მენტორინგის პროგრამა - სტრატეგიული HR

ღირებულება 1800 ₾ 1600 ₾

განვადებით თვეში 50 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

კურსის შეხვედრები:

  • 18 შეხვედრა
  • თეორია - 24 საათი
  • პრაქტიკა - 14 საათი (ვორქშოფის ფორმატში)

სტრატეგიული HR-ის კურსის მიზანი

პერფორმანსის მართვის კურსის ერთ-ერთი მიზანია HR-ებმა და სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებების ხელმძღვანელებმა მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა HR-ის სტრატეგიული საკითხების შესახებ, რომლებიც მათ დაეხმარება შეფასების სისტემების დანერგვაში, სამოტივაციო სქემების აწყობაში, თანამშრომლების განვითარების გეგმების გაწერასა და კომპანიაში კონსტრუქციული უკუკავშირის კულტურის ჩამოყალიბებაში. 

სტრატეგიული HR-ის კურსის უმთავრესი მიზანია, სტუდენტებმა ეს ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში და კურსის განმავლობაში, მათ მიერ შერჩეულ მიმართულებაში, მენტორების დახმარებით, შეიმუშაონ/დანერგონ ყველა ის საკითხი, რასაც ისწავლიან თეორიაში.

სტრატეგიული HR-ის კურსის შედეგები

კურსის გავლის შედეგად, HR-ში მომუშავე პროფესიონალი შეძლებს პერფორმანსის სრული ციკლის მართვას, კერძოდ:

  • სტრატეგიული მიზნების განსაზღვრას
  • ინდივიდუალური მიზნების ორგანიზაციულ მიზნებთან შესაბამისობაში მოყვანას
  • მიზნების დასახვის ძირითადი მეთოდების გამოყენებას: KPI, MBO,OKR, 360
  • მიზნების დასახვას SMART მეთოდოლოგიით
  • კონსტრუქციული უკუკავშირის პროცესის წარმართვას
  • კომპანიის სწავლებისა და განვითარების საჭიროებების ანალიზს
  • პროფესიული და პიროვნული განვითარების საჭიროებების იდენტიფიცირებას
  • თანამშრომლების განვითარების გეგმის დასახვას
  • ტრენინგებისა და განსავითარებელი აქტივობების დაგეგმვასა და აღსრულებას
  • განხორციელებული აქტივობების ეფექტიანობის შეფასებას
  • მოტივაციური სქემების შემუშავებას
  • თანამშრომელთა კმაყოფილების გაზომვას
  • შედეგების ანალიზსა და ინტერპრეტაციას
  • თანამშრომელთა ჩართულობის გაზრდისათვის აქტივობების დაგეგმვასა და აღსრულებას
  • ზემოთ ჩამოთვლილი პროცესების პროგრესის მონიტორინგსა და მხარდაჭერის უზრუნველყოფას

სასწავლო კურსის მოთხოვნები

  • აუდიტორია: HR სპეციალისტები და სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებების ხელმძღვანელები, ვინც დაინტერესებულია სამუშაოს შეფასებისა  და სამოტივაციო სისტემებით 
  • მოთხოვნები: სასურველია, შეფასების სისტემებისა და სამოტივაციო სქემების შესახებ ინტერესისა და საჭიროების ქონა მიმდინარე პოზიციაზე       

რეგისტრაცია ➜

შეფასებები

ანონიმური შეფასება

 ძალიან კმაყოფილი ვარ, ლექტორები ყველაფერს დეტალურად გვიხსნიან. თუ გსურთ სრულად ჩაწვდეთ შეფასების სისტემებს, თავისი პრაქტიკული ნაწილით და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემით, მანამ სანამ მთლიანად არ გაიგებ საკითხს, შეიძინე ეს კურსი და ისიამოვნე

ანა პეტრიაშვილი

HR მენეჯმენტში რამდენიმეწლიანი გამოცდილება მაქვს, თუმცა ყოველთვის ვცდილობ განვვითარდე და ცოდნა გავიღრმაო. პერფორმანსის მართვა თანამედროვე ორგანიზაციებისთვის გადამწყვეტი ფაქტორია, რადგან სწორად დაგეგმილი და აღსრულებული სისტემა თანამშრომლების მოტივაციასა და კომპანიის შედეგიანობაზე დადებითად აისახება. ამ კურსმა კი მომცა შესაძლებლობა მესწავლა და რეალურ გარემოში გამომეყენებინა საუკეთესო პრაქტიკები. ყველაზე საინტერესო იყო KPIs-ის სწორად განსაზღვრისა და მათი ორგანიზაციულ მიზნებთან დაკავშირების პროცესი. სრულად

ოლიკო ნებიერიძე

სტრატეგიული HR-ის კურსი იყო საინტერესო, მრავალფეროვანი და დატვირთული პრაქტიკული გამოცდილებით. ეს კურსი გამოადგება არა მხოლოდ HR-ებს, არამედ მაღალი რგოლის მენეჯერებს, განსაკუთრებით იმ კომპანიებში სადაც ცვლილებები არის დასაგეგმი.

თეა რომელაშვილი

კურსის განმავლობაში უფრო მეტი ინფორმაცია მივიღე პერფორმანსისა და პოტენციალის შეფასების ტექნიკებზე და პრაქტიკული სამუშაოების დახმარებით ვისწავლე მათი ეფექტურად შერჩევა, არსებულ ბიზნეს მოდელზე მორგება და შედეგების ანალიზი.

თეა რომელაშვილი

სასწავლო პროცესით კმაყოფილი ვარ, თეორიული მასალა იმ ფორმით არის მოწოდებული, რომ შემდეგ მისი პრაქტიკაში გადატანა საკმაოდ მარტივდება.

ანონიმური შეფასება

მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ის, რომ გვქონდა შესაძლებლობა, პრაქტიკაში განგვეხორციელებინა განვლილი თემები, ამის შემდეგ გავდიოდით მენტორთან და ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად შედეგებს, ვიღებდით უკუკავშირს.

ტატიანა მეტრეველი

თეორიულ მასალაში თემატიკის ქრონოლიგია უნაკლოა, პროცესი სრულყოფილად ორგანიზებული.ლექტორების გუნდი არის  ორიენტირებულია განვითარებაზე და წარმატებაზე. კურსი, რომელიც გაძლევს მოტივაციას და ახლის სწავლის სტიმულს. კურსი, რომელიც არ გინდა, რომ დასრულდეს!

ანონიმური შეფასება

კურსი იყო ძალიან საინტერესო ინფორმაციით სავსე და კარგად ორგანიზებული. მომცა ძალიან ღირებული ცოდნა, რომელიც სამომავლოდ აუცილებლად დამეხმარება ჩემი კარიერის განვითარებაში.

ანონიმური შეფასება

ძალიან კმაყოფილი ვარ შინაარსობრივი ნაწილით, ნამდვილად სასარგებლო და რელევანტური ოყო გაზიარებულ სილაბუსთან მიმართებით.

ანონიმური შეფასება

მიხარია, რომ ლექტორების გაცნობის შესაძლებლობა მომეცა. ნამდვილად თავისი საქმის პროფესიონალები არიან, ძალიან საინტერესო ქეისებს გვიზიარებდნენ საკუთარი გამოცდილებიდან. 

ლია ხმალაძე

 სრულყოფილი მასალაა, კმაყოფილი ვარ იმაზე მეტად ვიდრე მოლოდინი მქონდა. საუკეთესო მენტორები - ცოდნით, გამოცდილებით და გადმოცემის უნარით; სიამოვნებით დავესწრებოდი კურსს კიდევ ერთხელ,  იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა და იდეალური მენტორები არიან ლიკა და ეთუნა.


სხვა კურსები

HR მენეჯმენტი პრაქტიკაში

HR მენეჯმენტის კურსის მიზანია სტუდენტები გაეცნონ ადამიანური კაპიტალის მართვის ძირითად პრინციპებს, მიზნებსა და ადმინისტრაციულ პროცესებს და შესძლონ მათი პრაქტიკაში გამოყენება უნიკალური დავალებებისა და სიმულაციების შედეგად.

Data Analytics & BI Development (SQL & Power BI)

კურსის მიზანია მსმენელმა შეისწავლოს მონაცემთა ანალიტიკა, ბაზებთან მუშაობის პრინციპები MSSQL ენის გამოყენებით და ინფორმაციის ვიზუალიზაცია BI ხელსაწყოების მეშვეობით.

MS EXCEL-ის საბაზისო კურსი

კურსის მიზანია სტუდენტმა მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ეკონომიკური პროცესების მოდელირებიასა და ბიზნეს სიტუაციების ანალიზში.

HR ადმინისტრირება პრაქტიკაში

HR ადმინისტრირების კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს პრაქტიკული ცოდნა და უნარები ორგანიზაციაში HR პროცესების სწორად ორგანიზებისა და ადმინისტრირებისათვის. სტუდენტები გაეცნობიან HR პოლიტიკებისა და პროცედურების შექმნის, თანამშრომელთა დოკუმენტაციის მართვისა და შრომითი ურთიერთობების ადმინისტრირების ძირითად პრინციპებს.

ყველა კურსი