ციფრული მარკეტინგი • უფასო ლექცია

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

📌 4 სექტემბერს, 20:00 საათზე, სმარტ აკადემია გიწვევს ციფრული მარკეტინგის უფასო ღია ლექციაზე 

? შეხვედრას გაუძღვება თიო ზარნაძე, რომელიც ციფრული სააგენტო „ჰანს ენდ გრუბერის“ ციფრული დირექტორია

✨ ის ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე:

  • რა არის ციფრული მარკეტინგი და რატომ არის მნიშვნელოვანი ბრენდებისთვის 

  • ციფრული მარკეტინგის კურსის შესახებ, სილაბუსის მოკლე მიმოხილვა, პერსპექტივები კურსდამთავრებულისთვის 

  • ციფრული მარკეტერის ფუნქციები და მოვალეობები ლოკალურ და გლობალურ შრომით ბაზარზე 

  • ციფრული მარკეტერის დასაქმების შესაძლებლობები ლოკალურ და გლობალურ შრომით ბაზარზე

☀️ ვინ არის თიო ზარნაძე?

თიო ზარნაძე არის ციფრული სააგენტო „ჰანს ენდ გრუბერის“ ციფრული დირექტორი, ციფრულ მარკეტინგში 7+ წლიანი გამოცდილებით. 

მისი გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა მარკეტინგულ და ციფრულ სააგენტოში კრეატიული და ციფრული განყოფილების ხელმძღვანელობას, ასევე თიო არის Google Ads პლატფორმის სერტიფიცირებული ედვერთაიზერი. 

სოციალური მედიის და ციფრული მარკეტინგის ლექტორობის 3+ წლიან გამოცდილებასთან ერთად, თიო მიწვეული ექსპერტის სტატუსით მუშაობდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ  პირველი აკრედიტირებული „სოციალური მედიის მართვის“ პროფესიული მომზადების პროგრამის შექმნაში პროექტის „Updating VET in Georgia with Estonian experience“ ფარგლებში.

ლექცია მაქსიმალურად ინტერაქციული ხასიათის იქნება და შეძლებ შენთვის საინტერესო პასუხების მოსმენას

? დარეგისტრირდი შეხვედრაზე და შეინახე დასწრების ბმული 


კონსულტაციისთვის დამიკავშირდი 591 67 00 67

რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

DATA ANALYTICS WITH PYTHON

Data Analytics With Python-ის კურსი შესაძლებლობას მისცემს იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე იკავებენ მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციას (Junior ან Middle დონეზე), განავითარონ საკუთარი SQL და Python უნარები და შეძლონ დიდ და კომპლექსურ მონაცემებთან ბევრად მარტივი ინსტრუმენტებით გამკლავება. სტუდენტები შეძლებენ Python-ის პროგრამული კონცეფციების, სტრუქტურებისა და ოპერაციების ეფექტურ გამოყენებას.

MS EXCEL-ის საბაზისო კურსი

კურსის მიზანია სტუდენტმა მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ეკონომიკური პროცესების მოდელირებიასა და ბიზნეს სიტუაციების ანალიზში.

Motion Design - After Effects

After Effects - Motion Design-ის კურსის მიზანია, რომ კურსის გავლის შემდეგ სტუდენტმა შეძლოს 2D ანიმაციური ვიდეო რგოლის დამოუკიდებლად დაგეგმვა და ანიმირება. სტუდენტი გააცნოს ანიმაციის ძირითად პრინციპებს, ანიმირებისთვის საჭირო სხვადასხვა ტექნიკას, განსხვავებული სტილის გრაფიკულ ელემენტებზე მუშაობას და გადაღებულ ვიდეოში ინტეგრირებას.

კრეატიული პროექტების მართვის კურსი

კრეატიული პროექტების მართვის კურსის მიზანია მონაწილეებს შეასწავლოს პროექტების მართვის საფუძვლები სარეკლამო და საკომუნიკაციო სფეროში, რათა შეექმნათ სისტემური წარმოდგენა პროექტის ციკლზე ბრიფიდან შესრულებამდე.

ყველა კურსი