MICROSOFT SQL SERVER DATABASE FUNDAMENTALS - კურსის პრეზენტაცია

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

✨ 1-ელ თებერვალს, 20:00 საათზე, გეპატიჟებით უფასო ლექციაზე: ,,MICROSOFT SQL SERVER DATABASE FUNDAMENTALS - კურსის პრეზენტაცია''

✨ შეხვედრაზე ვისაუბრებთ Microsoft SQL მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების მუშაობისა და ფუნქციონირების პრინციპების შესახებ და გაიგებ, რატომ გამოიყენება Microsoft SQL მონაცემთა ბაზების მართვისას 

📌 სპიკერის შესახებ

✨ სოსო ბერიძეს მონაცემთა ბაზებთან (Oracle, MS SQL) მუშაობისა და დეველოპმენტის (C, C++, Java, .NET) 20+ წლიანი გამოცდილება აქვს

2018-2022 წლებში იგი დასაქმებული იყო ეროვნულ ბანკში, სადაც აპლიკაციების ადმინისტრირების განყოფილების უფროსის პოზიციას იკავებდა IT დეპარტამენტში
📌 სოსო 2018-2022 წლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი იყო მონაცემთა ბაზების საწყისების (Oracle) და PL/SQL მიმართულებით
📌 2020 წლიდან დღემდე ის არის ISSP ტრენინგ ცენტრის მოწვეული ლექტორი მონაცემთა ბაზების საწყისების (Oracle, MS SQL), PL/SQL და T-SQL მიმართულებით
📌 სოსო ბერიძე არის Oracle-ის სერტიფიცირებული სპეციალისტი - Oracle Database SQL Certified Associate
? ამჟამად იგი იკავებს სისტემის ანალიტიკოსის პოზიციას TBC ბანკში

✨ დარეგისტრირდი შეხვედრაზე და შეინახე დასწრების ბმული



კონსულტაციისთვის დამიკავშირდი 0322 12 10 25

რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

PR, EVENT BRANDING & MANAGEMENT

PR, EVENT BRANDING & MANAGEMENT კურსის მიზანია მსმენელებს გააცნოს PR-ის, ციფრული და სოციალური მედიის, ბრენდინგის, რეპუტაციის მართვის საფუძვლები ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ჭრილში. ივენთ მენეჯმენტის ლექციებზე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიცნონ ღონისძიებების ბრენდინგისა და მართვის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები, განივითარონ ღონისძიებების ეფექტური კონცეფციის შემუშავების, დაგეგმვისა და მართვის უნარები, ასევე, ხელი შეუწყონ მათ კრეატიულ და სტრატეგიულ აზროვნებას.

პროექტების მართვა - PMP გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი

პროექტების მართვის კურსის მიზანია მონაწილეებს მიაწოდოს პროექტების მართვის გამოცდის სამი ძირითადი დომეინის: ადამიანების, პროცესებისა და ბიზნეს გარემოს მართვის შესახებ ცოდნა. კურსის ფარგლებში მონაწილეები დეტალურად შეისწავლიან პროექტის მართვის სხვადასხვა მიდგომებს (Waterfall, Agile, Hybrid), პროექტის მართვის ციკლის თითოეული ფაზის და შესაბამის ფაზაზე გამოყენებული ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციას. ამასთან, კურსის მიზანია PMP სერტიფიცირებისთვის აუცილებელი საკვანძო კონცეფციების, პროცესებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესახებ მყარი თეორიული საფუძვლის შექმნა.

FRONT-END DEVELOPMENT & SEO With React JS

ფრონტ ენდ დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს ფრონტ ენდ დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი საკუთარი ვებ გვერდის ასაწყობად და ამ მიმართულებით კარიერის შესაქმნელად.

UX/UI დიზაინის კურსი

UI/UX დიზაინის კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ვებ აპლიკაციების აწყობის სტრუქტურას და დამოუკიდებლად შეძლებენ ვებ გვერდის დიზაინის აწყობას.

ყველა კურსი