ვიდეო მონტაჟის მასტერკლასი Premiere Pro-ში
-
- ლექტორი გიორგი ჟვანია
-
- შეხვედრა
- 1 შეხვედრა - 2 სთ
-
- თარიღი
- 16 იანვარი
- Online
💫 16 იანვარს, 20:00 საათზე სმარტ აკადემია გიწვევთ უფასო ვიდეო მონტაჟის მასტერკლასზე Premiere Pro-ში.
🚀 ღია ლექციას გაუძღვება გიორგი ჟვანია, რომელიც არის ვიდეოგრაფი და ვიდეომემონტაჟე სმარტ აკადემიაში.
ვიდეო მონტაჟი - ADOBE PREMIERE PRO-ს სასწავლო კურსი მონაწილეებს მისცემს ვიდეოედითინგის პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას. კურსი მოიცავს სხვადასხვა ტექნიკას, ინსტრუმენტებს და პროგრამებს, რომლებიც საჭიროა მაღალი ხარისხის ვიდეოების შესაქმნელად
ლექტორის შესახებ
🔸 გიორგი ჟვანია ამჟამად მუშაობს სმარტ აკადემიაში ვიდეოგრაფად და ვიდეოედითორად. ის იღებს ლექტორებისა და სტუდენტების ვიდეოებს და პოდკასტებს Youtube-სთვის;
🔸 სარეკლამო სააგენტო “მავერიკთან” პროექტული თანამშრომლობის ფარგლებში უმუშავია ისეთ პროექტებზე, როგორიცაა: სამშენებლო კომპანიების ვიდეორგოლები, თბილისი ბულვარი და სხვა;
🔸 გიორგი Youtube არხისთვის - “ჰამაკი” იღებს ქართულ Youtube-ში ყველაზე დიდ პროექტს - Youtube league, სხვადასხვა იუთუბ ვიდეოებსა და სერიალს;
🔸 გიორგი თანამშრომლობდა სხვადასხვა Youtube არხთან, რომლის ფარგლებშიც იღებდა და ამონტაჟებდა ვიდეოებს შიდა და გარე გადაღებებისთვის;
🔸 უძრავი ქონების გადაღებისა და მონტაჟის მიმართულებით თანამშრომლობდა არაბულ კომპანიასთან Stateya-სთეითეი და კედარო ჯგუფი.
დარეგისტრირდი ონლაინ მასტერკლასზე და შეინახე დასწრების ბმული 🥰