გაბნეული ფული: რატომ სჭირდება ყველა მენეჯერს ფინანსური განათლება
„ფულის გაბნევა“ - ერთი შეხედვით სიტყვათა უცნაური წყობაა, მაგრამ ეს ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც დამართნია. ასეთ დროს ვიმარჯვებთ კალამს, ფურცელს, გამომთვლელს, კარტივით ვშლით დარჩენილ ფულს ან ბრაზმორეული დავცქერით საბანკო ანგარიშზე გადარჩენილ თანხას და გულმოდგინედ ვეძებთ გაბნეულ ფულს.
ეს სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება, თუ თანხა თქვენი ჯიბის ფული კი არა, კომპანიის საკუთრებაა, რომლის უკანაც დასაქმებულები დგანან. ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა ყველაზე უბრალო მიზეზია იმისა, თუ რატომ უნდა ერკვეოდეს შუა ან მაღალი რგოლის მენეჯერი ფინანსებში.
მათი თავის ტკივილი კიდევ უფრო მძაფრდება, როცა საქმე გადასახადების გადახდას, დაზღვევას, დანაზოგსა თუ ინვესტირებას ეხება. ამას ემატება, დღგ, საშემოსავლო, ნულოვანი მოგების წერტილი და კიდევ წყება ისეთი სიტყვათა შეთანხმებებისა, რომელთა შესახებ შესაძლოა, გუნდის ლიდერს ბუნდოვანი წარმოდგენაც კი არ ჰქონდეს. ყველაფერი მაშინ მარტივდება, თუ ფინანსებში ერკვევა და ხედავს მკაფიო ზღვარს ფინანსებსა და ბუღალტერიას შორის.
ფინანსების არცოდნა მენეჯერს არაერთ გაურკვევლობაში აგდებს, რითაც შესაძლოა, კომპანიას ფინანსური ზარალი მიაყენოს, მაგალითად, არასწორად გაკეთებული ინვესტიციებით:
საინვესტიციო პროექტების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მენეჯერისთვის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეა. ყველაზე მიმზიდველი პროექტის არჩევამდე განსასაზღვრია, რომელი მათგანი იქნება მეტი მოგების მომტანი.
ღობის მეორე მხარეს კი გამოცდილი ფინანსისტები დგანან, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, როგორ მართონ პროექტი, როგორ აწარმოონ მოლაპარაკებები ან გაუძღვნენ გუნდს. მენეჯერს კი ამ უნარების დაბალანსება მოეთხოვება, მეტიც - ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ფინანსური დაგეგმვისა და ანალიზის ასოცირებული დირექტორი ჯონ ვონგი გვიმტკიცებს, რომ „ბიუჯეტის შედგენა გუნდური სპორტია“:
„როგორც ფეხბურთის გუნდის მოთამაშეები, ორგანიზაციის თითოეული გუნდის წევრი გარკვეულ როლს ასრულებს.“
ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური უნარი, რომელიც მენეჯერს უნდა ჰქონდეს, არის იმის განსაზღვრა, თუ როგორ თარგმნოს კომპანიის ბიუჯეტი მიზნებად და როგორ მიაღწიოს მიზნებს გუნდის წევრებთან სწორი კომუნიკაციის გზით.
თუ ამ გაურკვევლობებში საკუთარი თავი ამოიცანით, პირველ ეტაპზე გადახედეთ თქვენი კომპანიის ბიუჯეტს და დააკვირდით კავშირს რიცხვებსა და კომპანიის მიზნებს შორის. თუ (პირობითად) სოციალურ პროექტებზე იმაზე მეტი იხარჯება, ვიდრე მიზანი - საზოგადოების მხრიდან მიღებული უკუკავშირია, დროა ახალი გეზი აიღოთ. ეს აღმოჩენა კი აუცილებლად გაუზიარეთ გუნდის წევრებს და გაუღვიძეთ მოტივაცია ახალი იდეებით.
მას შემდეგ, რაც თქვენი ორგანიზაციის ფინანსურ ანგარიშგებას გაეცნობით, შეიძლება შეამჩნიოთ, რომ რეალური ციფრები ბიუჯეტით გათვალისწინებულ ციფრებს ყოველთვის არ ემთხვევა. ზოგჯერ მონაცემები არ დაბალანსდება. ასეთი შეუსაბამობებისთვის მზად უნდა იყოთ და ანალიზი უნდა შეგეძლოთ. ეს კი მარტივი ნამდვილად არაა...
თუკი უკვე ხედავთ იმ პრობლემებს, რომელთა წინაშეც შესაძლოა, ფინანსების არცოდნამ დაგაყენოთ, დროა SMART ACADEMY-ის კურსზე - „ფინანსები არაფინანსისტი მენეჯერებისთვის“ დარეგისტრირდეთ. კურსი მოიცავს 10 შეხვედრას და მას სამშენებლო კომპანია CMD-Fortex-ის ფინანსური და ადმინისტრაციული დირექტორი დავით ხაჩიძე წარუძღვება, საშუალებას მოგცემთ გამოიმუშავოთ ყველა ის ფინანსური უნარი, რაც თანამედროვე მენეჯერს სჭირდება.
კურსი განკუთვნილია არაფინანსური განათლების მქონე საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისათვის, საბანკო სფეროში დასაქმებულთათვის ან ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს განავითაროს ბიზნესის ფინანსების ეფექტიანად მართვის, კონტროლის ან/და ანალიზის უნარი.
გახსოვდეთ, ფინანსები არის საერთო ენა ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის და არ აქვს მნიშვნელობა, რას მოიცავს თქვენი მენეჯერული საქმინობა. ფინანსების ცოდნის გარეშე თქვენს კომპანიასთან და „გაბნეულ ფულთან“ ერთად შესაძლოა, გამოუვალ ჩიხში აღმოჩნდეთ.
კურსზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე