სოციალური მედია მარკეტინგი • უფასო ლექცია

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

✨ 30 აგვისტოს, 20:00 საათზე, სმარტ აკადემია გიწვევს სოციალური მედია მარკეტინგის უფასო ღია ლექციაზე

✨ შეხვედრას გაუძღვება ნათია ზარნაძე, რომელიც 7 წელზე მეტია მუშაობს სოციალური და ციფრული მედია მარკეტერის პოზიციაზე 


✨ ლექციაზე გაიგებ:

📌 რა არის სოციალური მედიის მარკეტინგი 

📌 რა ადგილი უჭირავს სოციალური მედიის მარკეტინგს კომპანიების მარკეტინგულ აქტივობებში 

📌 რა ფუნქციები და მოვალეობები აკისრიათ სოციალური მედიის მენეჯერებს

📌 რა უნარები და ცოდნა უნდა ჰქონდეთ სოციალური მედიის მენეჯერებს

📌 დასაქმებისა და კარიერული ზრდის პერსპექტივები სოციალური მედიის მენეჯერებისთვის 


☀️ ვინ არის ნათია ზარნაძე? 

📌 კრეატიული სააგენტო Windfor’s-ის ციფრული რეკლამისა და ანალიტიკის ხელმძღვანელია

📌 მისი გამოცდილება მოიცავს ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობას, როგორიცაა McDonald’s, Elit Electronics, Askaneli, Radisson Hotels, Adjara Group, PSP, TKT GE, Georgian Football Federation, Huawei Mobile, Lenovo Georgia & Armenia და სხვა

📌 2017-2019 წლებში ნათია იყო მარკეტინგული სააგენტო Gingers-ის სოციალური მედიის ხელმძღვანელი; 2020 წელს კი Meta Agency-ში სოციალური მედიისა და კონტენტის მიმართულების უფროსის პოზიციას იკავებდა

📌 ნათიას აქვს კავკასიის ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მარკეტინგის მიმართულებით. მისი გამოცდილება ასევე მოიცავს სხვადასხვა დროს მარკეტინგული კვლევების, არაციფრული მედიისა და მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულებით მუშაობას


📌 დარეგისტრირდი ლექციაზე და შეინახე დასწრების ბმული 

📌 კურსის განახლებული სილაბუსის შესახებ ინფორმაცია იხილე აქ: 

📌 https://smartacademy.ge/trainings/105-Social-Media-Marketing


კონსულტაციისთვის დამიკავშირდი 591 67 00 67

რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი და სწორად განახორციელოს ტესტირების პროცესი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით. კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტის ფარგლებში ტესტირების ყველა ეტაპზე ჩაერთონ - დაწყებული მოთხოვნების ანალიზიდან, მენუალ ტესტირების გეგმის/სტრატეგიის შექმნით და პროცესის წარმართვით, დასრულებული ტესტ ავტომატიზაციის საჭიროების განსაზღვრით, მისი დანერგვით და ავტომატიზირებული ტესტების შექმნით JavaScript -ის გამოყენებით.

მარკეტინგის მენეჯმენტი

მარკეტინგის კურსის მიზანია სტუდენტებს მიაწოდოს საფუძვლიანი და პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა მარკეტინგის სფეროს შესახებ. სწორედ ამიტომ, კურსის თითოეული თემა ასახავს და მოიცავს მარკეტინგის შემადგენელ კომპონენტებს, რათა სტუდენტმა მიიღოს და დააგროვოს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა არამედ განივითაროს პრაქტიკული უნარებიც, რაც თანამედროვე ბიზნეს გარემოში მარკეტინგის სპეციალისტს ეფექტურსა და მაღალკონკურენტუნარიანს გახდის. კურსის საშუალებით სტუდენტები შეისწავლიან თუ როგორ უნდა დაგეგმონ, განახორციელონ და შეაფასონ მარკეტინგული კამპანიები.

გრაფიკული დიზაინის კურსი

კურსის მიზანია დამწყებ დიზაინერებს გააცნოს საკომუნიკაციო მასალების ვიზუალური გადაწყვეტების ის ძირითადი პრინციპები და პროგრამული ინსტრუმენტები, რაც აუცილებელია მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად.

FRONT-END DEVELOPMENT & SEO With React JS

ფრონტ ენდ დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს ფრონტ ენდ დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი საკუთარი ვებ გვერდის ასაწყობად და ამ მიმართულებით კარიერის შესაქმნელად.

ყველა კურსი