პარტნიორია

სმატ აკადემია Demo Day-ს პარტნიორია

17 ივნისს, სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში, UG StartUp Factory DEMO DAY 2026-ს მასპინძლობს! მასშტაბურ ღონისძიებას, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიებს, განათლებას, კარიერულ შესაძლებლობებსა და სტარტაპ ეკოსისტემას.

Smart Academyსა და UG Startup Factoryს საერთო ინიციატივით ყველა ფინალისტს გადაეცემა 100 ლარიანი ვაუჩერი. 3 იღბლიანი მონაწილე კი ჩვენს პერსონალურ ქვიზში მიიღებს 500 ლარიან და 300 ლარიან ვაუჩერებს. ასევე წარმოდგებილი ვიქნებით ჩვენი ფერადი სტენდით.

ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმობა საგანმანათლებლო კონფერენციას, სადაც სფეროს წამყვანი წარმომადგენლები ისაუბრებენ:

  • თანამედროვე ტექნოლოგიურ ტრენდებზე;
  • ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტრანსფორმაციის გავლენაზე;
  • შრომითი ბაზრის ცვლილებებსა და მომავლის პროფესიებზე;
  • იმ უნარებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც ახალგაზრდებს დღეს წარმატებისთვის სჭირდებათ.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი 12 ფინალისტი სტარტაპ გუნდი ჟიურისა და აუდიტორიის წინაშე საკუთარ იდეებს წარადგენს და საქართველოს უნივერსიტეტის ₾100,000-იანი საინვესტიციო ფონდის დაფინანსებისთვის იბრძოლებს.

დემო დღეზე გამოვლინდება 5 გამარჯვებული გუნდი, რომლებიც ₾10,000-10,000 ლარიან დაფინანსებას მიიღებენ საკუთარი იდეების განვითარებისთვის.

ღონისძიება გააერთიანებს:

  •  ახალგაზრდა მეწარმეებსა და ინოვატორებს
  •  სტუდენტებსა და აბიტურიენტებს
  •  ბიზნესისა და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებს
  •  HR და განათლების სფეროს ექსპერტებს
  •  ინვესტორებს, მენტორებსა და სტარტაპ ეკოსისტემის წევრებს

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ:

  •  მოისმინონ ინდუსტრიის ლიდერების გამოსვლები;
  •  გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიურ ტენდენციებს;
  •  გაიგონ მეტი მომავლის პროფესიებისა და უნარების შესახებ;
  •  გაეცნონ ინოვაციურ სტარტაპ იდეებს;
  • დაამყარონ პროფესიული კავშირები და ჩაერთონ ნეთვორქინგში.

მოინიშნე თარიღი და შემოგვიერთდი: Holiday Inn Tbilisi, 17 ივნისი, რეგისტრაცია დაიწყება 13:30 საათიდან





სხვა სტატიები >>