გრაფიკული დიზაინის კურსი

ღირებულება 1550 ₾ 1350 ₾

განვადებით თვეში 42 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

გრაფიკული დიზაინის კურსის მიზანი

გრაფიკული დიზაინი არის ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი და მოთხოვნადი სფერო ჩვენს რეალობაში, ამიტომ მოგვეთხოვება, რომ მუდამ ვიყოთ კონკურენტუნარიანები ჩვენი ცოდნით და შესაძლებლობებით. 

გრაფიკული დიზაინის კურსის მიზანია ამ სფეროში მომუშავე და დამწყებ დიზაინერებს ასწავლოს დიზაინის გამართულად აგების ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის სწორად გამოყენება და ტექსტთან, ფერებთან და ვიზუალურ ელემენტებთან მუშაობის კულტურა.


გრაფიკული დიზაინის კურსის შედეგები

კურსის დასრულების შემდეგ გექნებათ გრაფიკული პროგრამების (Adobe Photoshop და Adobe Illustrator) ტექნიკური ცოდნა და Adobe Indesign-ის პროგრამის ძირითადი პრინციპები. საკუთარი იდეების დამუშავებისა და გაცოცხლებისთვის. 

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ: 

  • Adobe Photoshop-ის, Adobe Illustrator-ისა და Adobe Indesign პროგრამების საფუძვლები
  • საბეჭდი და ვებ-მასალის მომზადება
  • ბრიფის მიხედვით კონცეფციასა და ვიზუალურ მხარეზე მუშაობა
  • მიღებული საბაზისო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე სხვადასხვა სირთულის დიზაინ პროექტზე მუშაობა
  • მარტივი და ეფექტური გზებით გამართული და პრეზენტაბელური დიზაინის შექმნა

რეგისტრაცია ➜

შეფასებები

ანა კვეკვესქირი

კურსის სილაბუსი არაჩვეულებრივადაა შედგენილი, თითოეული ლექციის ახალი მასალით დატვირთულობაც სრულად მისაღები იყო.  სალი არის არაჩვეულებრივი ლექტორი. ძალიან საინტერესოდ და გასაგებად ხსნიდა ყველაფერს და ძალიან საინტერესო და ამომწურავ უკუკავშირსაც გვაძლევდა.

ანონიმური შეფასება

სრული გულწრფელობით ვწერ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ გარემოთი, თანამშრომლებით, ლექტორით, ლექციებითა და მართლა ყველაფრით. ყველასთან ვამბობ ამას და ყველას ვურჩევ თქვენს კურსებს.

ანონიმური შეფასება

ლექტორის მიდგომა ძალიან პროფესიონალური და სტუდენტზე ორიენტირებული იყო, რაც სწავლის პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა.

ანონიმური შეფასება

 კურსი სრულყოფილადაა გამართული იმისთვის, რომ გაააგრძელო საქმიანობა გრაფიკოს დიზაინერის პოზიციაზე.

თამარ ჯიქურაშვილი

 ძალიან კარგი კურსი იყო, დიდი ცოდნა და გამოცდილება მომცა, რაც განსაკუთრებით ლექტორის დამსახურება იყო ის მაქსიმალურად ცდილობდა ჩვენთვის ცოდნის გაზიარებას.

თათული ბუტბაია

კურსზე მარტივად და გასაგებად იყო ახსნილი, როგორც პროგრამების ტექნიკური, ასევე თეორიული ნაწილი. პრაქტიკული დავალებები  საინტერესო იყო და  გვაძლევდა საშუალებას  ცოდნა რეალურ სამუშაო პროცესში გამოგვეყენებინა. მთლიანობაში, კურსი ძალიან საინტერესო, ინფორმატიული და ეფექტურია.

ნინი ცაბოშვილი

კურსით ძალიან კმაყოფილი ვარ. სასწავლო მასალა კარგად იყო სტრუქტურირებული და ეტაპობრივად მიმიყვანა შედეგამდე. განსაკუთრებით მომეწონა, რომ პრაქტიკული დავალებები რეალურ პროექტებზე იყო დაფუძნებული და ლექტორი დეტალურ, გასაგებ ინსტრუქციებსა და შეფასებებს გვაძლევდა. ბევრ ახალ ტექნიკასა და პროგრამულ უნარს დავეუფლე, რამაც თავდაჯერებულობა შემმატა.  მთლიანობაში, კურსმა სრულიად გაამართლა ჩემი მოლოდინები.

მარიტა ელიზბარაშვილი

 ძალიან კმაყოფილი ვარ აღნიშნული კურსით, არ მეგონა თუ ასეთ მოკლე დროში შევძლებდი პროგრამების გაცნობას. ტექნიკური კუთხით შეხვედრები საკმაოდ გამართული და მოწესრიგებული იყო. გიორგი არაჩვეულებრივი ლექტორი, თავისი საქმის პროფესიონალი და უსაყვარლესი ადამიანია, რომელიც შეცდომაზეც ისე გითითებს, რომ შეუძლებელია რაიმე გეწყინოს ან ცუდად მიიღო.

მარიამ ღოღობერიძე

 ვფიქრობ კარგი შესაძლებლობა არის როგორც დამწყებთათვის ასევე იმათთვის ვინც უკვე გარკვეულია. საბოლოო ჯამში გამოვიდა ის რაც ჩანაფიქრი მქონდა. საუკეთესო ლექტორი გყავთ ყველა წვრილმანს ხსნის გასაგებ ენაზე.

ანონიმური შეფასება

საუკეთესოა გიორგი, როგორც პროფესიონალი და როგორც ადამიანი. მთელი ენერგია და პროფესიონალიზმი ჩადო ჩვენს კურსში.

ანონიმური შეფასება

 საუკეთესო ლექტორია, ვისთანაც შეხება მქონია, პროფესიონალი, მეგობრული და ყურადღებიანი.

ნანა

გიორგის პროფესიონალური და აუდიტორიასთან  კომუნიკაციის უნარები პირველი ლექციიდან ჩემს აღფრთოვანებას იწვევდა, შემდგომ მისი უშუალობა, ყველა ჩემთვის საინტერესო საკითხის ღრმა ანალიზი და დახმარების აღმოჩენა ნებისმიერ მომენტში (საოცარი გულისხმიერებით) მის არა მხოლოდ აკადემიურ, ადამიანურ ბუნებაზეც ბევრს მეტყველებს.

თამარ მაჭავარიანი

კურსმა ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა. გიორგი ნიჭიერი, ყურადღებიანი და რაც მთავარია ძალიან კარგი გადმოცემის უნარით დაჯილდოვებული ადამიანია.

ანონიმური შეფასება

გიორგი არის ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი საქმე და მაქსიმალურად ცდილობს გაუზიაროს ცოდნა და გამოცდილება სხვას, ნებისმიერ დროს მზადაა კითხვების საპასუხოდ და დასახმარებლად.

რევაზ ხულუზაური

 თავიდან არარეალისუტრად მიმაჩნდა სამი პროგრამის ერთ კურსში გავლა, თუმცა კურსის ბოლოს შევძელით ძირითადი უნარების შეძენა სამივე პროგრამის მიმართულებით. ლექციები, განსაკუთრებით კი, პრაქტიკული ნაწილიც იყო ძალიან საინტერესო. მადლობა გიორგის და სმარტ აკადემიას <3

ანონიმური შეფასება

იდეალური იყო, super cool. ზუსტად ის წავიღე კურსიდან, რაც მსურდა და შინაარსობრივადაც იდეალურად მომერგო კურსი. 

ანონიმური შეფასება

 მე უზომოდ კმაყოფილი ვარ კურსით. ლექტორი კი თავისი საქმის პროფესიონალია. მე ვფიქრობ მისი დამსახურებაა ეს პროფესია რომ შევიყვარე. 

ანონიმური შეფასება

ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება იყო ამ კურსზე სწავლა. საოცარი სტაფის და საოცარი ლექტორის დახმარებით შევძელი პროფესიის სრულყოფილად შესწავლა და ჩემი შესაძლებლობების განვითარება. საუკეთესოები ხართ.

ანონიმური შეფასება

 ვფიქრობ ყველაფერი საკმაოდ კარგი იყო, დროში სწორედ განაწილებული და ინფორმაციული.

ნიკოლოზ კალაძე

ტოპ პიროვნებაა სალი, კარგი გადმოცემის უნარი აქვს, საუბარი მარტივად გამოსდის, კრიტიკაც კარგად ეხერხება. კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით გავივლიდი კურსს <3  

მარიამ ჯულუხიძე

 ვთვლი რომ კურსი და სასწავლო პროგრამა იყო მაქსიმალურად კარგად დაორგანიზებული. კურსმა მოლოდინები ნამდვილად გამიმართლა. 

ნანიკო ბუიშვილი

 პირველ რიგში მადლობა ყველაფრისთვის ❤️ ყველანი ძალიან დადებითები და მობილიზებულები ხართ ჩვენი სწავლის პროცესის ეფექტურად წარმართვაში. ლექტორი საოცარი ადამიანი და სპეციალისტი. ყოველთვის მზად არის რომ დაგეხმაროს . ამომწურავად გვცემდა პასუხს ყველა კითხვაზე და მერე  კიდევ აზუსტებდა გასაგები იყო თუ არა ❤️ 

ნუცა გზირიშვილი

 გულწრფელად შემიძლია ვთქვა რომ არცერთხელ კურსთან დაკავშირებით უარყოფით აზრი არ გამივლია.  ერთადერთი გულისწყვეტა ის იყო, რომ კურსი დარსრულდა. მადლობა დიდი ყველაფრისთვის.


სხვა კურსები

კრიზისული კომუნიკაციების მართვის პრაქტიკული კურსი

კრიზისული კომუნიკაციების მართვის სასერტიფიკატო კურსი აერთიანებს სამ მოდულს, რომლის ცალკეული ნაწილი ეძღვნება კომუნიკაციას წინაკრიზისულ, კრიზისულ და პოსტ-კრიზისულ პერიოდს. კურსის მიზანია მონაწილეები გაეცნონ კრიზისის მართვის ფუნდამენტურ და თანამედროვე თეორიებს, სტრატეგიებს, ტაქტიკებსა და პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულების მეშვეობით გამოიმუშაონ ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციაში კრიზისის მართვის პრაქტიკული უნარები.

HR მენეჯმენტი პრაქტიკაში

HR მენეჯმენტის კურსის მიზანია სტუდენტები გაეცნონ ადამიანური კაპიტალის მართვის ძირითად პრინციპებს, მიზნებსა და ადმინისტრაციულ პროცესებს და შესძლონ მათი პრაქტიკაში გამოყენება უნიკალური დავალებებისა და სიმულაციების შედეგად.

არტ დაირექშენის კურსი - Art Direction

არტ-დაირექშენის კურსის მიზანია სტუდენტებმა დაინახონ მეტი შესაძლებობები დიზაინის პროცესში, აიმაღლონ კრეატიული ფიქრის უნარი და უფრო ნათლად და ორგანიზებულად შეძლონ გაუძღვნენ სხვადასხვა სირთულის დიზაინ პროცესებს, როგორც მარტო, ასევე, გუნდთან მუშაობის დროს.

UX/UI დიზაინის კურსი

UI/UX დიზაინის კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ვებ აპლიკაციების აწყობის სტრუქტურას და დამოუკიდებლად შეძლებენ ვებ გვერდის დიზაინის აწყობას.

ყველა კურსი