პროექტების მართვა - PMP
-
- ლექტორი მერი ჯანგავაძე
-
- შეხვედრები
-
Online
2 თვე, 17 შეხვედრა - 35 სთ
-
- დაწყების თარიღი
- 7 სექტემბერი
-
ორშაბათი 19:00 - 21:00 სთ
ოთხშაბათი 19:00 - 21:00 სთ
ღირებულება 1600 ₾ 1400 ₾
განვადებით თვეში 44 ₾-დან
პროექტების მართვის კურსის მიზანია მონაწილეებს მიაწოდოს პროექტების მართვის გამოცდის სამი ძირითადი დომეინის: ადამიანების, პროცესებისა და ბიზნეს გარემოს მართვის შესახებ ცოდნა. კურსის ფარგლებში მონაწილეები დეტალურად შეისწავლიან პროექტის მართვის სხვადასხვა მიდგომებს (Waterfall, Agile, Hybrid), პროექტის მართვის ციკლის თითოეული ფაზის და შესაბამის ფაზაზე გამოყენებული ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციას. ამასთან, კურსის მიზანია PMP სერტიფიცირებისთვის აუცილებელი საკვანძო კონცეფციების, პროცესებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესახებ მყარი თეორიული საფუძვლის შექმნა.
სასწავლო კურსის შედეგები
- მონაწილეები მიიღებენ ცოდნას პროექტების მართვის Waterfall, Agile, Hybrid მიდგომების, ამ მიდგომების სპეციფიკისა და მეთოდოლოგიების შესახებ;
- მონაწილეებს ექნებათ დეტალური ცოდნა პროექტის მართვის ციკლის თითოეული ფაზის და შესაბამის ფაზაზე შექმნილი დოკუმენტებისა და გამოყენებული ინსტრუმენტების შესახებ;
- მონაწილეები მიიღებენ სიღრმისეულ ცოდნას PMP გამოცდის 3 მთავარი დომეინის: ადამიანების, პროცესებისა და ბიზნეს გარემოს შესახებ;
- მონაწილეები გამოიმუშავებენ/განივითარებენ თანამედროვე პროექტების ეკონომიკაში წარმატების მისაღწევად აუცილებელ ხედვებსა და უნარებს.
სასწავლო კურსის მოთხოვნები
- ინგლისური ენის ცოდნა (მონაწილეებმა უნდა იცოდნენ ინგლისური ენა იმ დონეზე, რომ შეეძლოთ ინგლისურენოვანი სასწავლო მასალის გაცნობა/გააზრება).