მთავარიბლოგიგვანცა ბაღაშვილი ვიდეო მონტაჟის პრაქტიკული კურსის შესახებ

გვანცა ბაღაშვილი ვიდეო მონტაჟის პრაქტიკული კურსის შესახებ

ციფრული კონტენტის ეპოქა და ახალი შესაძლებლობები

თანამედროვე ციფრულ სამყაროში, ვიდეოკონტენტს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, ვიდეო მონტაჟის ცოდნაც სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. 

გვანცა ბაღაშვილი მარკეტინგული სააგენტო „მეტის“ თანადამფუძნებელია და ამავდროულად, გრაფიკული დიზაინერისა და ვიდეომემონტაჟის პოზიციაზე მუშაობს. მან სმარტ აკადემიაში ვიდეო მონტაჟის კურსი წარმატებით დაასრულა და დღეს, ის თავის გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

პროფესიული ზრდა და ახალი გამოწვევები

ვიდეო მონტაჟით, გვანცა დიდი ხნის განავლობაში, სამოყვარულო დონეზე იყო დაინტერესებული და მასალებს როგორც პირადი მიზნებისთვის, ისე საუნივერსიტეტო პროექტებისთვის ამუშავებდა. მრავალწლიანი პრაქტიკის მიუხედავად, ფიქრობდა, რომ ეს სფერო მუდმივ განვითარებას მოითხოვს:

„ძალიან მიყვარს სიახლეები და ახალი გამოწვევები. ვთვლი, რომ ვიდეო მონტაჟი მუდმივ განვითარებასა და სწავლას მოითხოვს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ეს მიმართულება პროფესიონალურ დონეზე შემესწავლა, გამეღრმავებინა არსებული ცოდნა და გავმხდარიყავი სერტიფიცირებული სპეციალისტი.“

ახლა გვანცა გრაფიკულ დიზაინსა და ვიდეო მონტაჟის სფეროებს ერთმანეთს წარმატებით უთავსებს, რაც მას დიდ პროფესიულ სიამოვნებას ანიჭებს.

იდეიდან რეალურ პროექტამდე

სასწავლო პროცესის ყველაზე საინტერესო ნაწილი მისთვის ფინალურ დავალებაზე მუშაობა აღმოჩნდა. გვანცამ პროექტად ღვინის ბრენდისთვის საიმიჯო ვიდეო რგოლის შექმნა აირჩია, რომლის ვიზუალური იდენტობაც, მანამდე გრაფიკული დიზაინის კურსის ფარგლებში ჰქონდა შემუშავებული:

„ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი პროცესი აღმოჩნდა - იდეის ჩამოყალიბება, კადრების დამონტაჟება და საბოლოო შედეგის მიღება. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო საკუთარი პროგრესის დანახვა: პირველ ნამუშევართან შედარებით, შედეგი საგრძნობლად გაუმჯობესებული იყო. ყველაზე დიდი მოტივაცია კი ლექტორის კმაყოფილება და დადებითი შეფასება გახლდათ.“

მხარდაჭერა სწავლის პროცესში

გვანცა აღნიშნავს, რომ კურსის განმავლობაში, ნებისმიერ კითხვაზე პასუხს ლექტორისგან, გიორგი ჟვანიასგან მარტივად და ამომწურავად იღებდა. მისი თქმით, გიორგი თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია და სალექციო დროს მაქსიმალურად ეფექტურად იყენებდა, რათა თითოეულ სტუდენტს ინდივიდუალური უკუკავშირი მიეღო და სწავლის პროცესში, მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები დეტალურად განეხილა.

ისწავლე ვიდეო მონტაჟი სმარტ აკადემიაში

ვიდეო მონტაჟის კურსი იდეალური შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც სურს, საფუძვლიანად შეისწავლოს Adobe Premiere Pro და საკუთარი კრეატიული იდეები პროფესიონალურ ვიდეო პროექტებად აქციოს. მეგობრული გარემო, გამოცდილი მენტორები და პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება დაგეხმარებათ, მოკლე დროში მიაღწიოთ სასურველ შედეგს.

ვიდეო მონტაჟის კურსზე რეგისტრაცია გრძელდება, შემოგვიერთდი  და გადადგი ნაბიჯი ახალი პროფესიული მწვერვალებისკენ.


სხვა სტატიები >>