რატომ უნდა გავხდე პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი?

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

✨ სმარტ აკადემია 18 მაისს, 20:00 საათზე, გიწვევს ღია ლექციაზე - ,,რატომ უნდა გავხდე პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი?''

📌 ვახტანგ მუსხელიშვილი მოგვიყვება თავის კარიერულ გზაზე - როგორ გახდა ის პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი და ასევე ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე:

📌 რამდენად მოთხოვნადია ეს პროფესია?

📌 რა მოვალეობები და უნარები აქვს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერს?

📌 რა ტიპის კომპანიებშია შესაძლებელი დასაქმება?

📌 რამდენია ანაზღაურება როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ ბაზარზე?

📌 რამდენ ხანშია შესაძლებელი პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების შესწავლა?

📌 შეხვედრაზე საშუალება მოგეცემა, რომ გაარჩიო ე.წ. ,,ბაგის'' მქონე ვებგვერდი და თავად აღმოაჩინო, რა ხარვეზი აქვს საიტს. შემდეგ კი ერთობლივად დავწერთ ,,ბაგ რეპორტს'' და უკეთ გავიგებთ, რა სამუშაოს შესრულება უწევთ პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერებს

☀️ ვინ არის ვახტანგ მუსხელიშვილი?

✅ ვახტანგ მუსხელიშვილი არის Software Testing Engineer-ი საერთაშორისო კომპანია EPAM-ში. ის ჩართულია ამერიკულ პროექტ UKG-ში, რომელიც Workforce Management დომეინში მოწინავე ადგილს იკავებს 

✅ წარსულში მუშაობდა კომპანია Exactpro Systems-ში QA Analyst-ის პოზიციაზე ლონდონის საფონდო ბირჟის პროექტების ფარგლებში

✅ მას აქვს ციფრული პროდუქტების ტესტირებაში 3.5+ წლიანი გამოცდილება

📌 დარეგისტრირდი ღია ლექციაზე და შეინახე შეხვედრის ბმული


კონსულტაციისთვის დამიკავშირდი 591 67 00 67

რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

საოფისე პროგრამების საფუძვლების კურსი - Word, PowerPoint, Excel

კომპიუტერული უნარებისა და საოფისე პროგრამების საფუძვლების კურსის მიზანია სტუდენტს ასწავლოს საინფორმაციო ტექნოლოგიების საფუძვლები საფოსტო, საოფისე და ღრუბლოვან სერვისებში მაიკროსოფტის საოფისე პაკეტის პროგრამების გამოყენებით - კერძოდ: Word, PowerPoint და Excel. ასევე, სტუდენტს შესძინოს მონაცემთა მენეჯმენტის, მანიპულაციისა და დამუშავების უნარები სხვადასხვა სცენარებში.

FRONT-END DEVELOPMENT & SEO WITH REACT JS

ფრონტ ენდ დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს ფრონტ ენდ დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი ვებ გვერდის ასაწყობად. ამ კურსზე შეისწავლი, როგორ შექმნა ინტერაქტიული გვერდები HTML-ის, CSS-ისა და JavaScript-ის გამოყენებით. REACT JS/NATIVE დეველოპმენტის კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს მყარი ფუნდამენტი React JS/Native -ზე დაფუძნებული მცირე და საშუალო ზომის web და mobile აპლიკაციების შესაქმნელად და მოამზადოს სტუდენტი ამ მიმართულებით ჯუნიორ პოზიციაზე დასასაქმებლად.

IT ბიზნეს ანალიზის კურსი - GITA

IT ბიზნეს ანალიზის კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც აქვს სურვილი დაიწყოს სვლა აღნიშნული კარიერული მიმართულებით ან/და არის საწყის ეტაპზე. კურსი დატვირთულია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილით და თითოეული მოდული დაფუძნებულია საუკეთესო პრაქტიკებსა და ლექტორის მრავალპროფილურ გამოცდილებაზე.

PR, EVENT BRANDING & MANAGEMENT

PR, EVENT BRANDING & MANAGEMENT კურსის მიზანია მსმენელებს გააცნოს PR-ის, ციფრული და სოციალური მედიის, ბრენდინგის, რეპუტაციის მართვის საფუძვლები ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ჭრილში. ივენთ მენეჯმენტის ლექციებზე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიცნონ ღონისძიებების ბრენდინგისა და მართვის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები, განივითარონ ღონისძიებების ეფექტური კონცეფციის შემუშავების, დაგეგმვისა და მართვის უნარები, ასევე, ხელი შეუწყონ მათ კრეატიულ და სტრატეგიულ აზროვნებას.

ყველა კურსი