AI ასისტენტები, აგენტები და NO-CODE ავტომატიზაცია

ღირებულება 1250 ₾ 1100 ₾

განვადებით თვეში 34 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

AI ასისტენტები, აგენტები და NO-CODE ავტომატიზაციის კურსი წარმოადგენს უახლეს სტანდარტებზე მორგებულ პრემიუმ-კლასის სასწავლო პროგრამას. კურსის მიზანია, მონაწილეები ტექნოლოგიის პასიური მომხმარებლებიდან გარდაქმნას AI ავტომატიზაციის არქიტექტორებად.

კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან მრავალეტაპიანი, აგენტური სისტემების (Multi-Agent Systems) აწყობას, API ინტეგრაციებსა და ენთერფრაიზ დონის პლატფორმების (Make.com, n8n) გამოყენებას. პროგრამა სრულად ორიენტირებულია რეალური ბიზნეს-პრობლემების გადაჭრაზე, მონაცემთა უსაფრთხოებასა (Data Privacy) და ფინანსური სარგებლის (ROI) ოპტიმიზაციაზე. თქვენ ისწავლით ლოკალური მოდელების (Local LLMs), ვექტორული ბაზებისა (RAG) და კომპიუტერის ავტომატური მართვის (Computer Use) აგენტების დანერგვას ვიზუალური პროგრამირების (No-Code) და გაფართოებული AI Coding ასისტენტების დახმარებით.


AI ავტომატიზაციის კურსის მსმენელები შეძლებენ:

  • დამოუკიდებელი მოაზროვნე აგენტებისა და მკაცრი სამუშაო პროცესების ჰიბრიდული სისტემების პროექტირებას;
  • ლოკალური მოდელებისა (Ollama) და MCP პროტოკოლის გამოყენებით 100%-ით უსაფრთხო, დახურული ეკოსისტემების აწყობას;
  • Make.com და n8n პლატფორმებზე კომპლექსური B2B ავტომატიზაციების შექმნას (მომხმარებელთა მხარდაჭერა, დოკუმენტების კონვეიერი Vision AI-ით);
  • გარე API სერვისებთან ინტეგრაციასა და AI Coding ასისტენტების (Google Antigravity) გამოყენებას რთული ლოგიკის დასაწერად;
  • ავტომატიზაციის ფინანსური ღირებულების (ROI) დათვლასა და ტოკენების ხარჯების (Cost Optimization) მართვას ენთერფრაიზ გარემოში;
  • "Computer Use" (UI Agents) და Deep Research სისტემების პრაქტიკულ გამოყენებას;
  • პორტფოლიოს შექმნას 100%-ით პრაქტიკული, ბიზნესზე ორიენტირებული საბოლოო პროექტით.


რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

DATA ANALYTICS WITH PYTHON

Data Analytics With Python-ის კურსი შესაძლებლობას მისცემს იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე იკავებენ მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციას (Junior ან Middle დონეზე), განავითარონ საკუთარი SQL და Python უნარები და შეძლონ დიდ და კომპლექსურ მონაცემებთან ბევრად მარტივი ინსტრუმენტებით გამკლავება. სტუდენტები შეძლებენ Python-ის პროგრამული კონცეფციების, სტრუქტურებისა და ოპერაციების ეფექტურ გამოყენებას.

iOS Development with Swift

iOS აპლიკაციების დეველოპმენტის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების საფუძვლები. ისწავლოს iOS პროგრამირების ძირითადი მახასიათებლები და შეძლოს მრავალფეროვანი აპლიკაციების შექმნა, სადაც რეალიზებული იქნება სხვადასხვა ლოგიკის მქონე პრაქტიკული ამოცანები.

IT პროექტების მართვა და AGILE გუნდის ფასილიტაცია

IT პროექტების მართვისა და Agile გუნდის ფასილიტაციის კურსის მიზანია დამწყებ ან მოქმედ IT პროექტების მენეჯერებს, პროექტების მართვით დაინტერესებულ პირებს გააცნოს IT პროექტების მართვის სპეციფიკა, ტექნიკები და გამოყენების შესაძლებლობები და ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ და მხარს უჭერენ სხვებს გადაწყვეტილებების მიღებაში და მართავენ შეხვედრებს (მათ შორის, გუნდის ლიდერებს, ხელმძღვანელებს, Scrum Master-ებს, დამწყებ თუ Agile Coach-ებსა და პროექტის მენეჯერებს) დაეხმაროს ფასილიტატორის აზროვნების, ცოდნისა და უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

გრაფიკული დიზაინის კურსი

კურსის მიზანია დამწყებ დიზაინერებს გააცნოს საკომუნიკაციო მასალების ვიზუალური გადაწყვეტების ის ძირითადი პრინციპები და პროგრამული ინსტრუმენტები, რაც აუცილებელია მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად.

ყველა კურსი