როგორ შევქმნათ 2D ანიმაცია

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

✨ 27 თებერვალს, 20:00 საათზე, გიწვევთ უფასო ღია ლექციაზე: ,,როგორ შევქმნათ 2D ანიმაცია''

📌 ლევან ზაზარაშვილი მოგვიყვება Adobe After Effects-ის შესაძლებლობებზე და ამის სადემონსტრაციოდ მოუშენ დიზაინის მასტერკლასსაც ჩაგვიტარებს

✨ ის ნულიდან შექმნის მარტივ 2D ანიმაციას, აგვიხსნის მუშაობის პროცესს და გვაჩვენებს, როგორ მუშაობს Adobe After Effects-ის სხვადასხვა ხელსაწყო და ფუნქცია

✨ ლექტორის შესახებ: 

✨ ლევან ზაზარაშვილი Adjarabet.com-ში მოუშენ დიზაინერია
📌 მას ამ სფეროში 6 წლიანი მუშაობის განმავლობაში უთანამშრომლია ისეთ კომპანიებთან და სააგენტოებთან, როგორებიც არის: Bank Of Georgia, Crediton.ge, Leavingstone, Watergunz
📌 ლევანი 2018 წელს GIPA-ს Portfolio Review-ს გამარჯვებული გახდა
📌 ამავე წელს მისი პროექტი ანიმირებული ქართული ანბანი ფრანქფურტის წიგნის ბაზრობაზე იყო წარმოდგენილი
📌 ლევანის პორტფოლიოს სანახავად ეწვიე ბმულს:http://bit.ly/LevanZazarashvili

📌 ღია ლექცია ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში, როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეში. ფიზიკურ სივრცეში დასწრების მსურველები დაგვიკავშირდით ნომერზე: 595 23 00 11 ან მოგვწერეთ Facebook-ზე.

📌 დარეგისტრირდი შეხვედრაზე და შეინახე დასწრების ბმული


კონსულტაციისთვის დამიკავშირდი 0322 12 10 25

რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

გუნდის მართვის პრაქტიკული კურსი შუა რგოლის მენეჯერებისთვის

გუნდის მართვის პრაქტიკული კურსის მიზანია განავითაროს საშუალო რგოლის მენეჯერები ისეთ ლიდერებად, რომლებიც პროცესების მართვასთან ერთად ზრუნავენ გუნდის წევრების უნარებისა და პოტენციალის განვითარებაზე, რაც ხელს უწყობს გუნდების უფრო მაღალი ჩართულობით, ინიციატივითა და შედეგებზე ორიენტაციით მუშაობას, კომპანიის ბიზნეს მიზნების მისაღწევად.

DATA ANALYTICS WITH PYTHON

Data Analytics With Python-ის კურსი შესაძლებლობას მისცემს იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე იკავებენ მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციას (Junior ან Middle დონეზე), განავითარონ საკუთარი SQL და Python უნარები და შეძლონ დიდ და კომპლექსურ მონაცემებთან ბევრად მარტივი ინსტრუმენტებით გამკლავება. სტუდენტები შეძლებენ Python-ის პროგრამული კონცეფციების, სტრუქტურებისა და ოპერაციების ეფექტურ გამოყენებას.

FRONT-END DEVELOPMENT & SEO კურსი

ფრონტ ენდ დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს ფრონტ ენდ დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი საკუთარი ვებ გვერდის ასაწყობად და ამ მიმართულებით კარიერის შესაქმნელად.

IT პროექტების მართვა და AGILE გუნდის ფასილიტაცია

IT პროექტების მართვისა და Agile გუნდის ფასილიტაციის კურსის მიზანია დამწყებ ან მოქმედ IT პროექტების მენეჯერებს, პროექტების მართვით დაინტერესებულ პირებს გააცნოს IT პროექტების მართვის სპეციფიკა, ტექნიკები და გამოყენების შესაძლებლობები და ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ და მხარს უჭერენ სხვებს გადაწყვეტილებების მიღებაში და მართავენ შეხვედრებს (მათ შორის, გუნდის ლიდერებს, ხელმძღვანელებს, Scrum Master-ებს, დამწყებ თუ Agile Coach-ებსა და პროექტის მენეჯერებს) დაეხმაროს ფასილიტატორის აზროვნების, ცოდნისა და უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

ყველა კურსი