კრეატიული პროექტების მართვის კურსი
-
- ლექტორი ეკატერინე ებანოიძე, ზიზი ნასრაშვილი
-
- შეხვედრა
-
ფიზიკურად+ონლაინ
1 თვე, 9 შეხვედრა - 18 სთ
-
- თარიღი
- 6 ოქტომბერი
-
სამშაბათი 20:00 - 22:00 სთ
ხუთშაბათი 20:00 - 22:00 სთ
ღირებულება 950 ₾ 830 ₾
განვადებით თვეში 26 ₾-დან
კრეატიული პროექტების მართვის კურსის მიზანია მონაწილეებს შეასწავლოს პროექტების მართვის საფუძვლები სარეკლამო და საკომუნიკაციო სფეროში, რათა შეექმნათ სისტემური წარმოდგენა პროექტის ციკლზე ბრიფიდან შესრულებამდე.
რას ვისწავლი?
კრეატიული პროექტების მართვის კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:
- კრეატიული პროექტის სწორი დაგეგმვა და მართვა - პროექტის ყველა ეტაპის (ბრიფი, სტრატეგია, კონცეფცია, ბიუჯეტირება, თაიმლაინი, მედია არხები) სტრუქტურირებული მართვა;
- დავალებების საფუძველზე ზუსტი ბრიფის შექმნა და პრეზენტირება;
- კრეატიული კამპანიების დაგეგმვა და ბიუჯეტირება - 360° კამპანიების არქიტექტურა, მედიის შერჩევა და რესურსების ოპტიმალური განაწილება.
- გაიგებენ, როგორ მუშაობს რეკლამა გლობალურად და ლოკალურად და შეძლებენ იმუშაონ განსხვავებული მასშტაბის კამპანიებზე ეფექტურად;
- ისწავლიან Big Idea-ს და ინსაითის მოძიებას და შეძლებენ კრეატიული იდეების გენერირებას რეალურ ბრიფებზე დაყრდნობით;
- შეისწავლიან სარეკლამო პროექტების ტიპებს (სტრატეგია, ბრენდინგი, კონტენტი, ვიდეოფროდაქშენი) და შეძლებენ შეარჩიონ შესაბამისი მიდგომა კონკრეტული ამოცანისთვის;
- დაეუფლებიან ბიუჯეტის, თაიმლაინისა და KPI-ების დაგეგმვას და შეძლებენ სარეკლამო პროექტების ეფექტიანად მართვას;
- გაეცნობიან გუნდის მართვის და შიდა კოორდინაციის პროცესებს და შეძლებენ ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველყოფას როგორც გუნდთან, ისე კლიენტთან;
- გაიგებენ მედიის როლს და არხების სპეციფიკას (TV, Digital, Radio, OOH) და შეძლებენ მედიაგეგმარებისა და ბიუჯეტირების განხორციელებას პროექტის მიზნებზე მორგებით;
- მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას რეალური ამოცანების შესრულებით და შეძლებენ დამოუკიდებლად წარმოადგინონ სრული 360° სარეკლამო კამპანია პრეზენტაციის სახით;
- განივითარებენ კრეატიულ, ანალიტიკურ, მენეჯერულ და პრეზენტაციულ უნარებს, რომლებიც აუცილებელია სარეკლამო და საკომუნიკაციო სფეროში პროფესიული საქმიანობისთვის.
სასწავლო კურსის მოთხოვნები
- სამუშაო ენებია ქართული და ნაწილობრივ ინგლისური (რეკლამების მაგალითების განხილვისას).