როგორ გავხდე ციფრული მარკეტერი

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

 📌 15 იანვარს, 20:00 საათზე, სმარტ აკადემია გიწვევს ციფრული მარკეტინგის უფასო ღია ლექციაზე "როგორ გავხდე ციფრული მარკეტერი"

☀️ ვინ არის თიო ზარნაძე?

? თიო ზარნაძე არის ციფრული მარკეტერი, ციფრულ მარკეტინგში 7+ წლიანი გამოცდილებით. 

? მისი გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა მარკეტინგულ და ციფრულ სააგენტოში კრეატიული და ციფრული განყოფილების ხელმძღვანელობას, ასევე თიო არის Google Ads პლატფორმის სერტიფიცირებული ედვერთაიზერი. 

? სოციალური მედიის და ციფრული მარკეტინგის ლექტორობის 3+ წლიან გამოცდილებასთან ერთად, თიო მიწვეული ექსპერტის სტატუსით მუშაობდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ  პირველი აკრედიტირებული „სოციალური მედიის მართვის“ პროფესიული მომზადების პროგრამის შექმნაში პროექტის „Updating VET in Georgia with Estonian experience“ ფარგლებში.

? ლექცია მაქსიმალურად ინტერაქციული ხასიათის იქნება და შეძლებ შენთვის საინტერესო პასუხების მოსმენას

? დარეგისტრირდი შეხვედრაზე და შეინახე დასწრების ბმული 


რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

DATA ANALYTICS WITH PYTHON

Data Analytics With Python-ის კურსი შესაძლებლობას მისცემს იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე იკავებენ მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციას (Junior ან Middle დონეზე), განავითარონ საკუთარი SQL და Python უნარები და შეძლონ დიდ და კომპლექსურ მონაცემებთან ბევრად მარტივი ინსტრუმენტებით გამკლავება. სტუდენტები შეძლებენ Python-ის პროგრამული კონცეფციების, სტრუქტურებისა და ოპერაციების ეფექტურ გამოყენებას.

MS EXCEL მონაცემთა ანალიზისთვის

კურსის მიზანია, სტუდენტი დაეუფლოს Excel-ის რთულ ფორმულებს, რომელთა გამოყენება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ეკონომიკური პროცესების ანალიზში.

IT პროექტების მართვა და AGILE გუნდის ფასილიტაცია

IT პროექტების მართვისა და Agile გუნდის ფასილიტაციის კურსის მიზანია დამწყებ ან მოქმედ IT პროექტების მენეჯერებს, პროექტების მართვით დაინტერესებულ პირებს გააცნოს IT პროექტების მართვის სპეციფიკა, ტექნიკები და გამოყენების შესაძლებლობები და ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ და მხარს უჭერენ სხვებს გადაწყვეტილებების მიღებაში და მართავენ შეხვედრებს (მათ შორის, გუნდის ლიდერებს, ხელმძღვანელებს, Scrum Master-ებს, დამწყებ თუ Agile Coach-ებსა და პროექტის მენეჯერებს) დაეხმაროს ფასილიტატორის აზროვნების, ცოდნისა და უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

ყველა კურსი