ვიდეო კონტენტის შექმნა

ღირებულება 1090 ₾ 850 ₾

განვადებით თვეში 27 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

ვიდეო კონტენტის შექმნის კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს საჭირო ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რათა შეძლონ მაღალი ხარისხის, ეფექტური მოკლე ვიდეო კონტენტის შექმნა სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმისთვის.

რას ვისწავლი?

ვიდეო კონტენტის შექმნის კურსის მსმენელებს ეცოდინებათ:

  • შექმნან კონტენტ სტრატეგია სხვადასხვა პლატფორმებისთვის და განსაზღვრონ სამიზნე აუდიტორია;

  • გამოიყენონ სმარტფონი პროფესიონალური ხარისხის ვიდეოების გადასაღებად, განათების, კადრების დაგეგმვისა და კომპოზიციის გათვალისწინებით;
  • დაამონტაჟონ ვიდეოები CapCut-ის გამოყენებით;
  • დაწერონ სტრუქტურირებული სცენარი, რომელიც გაზრდის ჩართულობასა და მაყურებლის ინტერესს;
  • მოარგონ კონტენტი სხვადასხვა პლატფორმებისა და ინდუსტრიების მოთხოვნებს;
  • ითანამშრომლონ ინფლუენსერებთან მათი სწორად შერჩევისა და კომუნიკაციის გზით;
  • თავიდან აიცილონ გავრცელებული შეცდომები და გამოიყენონ საუკეთესო პრაქტიკები კონტენტის შექმნის პროცესში.

ლექტორის შესახებ

  • მარიამ მეტრეველი არის კონტენტ კრეატორი 5 წლიანი გამოცდილებით ამ სფეროში;
  • ამ სფეროში მუშაობასთან ერთად აქვს სწავლების გამოცდილებაც;
  • სააგენტოებში მუშაობის მანძილზე უმუშავია ისეთ ბრენდებთან როგორებიცაა: Baskin Robbins, Socar, Way Mart, Bank of Georgia, Taste Corporation, Staropramen, Making Science Sweeft, HIVE, Keepz, Vaporia;
  • როგორც ფრილანსერი ქმნიდა კონტენტს შემდეგი ბრენდებისთვის: TBC, Silk, Extra, სერიალი “უხილავი თამაში”, Natakhtari, Pyramid;
  • საგანმანათლებლო და ინფორმაციული კონტენტის შექმნის კუთხით უთანამშრომლია ისეთ ორგანიზაციებთან როგორებიცაა: Sapari, FactCheck.ge, Forset.

სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



რეგისტრაცია ➜

შეფასებები

ელისაბედ გოგოლიშვილი

 არაჩვეულებრივი ადამიანი და თავისი საქმის მცოდნე აღმოვაჩინე ამ კურსის საშუალებით. ასეთი უშუალო და სწრაფი უკუკავშირი არც ერთი ლექტორისგან არ მახსენდება, რამე კითხვა, პრობლემა ან გაურკვევლობა როგორც კი ჩნდებოდა ეგრევე აგვარებდა. კიდევ უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ.

ნათია გაბისონია

 პასუხისმგებლიანი და მოწესრიგებული ლექტორი, ყველას ვურჩევ თქვენთან კურსის გავლას <3


სხვა კურსები

Motion Design - After Effects

After Effects - Motion Design-ის კურსის მიზანია, რომ კურსის გავლის შემდეგ სტუდენტმა შეძლოს 2D ანიმაციური ვიდეო რგოლის დამოუკიდებლად დაგეგმვა და ანიმირება. სტუდენტი გააცნოს ანიმაციის ძირითად პრინციპებს, ანიმირებისთვის საჭირო სხვადასხვა ტექნიკას, განსხვავებული სტილის გრაფიკულ ელემენტებზე მუშაობას და გადაღებულ ვიდეოში ინტეგრირებას.

ORACLE PL/SQL - პროგრამირების ენის საფუძვლები

კურსის მიზანია კურსდამთავრებულმა შეძლოს ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების ფორმირება მონაცემთა ბაზის პროგრამირების PL/SQL ენის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, რომელიც დაკავშირებულია Oracle მონაცემთა ბაზის მართვის სისტემის პროფესიული პრობლემების გადაჭრასთან

Data Analytics & BI Development (SQL & Power BI)

კურსის მიზანია მსმენელმა შეისწავლოს მონაცემთა ანალიტიკა, ბაზებთან მუშაობის პრინციპები MSSQL ენის გამოყენებით და ინფორმაციის ვიზუალიზაცია BI ხელსაწყოების მეშვეობით.

IT პროექტების მართვა და AGILE გუნდის ფასილიტაცია

IT პროექტების მართვისა და Agile გუნდის ფასილიტაციის კურსის მიზანია დამწყებ ან მოქმედ IT პროექტების მენეჯერებს, პროექტების მართვით დაინტერესებულ პირებს გააცნოს IT პროექტების მართვის სპეციფიკა, ტექნიკები და გამოყენების შესაძლებლობები და ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ და მხარს უჭერენ სხვებს გადაწყვეტილებების მიღებაში და მართავენ შეხვედრებს (მათ შორის, გუნდის ლიდერებს, ხელმძღვანელებს, Scrum Master-ებს, დამწყებ თუ Agile Coach-ებსა და პროექტის მენეჯერებს) დაეხმაროს ფასილიტატორის აზროვნების, ცოდნისა და უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

ყველა კურსი