ცოტა რამ PR-ზე, გაყიდვებსა და ივენთებზე

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

📌 8 ნოემბერს, 20:00 საათზე, სმარტ აკადემია გიწვევს ღია კარის დღეზე, სადაც ვისაუბრებთ PR-ის, გაყიდვებისა და ივენთების დაგეგმვის შესახებ

? შეხვედრას გაუძღვება მაიკო სიხარულიძე, რომელის საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით 20 წელზე მეტია მუშაობს

✨ ლექციაზე გაიგებ, რა ძალა აქვს PR-ს, როგორ ხდება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების დაგეგმვა და რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს გაყიდვების ზრდასთან

☀️ ვინ არის მაიკო სიხარულიძე?

📌 მაიკო სიხარულიძე კინოთეატრების ქსელის ''Cavea” და ''Cavea Plus''-ის PR-ის ხელმძღვანელია

📌 ის სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდა „რუსთაველისა“ და „ამირანის“ კინოთეატრების PR-ს, ასევე პირველი ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალ „Gem Fest”-ისა და სარეკლამო კომპანია „სარკის“ (კლუბი „16 რაუნდი“, კინოთეატრი „ახმეტელი“, „პეპსი“, აქსის თაუერსი“ და სხვა) სხვადასხვა პროექტების მედიასთან კომუნიკაციის მიმართულებას

📌 აქვს მრავალწლიანი გამოცდილება როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორშიც

პროფესიული საქმიანობის მაღალ დონეზე შესრულებისთვის მიღებული აქვს სხვადასხვა სამინისტროს, ასევე საქვეუწყებო დეპარტამენტებისა და კერძო სექტორში მოქმედი ორგანიზაციების პირველი პირებისგან არაერთი მადლობის სიგელი. მაია სიხარულიძე, პრეზიდენტის განკარგულებით, დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით

📌 ლექციაზე დასწრება თავისუფალია და აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. შეხვედრა ჩატარდება კინოთეატრის სივრცეში


კონსულტაციისთვის დამიკავშირდი 591 67 00 67

რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

iOS Development with Swift

iOS აპლიკაციების დეველოპმენტის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების საფუძვლები. ისწავლოს iOS პროგრამირების ძირითადი მახასიათებლები და შეძლოს მრავალფეროვანი აპლიკაციების შექმნა, სადაც რეალიზებული იქნება სხვადასხვა ლოგიკის მქონე პრაქტიკული ამოცანები.

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

კურსი მორგებულია საქართველოს ბაზარზე სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციის მოთხოვნებს და ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი კადრის მომზადებაზე.

MS Excel: საბაზისოდან მონაცემთა ანალიზამდე

კურსის მიზანია, სტუდენტი დაეუფლოს Excel-ის რთულ ფორმულებს და დამატებით ფუნქციებს, რომელთა გამოყენება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ეკონომიკური პროცესების მოდელირებაში, ბიზნეს სიტუაციების შესწავლასა და ანალიზში.

მარკეტინგის მენეჯმენტი

მარკეტინგის კურსის მიზანია სტუდენტებს მიაწოდოს საფუძვლიანი და პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა მარკეტინგის სფეროს შესახებ. სწორედ ამიტომ, კურსის თითოეული თემა ასახავს და მოიცავს მარკეტინგის შემადგენელ კომპონენტებს, რათა სტუდენტმა მიიღოს და დააგროვოს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა არამედ განივითაროს პრაქტიკული უნარებიც, რაც თანამედროვე ბიზნეს გარემოში მარკეტინგის სპეციალისტს ეფექტურსა და მაღალკონკურენტუნარიანს გახდის. კურსის საშუალებით სტუდენტები შეისწავლიან თუ როგორ უნდა დაგეგმონ, განახორციელონ და შეაფასონ მარკეტინგული კამპანიები.

ყველა კურსი