PAYROLL-ის პრაქტიკული კურსი: სრული ციკლი გამოთვლებიდან რეპორტებამდე

ღირებულება 1200 ₾ 1050 ₾

განვადებით თვეში 33 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

კურსის შეხვედრები:

PAYROLL-ის პრაქტიკული კურსი მოიცავს 9 შეხვედრას - 10 სალექციო და 14 პრაქტიკულ საათს. 

PAYROLL-ის პრაქტიკული კურსის მიზანი:

PAYROLL-ის პრაქტიკული კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს პრაქტიკული ცოდნა და უნარები Payroll-ის (შრომის ანაზღაურების) სისტემის დაგეგმვის, გამოთვლისა და მართვის შესახებ. მონაწილეები გაიცნობენ Payroll-ის სრულ ციკლს - შემომავალი დოკუმენტაციიდან საბოლოო ანგარიშსწორებამდე, ისწავლიან ხელფასის კომპონენტების სტრუქტურირებასა და კანონმდებლობის გათვალისწინებას. შექმნიან მათ სპეციფიკაზე მორგებულ და ავტომატურ გამოთვლებზე დაფუძნებულ Payroll ფაილს Excel-ში, ასევე გამოიყენებენ ამ ფაილს პრაქტიკული დავალებების დროს.

კურსის მსმენელები შეძლებენ:

  • Payroll-ის სრული ციკლის მართვას - დოკუმენტაციიდან საბოლოო ანგარიშსწორებამდე;
  • ხელფასის ძირითადი კომპონენტების სწორად გამოთვლას (ფიქსირებული, დანამატები, ზეგანაკვეთური, ბონუსები, შვებულება, ავადმყოფობა);
  • Payroll პროცესის კანონთან შესაბამისობაში მართვას;
  • Excel / Google Sheets-ში Payroll მოდელის შექმნას და ავტომატიზაციას;
  • მონაცემების კონსოლიდაციას და მრავალფაილიან სისტემებთან მუშაობას;
  • Payroll პროცესის სიზუსტის კონტროლს და მონაცემების ვალიდაციას;
  • Payroll რეპორტებისა და Dashboard-ების მომზადებას;
  • რთული შემთხვევების მართვას (კონტრაქტორები, ნაწილობრივი განაკვეთი, საბოლოო ანგარიშსწორება);
  • Payroll პროცესის სტანდარტიზაციას და შესაბამისი პროცედურის შექმნას;
  • HR ადმინისტრირებასთან Payroll-ის კავშირის გააზრებას.

ლექტორები

ლელა კეკუა

  • ლელა კეკუა - ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების 15 წლიანი სამუშაო გამოცდილებით;
  • მისი კარიერა ადამიანური რესურსების მიმართულებით კომპანია „Caucasus Online“-ში დაიწყო შერჩევის მენეჯერის პოზიციაზე;
  • მუშაობდა ასევე კომპანია „ICR“-ში,  ტრენინგებისა და კარიერული განვითარების მენეჯერის პოზიციაზე;
  • მომსახურების სფეროში 8 წლიანი სამუშაო გამოცდილების შემდეგ, ის ხელმძღვანელობდა „საქართველოს რკინიგზის“ ადამიანური რესურსების დეპარტამენტს, რომელიც წარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებელს;
  • „საქართველოს რკინიგზა“-ში მუშაობის პერიოდში კურირებდა პროფესიული განათლების პროექტს სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯთან თანამშრომლობით;
  • უმუშავია „აჭარა ჯგუფი“-ს ადამიანური რესურსების მართვის კონსულტანტის პოზიციაზე;
  • ამ ეტაპზე ლელა წარმოადგენს საერთაშორისო კომპანია „IBA Group“-ს საქართველოს ოფისს;
  • ლელასთვის მნიშვნელოვანია, როგორც საკუთარი განვითარება, ასევე სტუდენტებისთვის ახალი გამოცდილების გაზიარება, მათი პროფესიული ზრდისა და სირთულეების გადალახვის ხელშეწყობა.

სოფო კაჭარავა

  • ბიზნეს საკონსულტაციო და მომსახურების კომპანია SMART Support-ის  პარტნიორი, განვითარების მიმართულების ლიდი;
  • 5 წლიანი სამუშაო გამოცდილებით HR-ში შერჩევის მიმართულებით. 
  • იცნობს IT & Tech Recruitment-ის პრინციპებს;
  • მუშაობდა სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელ კომპანიებთან და იცნობს მათ სპეციფიკებს;
  • გარდა ძირითადი საქმიანობისა, მუშაობდა პროცესების გაციფრულებასა და ოპტიმიზაციაზე;
  • აქვს მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის ბაკალავრის ხარისხი.

სტუდენტის კარიერის პროგრამა


რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.


რეგისტრაცია ➜

შეფასებები

ნათია ხვიჩია

 კმაყოფილი და მადლიერი ვარ თქვენს გუნდთან თანამშრომლობით. ბევრი საჭირო უნარი შევიძინე. გისურვებთ წარმატებას თქვენც და ჩემს თავსაც 🤗💫 მადლობა სოფოს, გასაგები ენით ხსნიდა მასალას. ჩემთვის,  ექსელი უკვე საკმაოდ ნაცნობია 😀

მარიამ ასლანიშვილი

ყოფილი ვარ იმ ცოდნით რაც მივიღე და რაც მთავარია მადლიერი ვარ ლელასი და სოფოსი გაზიარებული ცოდნისთვის. ძალიან ყურადღებიანი და სასიამოვნო ადამიანია ორივე, მიხარია რომ მომეცა მათი გაცნობის საშუალება. წარმატებას გისურვებთ!

მარიამ ასლანიშვილი

ყოფილი ვარ იმ ცოდნით რაც მივიღე და რაც მთავარია მადლიერი ვარ ლელასი და სოფოსი გაზიარებული ცოდნისთვის. ძალიან ყურადღებიანი და სასიამოვნო ადამიანია ორივე, მიხარია რომ მომეცა მათი გაცნობის საშუალება. წარმატებას გისურვებთ!


სხვა კურსები

DATA ANALYTICS WITH PYTHON

Data Analytics With Python-ის კურსი შესაძლებლობას მისცემს იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე იკავებენ მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციას (Junior ან Middle დონეზე), განავითარონ საკუთარი SQL და Python უნარები და შეძლონ დიდ და კომპლექსურ მონაცემებთან ბევრად მარტივი ინსტრუმენტებით გამკლავება. სტუდენტები შეძლებენ Python-ის პროგრამული კონცეფციების, სტრუქტურებისა და ოპერაციების ეფექტურ გამოყენებას.

Front-end Development with React.JS

კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს React JS-ზე დაფუძნებული მცირე და საშუალო ზომის web აპლიკაციების შექმნა და მოამზადოს სტუდენტი ამ მიმართულებით ჯუნიორ პოზიციაზე დასასაქმებლად.

UX/UI დიზაინის კურსი

UI/UX დიზაინის კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ვებ აპლიკაციების აწყობის სტრუქტურას და დამოუკიდებლად შეძლებენ ვებ გვერდის დიზაინის აწყობას.

მენტორინგის პროგრამა - სტრატეგიული HR: თანამშრომლების შეფასების სისტემები და სამოტივაციო სქემები

პერფორმანსის მართვის კურსის ერთ-ერთი მიზანია HR-ებმა და სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებების ხელმძღვანელებმა მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა HR-ის სტრატეგიული საკითხების შესახებ, რომლებიც მათ დაეხმარება შეფასების სისტემების დანერგვაში, სამოტივაციო სქემების აწყობაში, თანამშრომლების განვითარების გეგმების გაწერასა და კომპანიაში კონსტრუქციული უკუკავშირის კულტურის ჩამოყალიბებაში. უმთავრესი მიზანია, ეს ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში და კურსის განმავლობაში, მათ მიერ შერჩეულ მიმართულებაში, მენტორების დახმარებით, შეიმუშაონ/დანერგონ ყველა ის საკითხი, რასაც ისწავლიან თეორიაში.

ყველა კურსი