We Make Future 2026: Smart Academy გლობალური ინოვაციების ეპიცენტრში
24-დან 26 ივნისის ჩათვლით, ბოლონია ევროპის ტექნოლოგიური სამყაროს მთავარ ცენტრად იქცა. BolognaFiere-ს მასშტაბურმა საგამოფენო სივრცემ უმასპინძლა WMF - We Make Future-ს კონტინენტის ერთ-ერთ უდიდეს ტექ-ფესტივალსა და სამიტს. ღონისძიებამ თავი მოუყარა 60,000-ზე მეტ სტუმარს, 800-მდე მონაწილე კომპანიასა და ასობით წამყვან ვენჩურულ ინვესტორს. ამ გლობალური მოვლენის ეპიცენტრში Smart Academy-ის დამფუძნებლებიც იმყოფებოდნენ.
90+ სცენა, ერთი დიდი მიზანი
WMF დიდი ხანია გასცდა სტანდარტული კორპორატიული გამოფენის ჩარჩოებს. 90-ზე მეტ პარალელურ სცენაზე აქტიურად განიხილებოდა ხელოვნური ინტელექტი (AI), ციფრული მარკეტინგი, ელექტრონული კომერცია და Creator Economy, სწორედ აქ ყალიბდება ინდუსტრიის ხვალინდელი სტანდარტები. გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა World Startup Fest, სადაც მსოფლიოს ყველაზე პერსპექტიული ინოვაციური პროექტები წარდგნენ გლობალური აუდიტორიის წინაშე.
რატომ არის ბოლონია ჩვენი სტრატეგიული ინტერესის ობიექტი?
სმარტ აკადემიის დამფუძნებლების ვიზიტი ბოლონიაში კონკრეტულ საოპერაციო მიზნებსა და სამომავლო გეგმებს უკავშირდება:
კურსები, რომლებიც უსწრებს დროს: ჩვენი გუნდი აქტიურად დაესწრო AI-ს, UI/UX დიზაინის, ციფრული მარკეტინგისა და პროექტების მართვის ვორქშოფებს, მიზანი მარტივია: შევისწავლოთ, რა ინსტრუმენტებსა და მიდგომებს იყენებენ ევროპის წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმები, რათა ეს ცოდნა მალევე აისახოს ჩვენს სასწავლო პროგრამებში.

Junior-იდან გლობალურ ბაზრამდე: კარიერული მხარდაჭერის გუნდისთვის განსაკუთრებით საინტერესოა Digital Job Fair. ევროპელ ტექ-რეკრუტერებთან კომუნიკაციამ დაგვანახა, თუ რა კრიტერიუმებით არჩევენ დამწყებ სპეციალისტებს საერთაშორისო ბაზარზე.

„სტარტაპ კატალოგის" განვითარება: World Startup Fest-ზე დაკვირვებამ მკაფიო სურათი მოგვცა იმისა, თუ რა მეტრიკებსა და მაჩვენებლებს ანიჭებენ უპირატესობას დღევანდელი ევროპელი ინვესტორები. მიღებულ გამოცდილებას ჩვენი ციფრული პროდუქტის - „სტარტაპ კატალოგის" კიდევ უფრო დასახვეწად გამოვიყენებთ.

გარდა ამისა, სამიტის ფარგლებში, Smart Academy-ის დამფუძნებლები შევხდნენ წამყვან უცხოელ სპეციალისტებს და მათთან ერთად მასტერკლასების ახალი სერიაც იგეგმება.


WMF 2026-ზე დასწრება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სმარტ აკადემიის სტრატეგიას: ვიყოთ საერთაშორისო ტექ-ეკოსისტემის აქტიური ნაწილი და ქართველ სტუდენტებს მუდმივად მივაწოდოთ მსოფლიო დონის განათლება.
