კონტენტ მენეჯერის კარიერული გზა

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

📌 10 მარტს, 20:00 საათზე, გიწვევთ უფასო მასტერკლასზე: ,,კონტენტ მენეჯერის კარიერული გზა - რა უნდა ვიცოდეთ ამ პროფესიის შესახებ" 

✨ ლექციას ჩაატარებს მარი ჯგუშია, Silk-ის Content Lead, რომელსაც ამ მიმართულებით მუშაობის მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს

კონტენტ მენეჯმენტის კურსის მიზანია მოამზადოს კონტენტ მენეჯერების მომავალი თაობა, რათა მათ შეძლონ მოცემული როლისათვის განკუთვნილ ნებისმიერ სამუშაოსთან გამკლავება, ეფექტურად დაგეგმონ და აღასრულონ სხვადასხვა სახის კონტენტ სტრატეგია და დიდ კამპანიებთან შესაჭიდებლად წარმატებით ეთანამშრომლონ მარკეტინგის გუნდის სხვა წევრებს, როგორიცაა დიზაინერი, ედვერთაიზერი, სოცმედია მენეჯერი და სხვა.

ლექტორის შესახებ

?მარიამ ჯგუშია არის კონტენტ მენეჯერი / ციფრული მარკეტერი 8+ წლიანი გამოცდილებით სფეროში;

?ამჟამად ხელმძღვანელობს ახალი ციფრული საბანკო სერვისის, Silk-ის კონტენტ სტრატეგიას;

?წარსულში ამავე პოზიციაზე უმუშავია ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: adjarabet, Formula Creative, Rustavi 2, On.ge;

?აქვს კონტენტ და ციფრული დეპარტამენტების მართვის გამოცდილებაც სხვადასხვა კრეატიულ სააგენტოსა თუ მედიაში, მათ შორის Formula;

?სააგენტოებში მუშაობის მანძილზე, როგორც კონტენტ ლიდი, ხელმძღვანელობდა ისეთი ბრენდების კამპანიებს, როგორიცაა: Rompetrol, Redbull, Natakhtari, Re|Bank, HeidelbergCement, PepsiCo და სხვა;

?კონტენტის მართვის პარალელურად, მარიამი ციფრულ სფეროსა და ქოფირაითინგთან დაკავშირებით პერიოდულად კონსულტაციას უწევს სხვადასხვა ბრენდსა და პროექტს, როგორებიცაა ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმა FactCheck.ge;  ასევე კონსულტაციას უწევს პოპულარულ ქართულ სერიალს - “ცვალებადი ნიშნები” - Gen Z თაობის დამახასიათებელი Tone of Voice-ის მორგებაში; 

?ნათარგმნი აქვს სხვადასხვა ინგლისურენოვანი სტატია თუ ლიტერატურული ნაშრომი, მათ შორის რომანი “მალტის შევარდენი” და სტატიები Indigo-ს ჟურნალისთვის - “პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში”.


დარეგისტრირდი ონლაინ შეხვედრაზე და შეინახე დასწრების ბმული

 


რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

გუნდის მართვის პრაქტიკული კურსი შუა რგოლის მენეჯერებისთვის

გუნდის მართვის პრაქტიკული კურსის მიზანია განავითაროს საშუალო რგოლის მენეჯერები ისეთ ლიდერებად, რომლებიც პროცესების მართვასთან ერთად ზრუნავენ გუნდის წევრების უნარებისა და პოტენციალის განვითარებაზე, რაც ხელს უწყობს გუნდების უფრო მაღალი ჩართულობით, ინიციატივითა და შედეგებზე ორიენტაციით მუშაობას, კომპანიის ბიზნეს მიზნების მისაღწევად.

DATA ANALYTICS WITH PYTHON

Data Analytics With Python-ის კურსი შესაძლებლობას მისცემს იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე იკავებენ მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციას (Junior ან Middle დონეზე), განავითარონ საკუთარი SQL და Python უნარები და შეძლონ დიდ და კომპლექსურ მონაცემებთან ბევრად მარტივი ინსტრუმენტებით გამკლავება. სტუდენტები შეძლებენ Python-ის პროგრამული კონცეფციების, სტრუქტურებისა და ოპერაციების ეფექტურ გამოყენებას.

FRONT-END DEVELOPMENT & SEO With React JS

ფრონტ ენდ დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს ფრონტ ენდ დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი საკუთარი ვებ გვერდის ასაწყობად და ამ მიმართულებით კარიერის შესაქმნელად.

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

კურსი მორგებულია საქართველოს ბაზარზე სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციის მოთხოვნებს და ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი კადრის მომზადებაზე.

ყველა კურსი