სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

ღირებულება 1090 ₾

განვადებით თვეში 34 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

სილაბუსი მალე განახლდება

სოციალური მედია მარკეტინგისა და ედვერთაიზინგის კურსის მიზნებია კურსდამთავრებულებმა შეძლონ სოციალური მედიის არხების დამოუკიდებლად მართვა, კონტენტისა და რეკლამის დაგეგვმა და აღსრულება, კომპანიის საჭიროებების განსაზღვრა სოციალური მედიის მიმართულებით, სოციალური მედიის სტრატეგიის დოკუმენტის შექმნა და მისი განხორციელება. კურსი მორგებულია საქართველოს ბაზარზე სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციის მოთხოვნებს და ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი კადრის მომზადებაზე.

კურსის ბოლოს შეძლებ

  • კომპანიის სოციალური მედიის ანგარიშების შექმნას და გამართვას 
  • სოციალური მედიის ბრიფის შედგენას, დიზაინერთან ერთად მუშაობას
  • სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრას და მომხმარებლის პერსონების შექმნას
  • სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავებას
  • კონტენტის დაგეგმვას, შექმნასა და გამოქვეყნებას
  • ქოფირაითინგის ფორმულების პრაქტიკაში გამოყენება და სწორი მესიჯების შემუშავება
  • მომხმარებელთან კომუნიკაციის წარმოებას, კრიზის მენეჯმენტს
  • რეკლამის დაგეგმავს და განხორციელებას, სარეკლამო კამპანიების გაშვებას 
  • სოციალური მედია აქტივობების ანალიზს, რეპორტინგსა და ოპტიმიზაციას 
  • ფეისბუქ და ინსტაგრამ შოპების შექმნას
  • სოციალური მედიის მართვის პროცესში დამატებითი პლატფორმების გამოყენებას 

სასწავლო კურსის მოთხოვნები:

სოციალური მედია მარკეტინგის კურსის გასავლელად სტუდენტს დასჭირდება ინგლისური ენის ცოდნა საბაზისო დონეზე (A2-B1)


რეგისტრაცია ➜

შეფასებები

ანონიმური შეფასება

მენტორის, ნათია ზარნაძის წყალობით, შევძელი მარტივად ამეღო ალღო ჩემთვის სრულიად ახალი და უცხო პროფესიისთვის. დროული უკუკავშირი,  ენთუზიაზმი და  პროფესიონალიზმი  ნათიას ძლიერი მხარეა.

მარიამ შავიძე

,,საკუთარი თავისა და პროფესიის ძიებაში ვიყავი და მიხარია, რომ არჩევანში არ შევცდი. კურსის განმავლობაში ვისწავლე ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ წარმატებული სოცმედია მენეჯერი იყო'' სრულად

ანა გულდედავა

ნათია არაჩვეულებროვი ლექტორია, პროფესიონალი და მცოდე, ძალიან სასიამოვნო იყო მასთან ერთად მუშაობა. ვისურვებდი მის ნახვას სხვა ლექსიებზეც.

ანონიმური შეფასება

კურსმა სრულიად გადააჭარბა ჩემს მოლოდინებს, ძალიან კმაყოფილი ვარ შესწავლილი მასალით. პრაქტიკული დავალებების დახმარებით მეტი ცოდნა და თავდაჯერებულობა შემემატა.

ნინო წიკლაური

კურსზე მივიღე ტექნიკური და  თეორიული ცოდნა, სიღრმისეულად და ამომწურავად. ლექტორი ყველაზე მეტად მომეწონა, გადმოცემის უნარი აქვს ძალიან კარგი და ყველაფერს ხსნის ძალიან მარტივად და გასაგებად, იყო ძალიან ყურადღებიანი. 

ქეთევან ქათამაძე

ნათია არის ერთ-ერთი საუკეთესო და ლექტორის ეტალონი. სიამოვნებით გავივლიდი სოც. მედიასთან ახლო მყოფ თემაზე კურსს მისი ხელმძღვანელობით. სრულად

ანონიმური შეფასება

კურსმა 100%-ით გაამართლა ჩემი იმედები, ბევრი საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღე და ვისწავლე. ასევე ძალიან მეგობრული ლექტორი და თანამშრომლები გყავთ.

ესმა ციხელაშვილი

კურსი კარგად იყო გამართული ტექნიკურად. შინაარსობრივ მხარეს რაც შეეხება მასალა ძალიან გასაგებად იყო მოცემული. ბევრი რამ ვისწავლე და ბევრი ახალი ინფორმაცია მივიღე.

ანონიმური შეფასება

ლექტორის დამსახურებით მივიღე ბევრი ახალი და საინტერესო ინფორმაცია, გავიღრმავე ცოდნა. მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია იყო სრულიად გასაგები და საინტერესოდ გადმოცემული. ლექტორი, მართლაც, ძალ-ღონეს არ იშურებდა, რომ ამომწურავად გაეცა ჩვენს კითხვებზე პასუხები. ყოველი ლექცია იყო პროდუქტიული.

ია გურეშიძე

ნათია პროფესიონალია და ეს ეტყობა მის კურსს, საინტერესოა ლექციები მოსასმენად და რაც მთვარია გასაგები. მადლობა ნათიას იმ ძალისხმევსთვის, რაც კურსის მსვლელობაში ჩადო.

ქეთი სუხიშვილი

სმარტ აკადემია დამეხმარა ჩემი ცოდნის გაღრმავებაში. მომწონს მათი მიდგომა, მათი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება და მუდმივად სტუდენტების განვითარებაზე ფიქრი. სრულად

ლიკა ლეშკაშელი

 უღრმესი მადლობა სმარტ აკადემიის მთელ გუნდს და ნათიას, რომელმაც კიდევ უფრო მეტად შემაყვარა ეს სფერო. სრულად

ანონიმური შეფასება

 ვფიქრობ, ტექნიკურადაც და შინაარსობრივადაც შესანიშნავი და საინტერესო კურსი იყო.

ლილე დოხნაძე

ძალიან მომეწონა კურსი და უზომოდ კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით, რომ სმარტ აკადემია ავირჩიე. ქალბატონი ნათია არის უდავოდ პროფესიონალი და ზუსტად ის და იმაზე მეტი ცოდნა მივიღე მისგან, რასაც ველოდი.

ანონიმური შეფასება

ნათია არის უსაყვარლესი, პროფესიონალი, განათლებული ლექტორი, რომლის მოსმენაც არასდროს მომბეზრდება.

მერი ნამგალაძე

,,ამ პროფესიაში მრავალფეროვნება მომწონს. სულ ფიქრისა და იდეების მოძიების რეჟიმში ხარ და არ გაქვს, უფლება დროს ჩამორჩე. ამ სფეროსთან ერთად იზრდები, ავტომატურად სწავლობ რაღაცებს და ხვდები, როგორ ვითარდები'' სრულად

ნინა ფირცხალავა

,,სმარტ აკადემიამ მომცა ახალი მიზანი, ახლებურად დამანახა საკუთარი შესაძლებლობები და გამაცნო ძალიან საყვარელი და ნიჭიერი ადამიანები.'' სრულად

ანონიმური შეფასება

ლექტორისგან იყო მუდმივი უკუკავშირი. ქვიზები და პრაქტიკული დავალებები გვაძლევდა შესაძლებლობას, რომ ცოდნა განგვემტკიცებინა. იგი არის კომპეტენტური, მოწესრიგებული, გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით.

ლიზი დოლმაზაშვილი

ლექციები იყო საკმაოდ ინფორმაციული და დეტალური, საფუძვლიანად შევისწავლე და გავიაზრე სოც. მედია მარკეტინგის კომპონენტები, ნათია არის უსაყვარლესი, გასაგებად ხსნიდა ყველაფერს. ძალიან კმაყოფილი ვარ კურსით.

ხატია ლომიძე

ნათია არის აღმოჩენა სოც. მედიის სამყაროში ქართულ ბაზარზე. მისი საუბარი, ახსნა, მეტყველება, არის ის, რაც პროფესიონალს სჭირდება. 

მარიამ ბერიაშვილი

კურსთან დაკავშირებით ძალიან დიდი მოლოდინები მქონდა და ყველაფერი იმაზე ბევრად საინტერესო იყო, ვიდრე ველოდი სრულად

ანონიმური შეფასება

ძალიან კარგად და თანმიმდევრულად აწყობილი კურსი იყო, გამორჩეული ლექტორითა და მრავალფეროვანი სილაბუსით.


სხვა კურსები

L&D - ორგანიზაციული სწავლებისა და განვითარების კურსი

L&D - ორგანიზაციული სწავლებისა და განვითარების კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურთ ორგანიზაციაში ჩამოაყალიბონ სწავლებისა და განვითარების (Learning & Development/L&D) თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული ეფექტური სისტემა.

გრაფიკული დიზაინის კურსი

კურსის მიზანია დამწყებ დიზაინერებს გააცნოს საკომუნიკაციო მასალების ვიზუალური გადაწყვეტების ის ძირითადი პრინციპები და პროგრამული ინსტრუმენტები, რაც აუცილებელია მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად.

IT ბიზნეს ანალიზის კურსი

IT ბიზნეს ანალიზის კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც აქვს სურვილი დაიწყოს სვლა აღნიშნული კარიერული მიმართულებით ან/და არის საწყის ეტაპზე. კურსი დატვირთულია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილით და თითოეული მოდული დაფუძნებულია საუკეთესო პრაქტიკებსა და ლექტორის მრავალპროფილურ გამოცდილებაზე.

iOS Development with Swift

iOS აპლიკაციების დეველოპმენტის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების საფუძვლები. ისწავლოს iOS პროგრამირების ძირითადი მახასიათებლები და შეძლოს მრავალფეროვანი აპლიკაციების შექმნა, სადაც რეალიზებული იქნება სხვადასხვა ლოგიკის მქონე პრაქტიკული ამოცანები.

ყველა კურსი