4 მარტივი მიზეზი, თუ რატომ უნდა ვისწავლოთ ექსელი
Burning Glass- ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, არსებობს სამი პროფესია, რომელიც ვაკანსიების 80%-ს შორის გვხვდება და რომელიც საჭიროებს ცხრილების და ტექსტური დამუშავების პროგრამულ ცოდნას. მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი ადამიანი Excel-ს არც კი იყენებს მის გარშემო არსებული საშიში სტიგმის გამო.
”ტექნოლოგიური გაუნათლებლობა, ან საერთოდაც ტექნოფობია, არც ისე სახარბიელო მოცემულობაა თანამედროვე დასაქმებულისთვის. ფაქტობრივად, აშშ-ს ეკონომიკის მთელი სეგმენტები მიუწვდომელია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ელემენტარული ციფრული ცოდნა.
გინდათ, კარგი ამბავი გამცნოთ?
გააგრძელეთ კითხვა და შეიტყობთ, თუ რატომ უნდა დაამატოთ Excel თქვენს რეზიუმეს.
1. ექსელი არ არის მხოლოდ ცხრილების შესაქმნელი საშუალება
ექსელი საკმაოდ კომპლექსური პროგრამაა და მისი შესაძლებლობები არ განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ცხრილის შექმნით ან გრაფების რაოდენობის გაზრდით. სულ მცირე ჩამონათვალი, რასაც ექსელი თვალის დახამხამებაში გაართმევს თავს:
- მონაცემების დალაგება და მოწესრიგება ისე, რომ უკიდეგანო ცხრილებში ნავიგაცია გახდეს ადვილი
- რთული და მარტივი მათემატიკური ფორმულებისა თუ ფუნქციების თქვენ მაგივრად შესრულება
- უკიდეგანო მონაცემების გრაფიკებად და დიაგრამებად გარდაქმნა
- მონაცემთა ანალიზი და პროგნოზირება
- პიქსელებად დაშლილი (პიქსელირებული) სურათის შექმნა ან დამუშავება (დიახაც! კრეატიულებიც იყენებენ ამ ხრიკს!).
მოკლედ რომ ვთქვათ, ეს პროგრამა იმაზე მეტია ვიდრე თქვენ ეს ოდესმე წარმოგედგინათ და მისი გამოყენება შეგიძლიათ მიუხედავად იმისა თუ რას აკეთებთ. საქმე ეხება, არა მხოლოდ ორგანიზებულ მონაცემებს, არამედ პრობლემის გადაჭრის ორგანიზებულ გზებს.
2. ექსელი დაგეხმარებათ საქმის დასრულებაში
„არ მინდა რომ სამუშაო უფრო ეფექტურად შევასრულო“ - არასდროს გეტყოდნენ თავიანთი საქმის პროფესიონალები.
მონაცემთა ორგანიზების გარდა, Excel- ის ფუნქციათა სიმრავლე დაზოგავს თქვენს დროს. იმის ნაცვლად, რომ თვითონ დაამატოთ 127 სვეტი, ყოველთვიური ხარჯები და ა.შ. ამ ყველაფერს თქვენს მაგივრად გააკეთებს - Excel, თანაც სწორად და გეცოდინებათ, რომ ექსელის მათემატიკა უტყუარია.
Excel- ის გამოყენებით თქვენ დაზოგავთ უამრავ დროს თქვენს სამსახურსა თუ პირად ცხოვრებაში, თანაც გამოთვლებსა და ცხრილებში, ბევრზე ბევრ მათემატიკაში შეცდომასაც კი ვერ იპოვით და შეიძლება ექსელის მიერ შესრულებული საქმე ჩვენ მიერ ხელით შესრულებულზე უფრო ზუსტიც კი იყოს. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანებისგან განსხვავებით, ექსელს არ ახასიათებს გაფანტულობა, ან დაღლილობა, მას არ ეჩქარება მაგრამ სწრაფია და შესაბამისად შესრულებული საქმეც ხარისხიანია. და, აქ ჩნდება კითხვა, არის რაიმე ექსელის შესახებ, რაც შეიძლება რომ არ გვიყვარდეს? პასუხი - ცხადია, არა!
3. ის გაზრდის თქვენს ხელფასს
იცით თუ არა, რომ Excel–ს შეუძლია მყისიერად გაზარდოს თქვენი სამსახურეობრივი პერსპექტივები და ასევე საწყისი ანაზღაურება? Excel-ის ცოდნა არის ის უნარი, რომლის საჭიროებაც ნებისმიერმა მენეჯერმა იცის. ზუსტად ამაში მდგომარეობს ექსელის ფასეულობა, ღირებულება და სილამაზე, ის გაძლევს შანსს და ზრდის შენს შესაძლებლობებს.
მოდით ვისაუბროთ დიდ თანხებსა და მასშტაბებზე...
კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკაში ხალხი, რომელიც ექსელს ფლობს მინიმუმ 20%-ით მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე ისინი ვინც ექსელი არ იცის.
4. Excel უკეთესს გაგხდის იმ საქმეში, რასაც ახლა აკეთებ (რასაც არ უნდა აკეთებდე ახლა)
ექსელს არ იყენებენ მხოლოდ ბანკირები და ბუღალტრები, ექსელი სჭირდებათ მეცნიერებს, საგანმანათლებლო სფეროში მომუშავე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, გრაფიკულ დიზაინერებს და კიდევ ბევრი სხვადასხვა პროფილისა და პროფესიის ადამიანს. ყველა მიმართავს ექსელს დასახმარებლად და შეცდომის ეჭვის გასაქარვებლად, იმიტომ რომ ექსელი არასდროს დაგაღალატებს. მოკლედ რომ ვთქვათ, განურჩევლად იმ საქმისა, თუ რას აკეთებთ ოფისში, ექსელი აუცილებლად გამოგადგებათ და დაგჭირდებათ, შეიძლება უკვე გჭირდებათ კიდეც, თუმცა ალბათ არ იცით ამის შესახებ.
განა არსებობს მონაცემთა თავმოყრისა და ორგანიზებისთვის უკეთესი საშუალება, თანაც ისეთი, რომელიც შემდგომ დიაგრამებს და გრაფიკებს აგიგებთ ამ მონაცემებზე დაყრდნობით ყველანაირი დამატებითი წვალებისა და გარჯის გარეშე? ან არსებობს უკეთესი ადგილი თქვენს იდეებთან შესახვედრად? პროგნოზირებისთვის? ან უბრალოდ, იქნებ ბევრი იდეა გაწუხებთ ერთდროულად და ეძებთ მათთან გამკლავების გზებს. ყველა ამ და სხვა მრავალ შემთხვევაში, უნდა მიმართოთ ექსელს ქაღალდის ფურცლების ნაცვლად.
კიდევ უკეთესი, ექსელის ცოდნამ შეიძლება მაშველ რგოლადაც გაქციოთ, რადგან წინასწარ არავინ იცის როდის შეიძლება დასჭირდეს უფროსს ან თანამშრომელს ექსელის რომელიმე ჯადოსნობა. სწორედ ამიტომ, მთელი მაგიის დასასწავლად, მხოლოდ ექსელის ცოდნაა საჭირო, ნუთუ არსებობს ვინმე ვისაც ჯადოსნური ჯოხი არ უნდა?
თავდაპირველად Excel შეიძლება საშიშად მოგეჩვენოთ, მაგრამ პროგრამის გამოყენება თქვენი ცხოვრების ძირითადი ამოცანებისთვის, მოგცემთ საშუალებას უკეთ შეაფასოთ მისი შესაძლებლობები, ამ პროცესში კი დაინახავთ, თუ როგორ გაგიადვილებთ Excel ყოველდღიურ რუტინას.
ისწავლე ექსელი სმარტ აკადემიაში - გაეცანი ინფორმაციას კურსის შესახებ აქ