პროდუქტის მარკეტინგი თანამედროვე ბიზნესში

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

27 აპრილს, 20:00 საათზე, სმარტ აკადემია გიწვევს ღია ლექციაზე: ,,პროდუქტის მარკეტინგი თანამედროვე ბიზნესში''

📌 ლექციაზე გაიგებ, რა როლს ასრულებს პროდუქტის მარკეტინგი თანამედროვე ბიზნესში, რატომ ხდება მარკეტინგის ეს მიმართულება უფრო და უფრო საჭირო და მოთხოვნადი. 

☀️ ნანიკო გულისაშვილი მიმოიხილავს თავის კარიერულ გზას და მოგვიყვებს, რატომ არის პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერის პროფესია ასეთი საინტერესო და მრავალფეროვანი

📌 ის ასევე ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე:

📌 რა უპირატესობები აქვს პროდუქტის მარკეტინგის მეთოდებს ტრადიციულ მარკეტინგთან შედარებით

📌 რა მოვალეობები და უნარები აქვს პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერს

📌 პროდუქტის მარკეტინგის წარმატებული კამპანიების მაგალითები ბრენდებისგან 

📌 რამდენად მოთხოვნადია ეს პროფესია თანამედროვე ბაზარზე

📌 რა ტიპის კომპანიებს სჭირდებათ პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერი

📌 რამდენია ანაზღაურება როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ ბაზარზე

📌 რამდენ ხანშია შესაძლებელი პროდუქტის მარკეტინგის შესწავლა

?‍♀️ ვინ არის ნანიკო გულისაშვილი?

ნანიკო გულისაშვილი არის Adjarabet.com-ის კაზინოს პროდუქტების მარკეტინგის მენეჯერი. ის უშუალოდ მონაწილეობს ახალი პროდუქტის შექმნის, დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. ქმნის პროდუქტს, ახდენს მის პოპულარიზაციას და ახორციელებს მონიტორინგს. თანამშრომლობს კრეატიულ და დეველოპერულ გუნდთან ინოვაციური პროდუქტის შექმნის ყველა ეტაპზე.

ის არის ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორანტი და კონსულტანტი მარკეტინგის მიმართულებით

ნანიკოს აქვს მარკეტინგის გუნდთან მუშაობის 6+ წლიანი გამოცდილება. თანამშრომლობს სხვადასხვა ინდუსტრიებთან ტექნოლოგიურ და საცალო ბიზნესში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. 

❤ დარეგისტრირდი შეხვედრაზე და შეინახე დასწრების ბმული


კონსულტაციისთვის დამიკავშირდი 591 67 00 67

რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსი

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს ინტერიერის დიზაინისა და 3D ვიზუალიზაციის მიმართულებით პრაქტიკული და პროფესიული მუშაობისთვის საჭირო ცოდნა და უნარები. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ინტერიერის დიზაინის ძირითად პრინციპებს, სივრცის დაგეგმარებას, მასალებისა და განათების შერჩევას, ტექნიკური ნახაზების მომზადებას, Archicad-სა და 3ds Max-ში მუშაობას, 3D მოდელირებასა და პოსტპროდაქშენს.

ბუღალტერია და საგადასახადო კოდექსი პრაქტიკაში

აღნიშნული საბაზისო საბუღალტრო კურსის მთავარი მიზანია მონაწილეებს მისცეს ფუნდამენტური ცოდნა და ძირითადი უნარები, რათა ეზიარონ აღრიცხვის ძირითად პრინციპებს.

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

კურსი მორგებულია საქართველოს ბაზარზე სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციის მოთხოვნებს და ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი კადრის მომზადებაზე.

მარკეტინგის მენეჯმენტი

მარკეტინგის კურსის მიზანია სტუდენტებს მიაწოდოს საფუძვლიანი და პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა მარკეტინგის სფეროს შესახებ. სწორედ ამიტომ, კურსის თითოეული თემა ასახავს და მოიცავს მარკეტინგის შემადგენელ კომპონენტებს, რათა სტუდენტმა მიიღოს და დააგროვოს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა არამედ განივითაროს პრაქტიკული უნარებიც, რაც თანამედროვე ბიზნეს გარემოში მარკეტინგის სპეციალისტს ეფექტურსა და მაღალკონკურენტუნარიანს გახდის. კურსის საშუალებით სტუდენტები შეისწავლიან თუ როგორ უნდა დაგეგმონ, განახორციელონ და შეაფასონ მარკეტინგული კამპანიები.

ყველა კურსი