პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია (Manual Software Testing & Automation)
-
- ლექტორი
- თაკო აბრამაშვილი
- ლიდა ხუციშვილი
-
- შეხვედრები
- 26 შეხვედრა - 73 სთ
-
- დაწყების თარიღი
- 30 სექტემბერი
-
სამშაბათი 18:30 სთ
ხუთშაბათი 18:30 სთ
ღირებულება 2300 ₾ 2050 ₾
განვადებით თვეში 64 ₾-დან
პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი და სწორად განახორციელოს ტესტირების პროცესი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით. კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტის ფარგლებში ტესტირების ყველა ეტაპზე ჩაერთონ - დაწყებული მოთხოვნების ანალიზიდან, მენუალ ტესტირების გეგმის/სტრატეგიის შექმნით და პროცესის წარმართვით, დასრულებული ტესტ ავტომატიზაციის საჭიროების განსაზღვრით, მისი დანერგვით და ავტომატიზირებული ტესტების შექმნით JavaScript -ის გამოყენებით.
სასწავლო კურსის შედეგები
კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:
- როგორ წარმართონ ტესტირების პროცესი სხვადასხვა გამოწვევების მქონე პროექტებისთვის;
- როგორ გააანალიზონ ბიზნეს მოთხოვნები და შექმნან სატესტო დოკუმენტაცია;
- რა მეთოდები, მიდგომები და ტექნიკები გამოიყენონ, როგორც ვებ საიტების ტესტირების დროს, ასევე, მობილური აპლიკაციების (Android / iOS) და API -ის შემთხვევაში;
- ციფრული პროდუქტების განვითარების საფეხურებსა და ტესტირების როლს თითოეულ ეტაპზე;
- რისკების ანალიზსსა და მათი მენეჯმენტის ტექნიკებს;
- სწორი შეფასებების მიწოდებას სატესტო დავალებებისთვის;
- ხარვეზების მენეჯმენტსა და სასიცოცხლო ციკლს;
- SDLC პოპულარულ მოდელებსა და მათ განსხვავებებს და საჭიროებებს;
- Agile/Scrum მეთოდოლოგიის მთავარ საფუძვლებს;
- ეფექტური ტესტ ქეისების მოფიქრებასა და შედგენას ტესტირების ტექნიკების გამოყენებით;
- სატესტო მონაცემების (Test Data) მომზადება მონაცემთა ბაზების დახმარებით;
- ტესტირების პროცესში ყველა საჭირო დოკუმენტის შექმნას;
- განსაზღვრონ ტესტ ავტომატიზაციის საჭიროებები;
- ავტომატიზირებული ტესტების შექმნას JavaScript -ის გამოყენებით;
- პროექტში ჩართვას ტესტირების ყველა ეტაპზე.
სასწავლო კურსის მოთხოვნები
- ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე - (B1+) საკითხავი მასალების დამუშავებისთვის;
- კარგი ანალიტის უნარი და მზადყოფნა სალექციო პრაქტიკულ დავალებებში ჩართულობისთვის;
- უნდა იყო თვითგანვითარებაზე ორიენტირებული და შეგეძლოს დამატებითი მასალების გარჩევა;
- მომხმარებლის დონეზე თავისუფლად შეგეძლოს მობაილ და ვებ აპლიკაციების გამოყენება.
ლექტორების შესახებ
- თაკო აბრამაშვილს აქვს 7 წლიანი გამოცდილება IT სფეროში, ტესტირების სხვადასხვა მიმართულებებით. ბოლო 3 წელია მუშაობს კომპანია EPAM-ში, Lead Software Testing Engineer-ის პოზიციაზე. ჩართულია სხვადასხვა აქტივობებში, არის ტექნიკური ინტერვიუერი, მენტორი და გუნდის ლიდი. მისი სამუშაო გამოცდილებიდან პროექტების ძირითადი დომეინებია: Banking, e-commerce, Health, Big data;
3 წელი იკავებდა ტესტერის პოზიციას სფეისში და პასუხისმგებელი იყო 2 ქვეყნის პროექტზე;
1 წელი მუშაობდა ამერიკულ კომპანია mrkt.com-ში, გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე, სადაც მუშაობდა ელექტრონული გაყიდვების პლატფორმაზე.
- ლიდა ხუციშილს აქვს 5 წლიანი გამოცდილება ტესტირების მიმართულებით. წლების მანძილზე თანამშრომლობდაისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა: SweeftDigital, EPAM, CityWide Group;
- ამჟამად მუშაობს CityWide Group-ში ავტომატიზაციის მიმართულებით და პროექტის ფარგლებში პასუხისმგებელია ხარისხის უზრუნველყოფის ყველა მიმართულებაზე.
მოწვეული ლექტორები
- SEO აუდიტი და ტესტირება - რატი გველესიანი
სტუდენტის კარიერის პროგრამა
რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.
როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.