ვიდეო კონტენტის შექმნა

ღირებულება 1090 ₾ 970 ₾

განვადებით თვეში 30 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

ვიდეო კონტენტის შექმნის კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს საჭირო ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რათა შეძლონ მაღალი ხარისხის, ეფექტური მოკლე ვიდეო კონტენტის შექმნა სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმისთვის.

რას ვისწავლი?

ვიდეო კონტენტის შექმნის კურსის მსმენელებს ეცოდინებათ:

  • შექმნან კონტენტ სტრატეგია სხვადასხვა პლატფორმებისთვის და განსაზღვრონ სამიზნე აუდიტორია;

  • გამოიყენონ სმარტფონი პროფესიონალური ხარისხის ვიდეოების გადასაღებად, განათების, კადრების დაგეგმვისა და კომპოზიციის გათვალისწინებით;
  • დაამონტაჟონ ვიდეოები CapCut-ის გამოყენებით;
  • დაწერონ სტრუქტურირებული სცენარი, რომელიც გაზრდის ჩართულობასა და მაყურებლის ინტერესს;
  • მოარგონ კონტენტი სხვადასხვა პლატფორმებისა და ინდუსტრიების მოთხოვნებს;
  • ითანამშრომლონ ინფლუენსერებთან მათი სწორად შერჩევისა და კომუნიკაციის გზით;
  • თავიდან აიცილონ გავრცელებული შეცდომები და გამოიყენონ საუკეთესო პრაქტიკები კონტენტის შექმნის პროცესში.

რეგისტრაცია ➜

შეფასებები

ლიზი ქოქოლაძე

მარიამი ისეთი ლექტორია, რომელსაც ვურჩევდი ყველას. პროფესიონალიზმის და მეგობრულობის მაღალი დონე, რაც ლექციას არამხოლოდ საინტერესოს, არამედ სასიამოვნოსაც ხდიდა დასასწრებად. უღრმესი მადლობა მას ასეთი გამოცდილებისთვის!

ანონიმური შეფასება

კურსის მიმდინარეობისას სრულიად გამართული იყო ტექნიკური და შინაარსობრივი მხარე. ყველაფერზე ვიყავით ინფორმირებულები. ყველა დავალება თუ ლექციის ჩანაწერი დროულად იტვირთებოდა და მაქსიმალურად კომფორტული იყო სწავლის პროცესი. ლექტორის პროფესიონალიზმი, კრეატიულობა და შრომისმოყვარეობა მაქსიმალურად იგრძნობოდა მთელი კურსის განმავლობაში. არ იშურებდა თავის ენერგიას და ყველანაირად ცდილობდა, მაქსიმალურად გასაგები ენით აეხსნა ყველაფერი <3

ნათია გაბისონია

 პასუხისმგებლიანი და მოწესრიგებული ლექტორი, ყველას ვურჩევ თქვენთან კურსის გავლას <3

ანონიმური შეფასება

ლექტორი აქტიურად უწყობდა ხელს დისკუსიების წარმართვას და მარტივად გვიხსნიდა ყველა დეტალს. ის პასუხობდა ყველა ჩვენს კითხვას და გვაძლევდა ზუსტად ისეთი დავალებებს, რაც ხელს გვიწყობდა საკითხის ღრმად შესწავლაში. ლექტორი გამოირჩეოდა პასუხისმგებლობითაც,  არ დაუგვიანია არცერთ ლექციაზე. მუდმივად ცდილობდა ჩვენთვის მოტივაცია მოეცა, რაც  დიდ სტიმულს გვაძლევდა.

ელისაბედ გოგოლიშვილი

 არაჩვეულებრივი ადამიანი და თავისი საქმის მცოდნე აღმოვაჩინე ამ კურსის საშუალებით. ასეთი უშუალო და სწრაფი უკუკავშირი არც ერთი ლექტორისგან არ მახსენდება, რამე კითხვა, პრობლემა ან გაურკვევლობა როგორც კი ჩნდებოდა ეგრევე აგვარებდა. კიდევ უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ.


სხვა კურსები

PR, EVENT BRANDING & MANAGEMENT

PR, EVENT BRANDING & MANAGEMENT კურსის მიზანია მსმენელებს გააცნოს PR-ის, ციფრული და სოციალური მედიის, ბრენდინგის, რეპუტაციის მართვის საფუძვლები ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ჭრილში. ივენთ მენეჯმენტის ლექციებზე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიცნონ ღონისძიებების ბრენდინგისა და მართვის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები, განივითარონ ღონისძიებების ეფექტური კონცეფციის შემუშავების, დაგეგმვისა და მართვის უნარები, ასევე, ხელი შეუწყონ მათ კრეატიულ და სტრატეგიულ აზროვნებას.

Motion Design - After Effects

After Effects - Motion Design-ის კურსის მიზანია, რომ კურსის გავლის შემდეგ სტუდენტმა შეძლოს 2D ანიმაციური ვიდეო რგოლის დამოუკიდებლად დაგეგმვა და ანიმირება. სტუდენტი გააცნოს ანიმაციის ძირითად პრინციპებს, ანიმირებისთვის საჭირო სხვადასხვა ტექნიკას, განსხვავებული სტილის გრაფიკულ ელემენტებზე მუშაობას და გადაღებულ ვიდეოში ინტეგრირებას.

Data Analytics & BI Development (SQL & Power BI)

კურსის მიზანია მსმენელმა შეისწავლოს მონაცემთა ანალიტიკა, ბაზებთან მუშაობის პრინციპები MSSQL ენის გამოყენებით და ინფორმაციის ვიზუალიზაცია BI ხელსაწყოების მეშვეობით.

IT პროექტების მართვა და AGILE გუნდის ფასილიტაცია

IT პროექტების მართვისა და Agile გუნდის ფასილიტაციის კურსის მიზანია დამწყებ ან მოქმედ IT პროექტების მენეჯერებს, პროექტების მართვით დაინტერესებულ პირებს გააცნოს IT პროექტების მართვის სპეციფიკა, ტექნიკები და გამოყენების შესაძლებლობები და ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ და მხარს უჭერენ სხვებს გადაწყვეტილებების მიღებაში და მართავენ შეხვედრებს (მათ შორის, გუნდის ლიდერებს, ხელმძღვანელებს, Scrum Master-ებს, დამწყებ თუ Agile Coach-ებსა და პროექტის მენეჯერებს) დაეხმაროს ფასილიტატორის აზროვნების, ცოდნისა და უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

ყველა კურსი