სოციალური მედია მარკეტინგის ღია ლექცია

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

📌 28 სექტემბერს, 20:00 საათზე, სმარტ აკადემია გიწვევს სოციალური მედია მარკეტინგის უფასო ღია ლექციაზე

📌 ლექციაზე გაიგებ, რატომ უნდა ისწავლო მსოფლიოში ყველაზე სწრაფად განვითარებადი პროფესია - სოციალური მედია მარკეტინგი და რა უპირატესობები აქვთ ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს

☀️ ალექსანდრა კნიაზიანი მიმოიხილავს თავის კარიერულ გზას და მოგვიყვება როგორ გახდა სოციალური მედიის სპეციალისტი

📌 ის ასევე ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე:

📌 რა არის სოციალური მედია მარკეტინგი და რა როლი აქვს მას? 

📌 რა უნდა იცოდე, რომ იყო სოციალურ მედიაში? 

📌 რამდენად მოთხოვნადია ეს პროფესია თანამედროვე ბაზარზე? 

📌 რა მოვალეობები და უნარები აქვს სოციალურ მედია მენეჯერს? 

📌 რა ტიპის კომპანიებს სჭირდებათ სოციალური მედიის მენეჯერი? 

📌 რამდენია ანაზღაურება ლოკალურ და საერთაშორისო ბაზარზე? 

📌 რამდენ ხანში არის შესაძლებელი სოციალური მედიის მართვის შესწავლა?

?‍♀️ ვინ არის ალექსანდრა კნიაზიანი?

ალექსანდრა კნიაზიანი არის FCB Artgroup-ის (1986 წელს დაარსებული სააგენტო, რომელიც გლობალურ სააგენტოების ტოპ სამეულშია) თბილისის ფილიალის ექაუნთისა და სოციალური მედიის უფროსი სპეციალისტი. იგი, ასევე, არის ციფრული მარკეტინგის კონსულტანტი და თანამშრომლობს როგორც ლოკალურ, ასევე, საერთაშორისო ბრენდებთან;

თეორიული ცოდნის პარალელურად, მას აქვს სოციალური მედიის სფეროში მუშაობის 7+ წლიანი გამოცდილება და უთანამშრომლია ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: HeidelbergCement Georgia, Vestel, Raffaello, Magnum, ETi, Phaiser, Coca-Cola, Dove, AXE, Rexona, Sunsilk, Clear, Algida, ReBank, Swissotel, Kontakt Home, White Now, Domestos, CIF, Manamo, თბილისის მარათონი, მუსიკის სახლი, ნატახტარი და სხვა;

ალექსანდრა არის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის  (GIPA) საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრი. ჟურნალისტად მუშაობის 5 წლის განმავლობაში, თანამშრომლობდა და მუშაობდა TV იმედთან, რადიო იმედთან, ონლაინ გამოცემა sova.news-თან და იყო Junior Eurovision-ის აკრედიტებული ჟურნალისტი;

ალექსანდრას ნამუშევარი აქვს რამდენიმე მიმართულებით: ტვ და რადიო ჟურნალისტიკა, სტატიები, სასტელევიზიო გადაცემის შექმნა, ქოფირაითინგი, ბრენდინგი, ბრენდის ციფრული პოზიციონირების კონცეპტის შემუშავება, სოც. მედიატექნიკური მხარდაჭერა, კრეატიული კონტენტის შექმნა, ციფრული რეკლამა, სატელევიზიო და რადიო სარეკლამო განთავსება, ვიდეო-ფროდაქშენი, ხმის პროდაქშენი სატელევიზიო სარეკლამო რგოლებისთვის (ე.წ.VO), POSm, ბრენდებთან/კლიენტებთან ურთიერთობა, მარკეტინგული/კრეატიული გუნდის მენეჯმენტი, საქართველოს ბაზრის კვლევები;

პროფესიული საქმიანობის პარალელურად, იგი თავისუფალ დროს დაკავებულია საქველმოქმედო საქმიანობით, კერძოდ კი ეხმარება დაობლებული ბავშვების ფონდს საგანმანათლებლო განვითარების საკითხებში.

? დასწრება თავისუფალია

? დარეგისტრირდი ღია ლექციაზე და შეინახე დასწრების ბმული



კონსულტაციისთვის დამიკავშირდი 591 67 00 67

რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

კურსი მორგებულია საქართველოს ბაზარზე სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციის მოთხოვნებს და ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი კადრის მომზადებაზე.

გუნდის მართვის პრაქტიკული კურსი შუა რგოლის მენეჯერებისთვის

გუნდის მართვის პრაქტიკული კურსის მიზანია განავითაროს საშუალო რგოლის მენეჯერები ისეთ ლიდერებად, რომლებიც პროცესების მართვასთან ერთად ზრუნავენ გუნდის წევრების უნარებისა და პოტენციალის განვითარებაზე, რაც ხელს უწყობს გუნდების უფრო მაღალი ჩართულობით, ინიციატივითა და შედეგებზე ორიენტაციით მუშაობას, კომპანიის ბიზნეს მიზნების მისაღწევად.

Motion Design - After Effects

After Effects - Motion Design-ის კურსის მიზანია, რომ კურსის გავლის შემდეგ სტუდენტმა შეძლოს 2D ანიმაციური ვიდეო რგოლის დამოუკიდებლად დაგეგმვა და ანიმირება. სტუდენტი გააცნოს ანიმაციის ძირითად პრინციპებს, ანიმირებისთვის საჭირო სხვადასხვა ტექნიკას, განსხვავებული სტილის გრაფიკულ ელემენტებზე მუშაობას და გადაღებულ ვიდეოში ინტეგრირებას.

MS EXCEL-ის საბაზისო კურსი

კურსის მიზანია სტუდენტმა მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ეკონომიკური პროცესების მოდელირებიასა და ბიზნეს სიტუაციების ანალიზში.

ყველა კურსი