7 ნაბიჯი ქოფირაითერის პროფესიამდე

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

? 12 თებერვალს, 20:00 საათზე, გიწვევთ კრეატიული კონტენტის და ქოფირაითინგის უფასო ღია ლექციაზე: "7 ნაბიჯი ქოფირაითერის პროფესიამდე"

შეხვედრაზე განვიხილავთ იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებსა და ოქროს წესებს, რომლებიც ქოფირაითერის პროფესიის დაუფლებისთვისაა საჭირო:

კრეატიული ბრიფის შექმნა და ამოცანის სწორად გაგებისა და დასახვის მეთოდები
იდეაციის პროცესის ეფექტური მართვა
თემატური კვლევების ნაირსახეობები
შემოქმედებითობის მასტიმულირებელი სავარჯიშოები
ნამუშევრის პრეზენტაციის მნიშვნელობა
კრეატივის გავლენა ბრენდის კომუნიკაციის წინსვლაზე

? თათია დოლიძე არის:

? ლივინგსტონის კრეატიული დირექტორი

📌 მას აქვს:

? კრეატიულ სააგენტოებში მუშაობის 9 წლიანი გამოცდილება: FCB Artgroup, ლივინგსტონი, რედბერი, მაკკენ ერიქსონის თბილისის ფილიალი, ფორმულა კრეატივი

📌 ის არის:

? Cannes Young Lions Georgia 2019-ის ბრინჯაოს მედლის მფლობელი FILM-ის კატეგორიაში და Cannes Young Lions Georgia 2021-ის ბრინჯაოს მედლის მფლობელი დიზაინის კატეგორიაში

? თათია დოლიძემ 9 წლის მანძილზე, კრეატიული სფეროს თითქმის ყველა მიმართულებით იმუშავა - სოციალური მედიის კონტენტი, კომუნიკაციის სტრატეგია, ქოფირაითინგი, ვიდეო-ფროდაქშენი, სატელევიზიო თუ ციფრული რეკლამა, სცენარი, ბლოგი, კრეატიული გუნდის მენეჯმენტი

? დარეგისტრირდი შეხვედრაზე და შეინახე დასწრების ბმული



რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

გრაფიკული დიზაინის კურსი

კურსის მიზანია დამწყებ დიზაინერებს გააცნოს საკომუნიკაციო მასალების ვიზუალური გადაწყვეტების ის ძირითადი პრინციპები და პროგრამული ინსტრუმენტები, რაც აუცილებელია მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად.

მენტორინგის პროგრამა - სტრატეგიული HR: თანამშრომლების შეფასების სისტემები და სამოტივაციო სქემები

პერფორმანსის მართვის კურსის ერთ-ერთი მიზანია HR-ებმა და სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებების ხელმძღვანელებმა მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა HR-ის სტრატეგიული საკითხების შესახებ, რომლებიც მათ დაეხმარება შეფასების სისტემების დანერგვაში, სამოტივაციო სქემების აწყობაში, თანამშრომლების განვითარების გეგმების გაწერასა და კომპანიაში კონსტრუქციული უკუკავშირის კულტურის ჩამოყალიბებაში. უმთავრესი მიზანია, ეს ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში და კურსის განმავლობაში, მათ მიერ შერჩეულ მიმართულებაში, მენტორების დახმარებით, შეიმუშაონ/დანერგონ ყველა ის საკითხი, რასაც ისწავლიან თეორიაში.

IT პროექტების მართვა და AGILE გუნდის ფასილიტაცია

IT პროექტების მართვისა და Agile გუნდის ფასილიტაციის კურსის მიზანია დამწყებ ან მოქმედ IT პროექტების მენეჯერებს, პროექტების მართვით დაინტერესებულ პირებს გააცნოს IT პროექტების მართვის სპეციფიკა, ტექნიკები და გამოყენების შესაძლებლობები და ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ და მხარს უჭერენ სხვებს გადაწყვეტილებების მიღებაში და მართავენ შეხვედრებს (მათ შორის, გუნდის ლიდერებს, ხელმძღვანელებს, Scrum Master-ებს, დამწყებ თუ Agile Coach-ებსა და პროექტის მენეჯერებს) დაეხმაროს ფასილიტატორის აზროვნების, ცოდნისა და უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

DATA ANALYTICS WITH PYTHON

Data Analytics With Python-ის კურსი შესაძლებლობას მისცემს იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე იკავებენ მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციას (Junior ან Middle დონეზე), განავითარონ საკუთარი SQL და Python უნარები და შეძლონ დიდ და კომპლექსურ მონაცემებთან ბევრად მარტივი ინსტრუმენტებით გამკლავება. სტუდენტები შეძლებენ Python-ის პროგრამული კონცეფციების, სტრუქტურებისა და ოპერაციების ეფექტურ გამოყენებას.

ყველა კურსი