სოციალური მედია მარკეტინგის კურსი
-
- ლექტორი ალექსანდრა კნიაზიანი
-
- შეხვედრები
-
ფიზიკურად+ონლაინ
2 თვე, 15 შეხვედრა - 30 სთ
-
- დაწყების თარიღი
- 1 სექტემბერი
-
სამშაბათი 20:00-22:00 სთ
ხუთშაბათი 20:00-22:00 სთ
ღირებულება 1090 ₾ 970 ₾
განვადებით თვეში 30 ₾-დან
სოციალური მედიის მარკეტინგის კურსი აგებულია სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხურიანი მოდელის ირგვლივ, შესაბამისად, სასწავლო მასალა არის თანმიმდევრული და ლოგიკური, ხოლო სტუდენტს ეძლევა საშუალება ააწყოს ისეთი სოციალური მედია სტრატეგია, რომლის მეშვეობითაც მიაღწევს სასურველ მარკეტინგულ მიზნებს.
სასწავლო კურსის შედეგები
სოციალური მედია მარკეტინგის კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:
- სოციალური მედიის მარკეტინგის მიზნის განსაზღვრას, რომელიც აუცილებელია წარმატებული ონლაინ კამპანიების მისაღწევად;
- თუ როგორ აღწერონ და განსაზღვრონ სოციალური მედიის მარკეტინგის სწრაფად განვითარებადი როლი საზოგადოებასთან ურთიერთობაში, რეკლამასა და მარკეტინგში;
- განსაზღვრონ სოციალური მედიის მარკეტინგის კვეთა ბიზნესის ყველა ასპექტთან;
- განავითარონ ეფექტური სოციალური მედიის მარკეტინგული სტრატეგიები სხვადასხვა ტიპის ინდუსტრიებისა და ბიზნესებისთვის;
- განსაზღვრონ მიზნობრივი ბაზრები კონკრეტული სოციალური მედიის პლატფორმებისთვის;
- გამოიყენონ საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური მედიის პლატფორმები და საჭიროებისამებრ მოახდინონ მომხმარებელზე ზემოქმედება ან/და კომპანიის, ბრენდის, პროდუქტის, სერვისის თუ პიროვნების პოპულარიზება;
- თვალყური ადევნონ სოციალური მედიის მიზნების მიღწევის პროგრესს სხვადასხვა საზომი ხელსაწყოების, სერვისებისა და მეტრიკების მეშვეობით;
- შეაფასონ საქართველოში არსებული რეალობა და გაითვალისწინონ ის რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გამოიყენონ სოციალური მედია კამპანიის ფარგლებში;
- შეაჯამონ ყოველივე ზემოთქმული და გამოიყენონ ეს ინფორმაცია სოციალური მედიის სტრატეგიაში.
სასწავლო კურსის მოთხოვნები
სოციალური მედია მარკეტინგის კურსი არის შესავალი სოციალური მედიის სამყაროში. სტუდენტს დასჭირდება ინგლისური ენის ცოდნა საბაზისო დონეზე (A2-B1), ლეპტოპი და ენთუზიაზმი.