პროდუქტის მარკეტერი VS მარკეტერი

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

📌 30 აგვისტოს, 20:00 საათზე, გიწვევთ უფასო ღია ლექციაზე - "პროდუქტის მარკეტერი VS მარკეტერი" 

კურსში შეიტყობ, რომ პროდუქტის მარკეტინგი არის სახელმძღვანელო, რომელიც ეხმარება პროდუქტს იპოვოს სწორი გზა მომხმარებლებისკენ. ეს გულისხმობს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვისაუბროთ პროდუქტზე, როგორ გავყიდოთ ეფექტურად და დავწრმუნდეთ, რომ არსებულ და პოტენციურ მომხმარებელს კარგად ესმის მისი ღირებულება.


ლექტორის შესახებ

  • თიბისის ციფრული ბანკინგის (მობაილ/ინტერნეტ ბანკი/ციფრული პროდუქტები) მარკეტინგის  მიმართულების ლიდი;
  • მას აქვს პროდუქტის მარკეტინგში 10+ წელზე მეტი გამოცდილება;
  • მისი გამოცდილება, პროდუქტის მარკეტერების ლიდის პოზიციაზე,  მოიცავს ციფრული პროდუქტების ყველა სეგმენტის (მას რითეილი, კონცეპტი, ბიზნეს კლიენტები) ციფრული პროდუქტების ზრდის სტიმულირებასა და 360 გრადუსიანი მასშტაბის მქონე კამპანიების მართვას;
  • უმუშავია ციფრული პროდუქტების მიმართულებით სტაჟიორების და პროდუქტის მენეჯერების მენტორის პოზიციაზე;
  • სალი არის 40-ზე მეტი დამოუკიდებელი (ფრილანს) პროექტის ხელმძღვანელი - ბრენდინგის, სტრატეგიის და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით;
  • არის TBC Game-ის, პირველი ციფრული საბანკო თამაშის შექმნის იდეის ავტორი.
  • TOUCH Platform-ის მოწვეული სპიკერი;
  • საქართველოში პირველი სამაგიდო თამაშების კლუბის “Tsibakha Game Club”-ის თანადამფუძნებელი;
  • ექაუნთის მენეჯერის პოზიციაზე უმუშავია საერთაშორისო კრეატიულ სააგენტოში “Saatchi & Saatchi Tbilisi” ისეთ კლიენტებთან, როგორებიცაა Nestle, Bosch, Leibniz, Lowenbrau და სხვა;
  • ის არის ბიზნეს ადმინისტრაციის მაგისტრი (MBA).


რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედიის მარკეტინგის კურსი აგებულია სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხურიანი მოდელის ირგვლივ, შესაბამისად, სასწავლო მასალა არის თანმიმდევრული და ლოგიკური, ხოლო სტუდენტს ეძლევა საშუალება ააწყოს ისეთი სოციალური მედია სტრატეგია, რომლის მეშვეობითაც მიაღწევს სასურველ მარკეტინგულ მიზნებს.

IT პროექტების მართვა და AGILE გუნდის ფასილიტაცია

IT პროექტების მართვისა და Agile გუნდის ფასილიტაციის კურსის მიზანია დამწყებ ან მოქმედ IT პროექტების მენეჯერებს, პროექტების მართვით დაინტერესებულ პირებს გააცნოს IT პროექტების მართვის სპეციფიკა, ტექნიკები და გამოყენების შესაძლებლობები და ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ და მხარს უჭერენ სხვებს გადაწყვეტილებების მიღებაში და მართავენ შეხვედრებს (მათ შორის, გუნდის ლიდერებს, ხელმძღვანელებს, Scrum Master-ებს, დამწყებ თუ Agile Coach-ებსა და პროექტის მენეჯერებს) დაეხმაროს ფასილიტატორის აზროვნების, ცოდნისა და უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

მარკეტინგის მენეჯმენტი

მარკეტინგის კურსის მიზანია სტუდენტებს მიაწოდოს საფუძვლიანი და პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა მარკეტინგის სფეროს შესახებ. სწორედ ამიტომ, კურსის თითოეული თემა ასახავს და მოიცავს მარკეტინგის შემადგენელ კომპონენტებს, რათა სტუდენტმა მიიღოს და დააგროვოს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა არამედ განივითაროს პრაქტიკული უნარებიც, რაც თანამედროვე ბიზნეს გარემოში მარკეტინგის სპეციალისტს ეფექტურსა და მაღალკონკურენტუნარიანს გახდის. კურსის საშუალებით სტუდენტები შეისწავლიან თუ როგორ უნდა დაგეგმონ, განახორციელონ და შეაფასონ მარკეტინგული კამპანიები.

კრიზისული კომუნიკაციების მართვის პრაქტიკული კურსი

კრიზისული კომუნიკაციების მართვის სასერტიფიკატო კურსი აერთიანებს სამ მოდულს, რომლის ცალკეული ნაწილი ეძღვნება კომუნიკაციას წინაკრიზისულ, კრიზისულ და პოსტ-კრიზისულ პერიოდს. კურსის მიზანია მონაწილეები გაეცნონ კრიზისის მართვის ფუნდამენტურ და თანამედროვე თეორიებს, სტრატეგიებს, ტაქტიკებსა და პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულების მეშვეობით გამოიმუშაონ ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციაში კრიზისის მართვის პრაქტიკული უნარები.

ყველა კურსი