ციფრული პროდუქტების ტესტირება GITA

ღირებულება 1490 ₾ 1390 ₾

განვადებით თვეში 43 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

კურსის მიზანი

ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს ციფრული პროდუქტების ტესტირების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი და სწორად განახორციელოს ტესტირების პროცესი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით, შეძლოს პროექტების მართვის ინსტრუმენტების გამოყენება, დაგეგმოს კარიერული გზა და მოემზადოს გასაუბრებისთვის.

სასწავლო კურსის შედეგები

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • როგორ წარმართონ ტესტირების პროცესი სხვადასხვა გამოწვევების მქონე პროექტებისთვის;
  • როგორ გააანალიზონ ბიზნეს მოთხოვნები და შექმნან სატესტო დოკუმენტაცია;
  • რა მეთოდები, მიდგომები და ტექნიკები გამოიყენონ, როგორც ვებ საიტების ტესტირების დროს, ასევე, მობილური აპლიკაციების (Android / iOS) და API -ის შემთხვევაში;
  • ციფრული პროდუქტების განვითარების საფეხურებსა და ტესტირების როლს თითოეულ ეტაპზე;
  • რისკების ანალიზსსა და მათი მენეჯმენტის ტექნიკებს;
  • სწორი შეფასებების მიწოდებას სატესტო დავალებებისთვის;
  • ხარვეზების მენეჯმენტსა და სასიცოცხლო ციკლს;
  • SDLC პოპულარულ მოდელებსა და მათ განსხვავებებს და საჭიროებებს;
  • Agile/Scrum მეთოდოლოგიის მთავარ საფუძვლებს;
  • ეფექტური ტესტ ქეისების მოფიქრებასა და შედგენას ტესტირების ტექნიკების გამოყენებით;
  • სატესტო მონაცემების (Test Data) მომზადება მონაცემთა ბაზების დახმარებით;
  • ტესტირების პროცესში ყველა საჭირო დოკუმენტის შექმნას.


სასწავლო კურსის მოთხოვნები

  • მინიმუმ კარგი მომხმარებლის დონეზე უნდა შეეძლოს პოპულარული ვებ საიტების და მობილური აპლიკაციების გამოყენება და ჰქონდეს ზოგადი წარმოდგენა თუ როგორ და რა ტექნოლოგიებით ხდება ვებ საიტების და მობილური აპლიკაციების შექმნა და რა ადგილი უჭირავს ტესტირებას ამ პროცესში;

  • უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას იმ დონეზე, რომ შეძლოს ინგლისურენოვანი მასალის წაკითხვა და გარჩევა.


ლექტორების შესახებ

  • თაკო აბრამაშვილს აქვს 7 წლიანი გამოცდილება IT სფეროში, ტესტირების სხვადასხვა მიმართულებებით. ბოლო 3 წელია მუშაობს კომპანია  EPAM-ში, Lead Software Testing Engineer-ის პოზიციაზე. ჩართულია სხვადასხვა აქტივობებში, არის ტექნიკური ინტერვიუერი, მენტორი და გუნდის ლიდი. მისი სამუშაო გამოცდილებიდან პროექტების ძირითადი დომეინებია: Banking, e-commerce, Health, Big data;
  • 3 წელი იკავებდა ტესტერის პოზიციას სფეისში და პასუხისმგებელი იყო 2 ქვეყნის პროექტზე;

  • 1 წელი მუშაობდა ამერიკულ კომპანია mrkt.com-ში, გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე, სადაც მუშაობდა ელექტრონული გაყიდვების პლატფორმაზე.


სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



რეგისტრაცია ➜

შეფასებები

ანონიმური შეფასება

 საინტერესო კურსი იყო მრავალფეროვანი ლექციებით. თაკო მარტივად და გასაგებად გადმოგვცემდა ინფორმაციას. კმაყოფილი ვარ კურსით.

ქეთო გარიშვილი

მადლობა მთელ გუნდს აქტიური ჩართულობისა და გულისხმიერებისთვის, ასევე განსაკუთრებული მადლობა, ოქროს გოგოს, თაკოს. გარდა იმისა, რომ საკუთარი საქმის პროფესიონალია და არაჩვეულებრივად გადმოსცემს აღნიშნულს, თაკოს აქვს უნარი გაგიზარდოს მოტივაცია და გაგიღვივოს სურვილი იყო ბევრად უკეთესი. 

ანონიმური შეფასება

ჩემი აზრით კურსთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზე იყო. აკადემიის მხრიდან მაქსიმალურად მხარდაჭერილნი ვიყავით, ბევრი ინფორმაცია მივიღე, რასაც საქმიანობაში ვიყენებ.

შაკო კოპალიანი

მთლიანი კურსი ძალიან კარგად იყო დროში გაწერილი. ამომწურავი ინფორმაცია გვქონდა ყველა საკითხზე, კითხვებზე დაუყოვნებლივ გვქონდა პასუხი.

ნათია პაპუნაშვილი

არ მაქვს სიტყვების საკმარისი მარაგი რომ ვთქვა რას ვფიქრობ კურსზე. თავად თაკო სასწაული გოგოა, სუპერ პროფესიონალი, გადმოცემისა და ახსნის სუპერ უნარით. ჩემი აღმოჩენაა ეს კურსი.

დავით ახალაძე

თაკო ძალიან ენერგიული და ყურადღებიანი ლექტორია, რასაც ძალიან ვაფასებ. ის თავისი საქმის პროფესიონალია, ასევე ძალიან კომუნიკაბელურია, რაც ძალიან დამეხმარა პირადად მე, რომ უფრო მარტივად გამეგო გარკვეული საკითხები.

ანონიმური შეფასება

კურსი იყო საინტერესო და ინფორმაციული ვფიქრომ, რომ იმ მიზნის მიღწევაში, დამეხმარება, რომელიც კურსის დაწყებამდე მქონდა დასახული. 

სოფო გელაშვილი

კურსის განმავლობაში ვისწავლე და გავეცანი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც ვთვლი, რომ ამ სფეროში დასაქმებასა და საკუთარი თავის განვითარებაში ძალიან დამეხმარება, რაშიც დიდი წვლილი ჩვენს არაჩვეულებრივ ლექტორს, თაკოს მიუძღვის.

ანონიმური შეფასება

ძალიან დიდი მადლობა ლექტორს, ნებისმიერ დროს ნებისმიერ კითხვაზე მზად არის უპასუხოს სტუდენტებს და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან გასაგებად ხსნის ლექციებს. .

ანონიმური შეფასება

კურსი იყო საინტერესო და ინტერაქტიული, დატვირთული პრაქტიკული დავალებებითა და ფინალური პროექტით, რაც დაგვეხმარა გამოცდილების გაღრმავებაში. ლექციების მსვლელობისას თავისუფლად გამოვხატავდით აზრს და თაკო ყოველთვის მზად იყო ნებისმიერი საკითხების დაზუსტებისთვის.

ანონიმური შეფასება

ლექტორის სწავლების სტილი იყო ძალიან კარგი, თეორიულ ნაწილს  მარტივად და გასაგებად ხსნიდა და თან ურთავდა საკუთარი გამოცდილებიდან სხვადასხვა მაგალითებს, რაც საშუალებას მაძლევდა უფრო კარგად გამეანალიზებინა თეორიული ნაწილი. ამის გარდა  პრატქიკულ დავალებებზეც აქტიურად ვმუშაობდით.

ანონიმური შეფასება

 თაკო შესანიშნავი ლექტორია. ხსნის ყველაფერს მარტივ ენაზე და ინტერაქციით აღრმავებს ჩვენს ცოდნას.

ანონიმური შეფასება

ჩემი გამოცდილებით შემიძლია თამამად ვთქვა, რომ კურსი იძლევა ყოვლისმომცველ  ინფორმაციას ტესტირების შესახებ. იგი მოიცავს როგორც თეორიულ საკითხებს, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტმა რეალურ გარემოში, რეალურ მაგალითების დახმარებით მიიღოს გამოცდილება.

ანონიმური შეფასება

ძალიან კმყოფილი ვარ კურსით, ბევრ ახალ და ჩემთვის საინტერესო თემას გავეცანი და შევისწავლე. ძალიან მომეწონა, რომ ესე დალაგებულიად და თანმიმდევრულად აეწყო პროცესები. 

ლაშა ჯანჯღავა

ძალიან საინტერესო და სწორად შედგენილი პროგრამაა. ყველაფერი ისე არის დალაგებული რომ წინასწარი საფუძველი მომზადებულია შემდგომი დიდი თემისთვის უკეთ გარკვევაში. ლექტორი ძალიან ამომწურავად სცემდა ყველა კითხვას პასუხს და ყოველთვის მეგობრულად გგივდებოდა, ძალიან კარგია ეს დამოკიდებულება. 

ანონიმური შეფასება

თაკო ძალიან მეგობრული, თბილი ადამიანი. ხსნის ძალიან მარტივად და გასაგებად, სუპერ პროფესიონალია.

ბექა ნოზაძე

 სმარტ აკადემიას და კონკრეტულად ჩემს მიერ გავლილ კურს "ციფრული პროდუქტების ტესტირებას" სრულ რეკომენდაციას ვუწევ. კვალიფიციური, მეგობრული და პოზიტიური ადამიანებისგან შემდგარი გუნდია, რომელიც ყველანაირ მოტივაციას გაძლევს შეიძინო ცოდნა და მიაღწიო დასახულ მიზანს.


სხვა კურსები

Mobile App Development with React Native

კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს მყარი ფუნდამენტი React Native-ზე დაფუძნებული მცირე და საშუალო ზომის mobile აპლიკაციების შესაქმნელად და მოამზადოს სტუდენტი ამ მიმართულებით ჯუნიორ პოზიციაზე დასასაქმებლად.

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედიის მარკეტინგის კურსი აგებულია სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხურიანი მოდელის ირგვლივ, შესაბამისად, სასწავლო მასალა არის თანმიმდევრული და ლოგიკური, ხოლო სტუდენტს ეძლევა საშუალება ააწყოს ისეთი სოციალური მედია სტრატეგია, რომლის მეშვეობითაც მიაღწევს სასურველ მარკეტინგულ მიზნებს.

UX/UI დიზაინის კურსი

UI/UX დიზაინის კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ვებ აპლიკაციების აწყობის სტრუქტურას და დამოუკიდებლად შეძლებენ ვებ გვერდის დიზაინის აწყობას.

HR ადმინისტრირება პრაქტიკაში

HR ადმინისტრირების კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს პრაქტიკული ცოდნა და უნარები ორგანიზაციაში HR პროცესების სწორად ორგანიზებისა და ადმინისტრირებისათვის. სტუდენტები გაეცნობიან HR პოლიტიკებისა და პროცედურების შექმნის, თანამშრომელთა დოკუმენტაციის მართვისა და შრომითი ურთიერთობების ადმინისტრირების ძირითად პრინციპებს.

ყველა კურსი