3D გრაფიკა Blender-ის კურსი
-
- ლექტორი გელა პატარაია
-
- შეხვედრები
-
Online
2.5 თვე, 18 შეხვედრა - 45 სთ
-
- დაწყების თარიღი
- 14 სექტემბერი
-
ორშაბათი 20:00-22:00
ხუთშაბათი 20:00-22:00
ღირებულება 1190 ₾ 1070 ₾
განვადებით თვეში 33 ₾-დან
3D გრაფიკა - Blender-ის კურსის მიზანია სტუდენტებს ასწავლოს სამგანზომილებიანი გრაფიკის პრინციპები. მსმენელებს ეცოდინებათ სამგანზომილებიანი რედაქტორის - Blender-ის - გამოყენებით ობიექტებისა და სცენა-ვიზუალიზაციების აწყობა, ტექსტურირება და შემდგომ, მათი ციფრულ პროდუქტად გადაქცევა.
რას ვისწავლი 3D გრაფიკის კურსზე?
3D რედაქტორთან, კერძოდ Blender-თან მუშაობა;
რენდერინგის ალგორითმების ციკლებისა და რეალურ დროში რენდერის პრინციპები;
მაკომპლემენტირებელი უფასო პროგრამული უზრუნველყოფების გამოყენება;
PBR მატერიალების საფუძვლები;
მატერიალების, UV პროექციებისა და ტექსტურირების პრინციპები;
სხვადასხვა ტიპის გეომეტრიის წარმოდგენა-ვიზუალიზაცია;
ფორმებისა და სცენების რედაქტირება;
სამგანზომილებიანი მოდელირების პრინციპები;
შუქ-ჩრდილებისა და პოსტ-პროცესინგის კონცეფცია.
რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე?
- სასურველია ინგლისურის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე.
- კომპიუტერთან მუშაობის ზოგადი გამოცდილება.
- დაკვირვებულობა, კონცენტრირებულობა, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
3D გრაფიკა Blender-ის კურსის ტექნიკური წინაპირობები:
- აუცილებელია 3 ღილაკიანი მაუსი;
- სასურველია ეკრანის გაფართოება (1920 × 1080p) და ზევით;
- სასურველია კლავიატურაზე NUMPAD ფუნქციონალი (სრული კლავიატურა);
- ოპერაციული სისტემა - Microsoft Windows 10 ან 11;
- პროცესორი (CPU) - Intel i5 7600 და ზევით; რაც ახალია თაობა - უკეთესია; AMD Ryzen 5 1500X და ზევით; რაც ახალია თაობა - უკეთესია;
- ოპერატიული მეხსიერება (RAM) - 12-16 GB კურსისთვის საკმარისია; მეტი უკეთესია;
- ვიდეო ბარათი (Video Card) - Nvidia ბარათებიდან ნებისმიერი RTX სერია მინიმუმ 4 GB ვიდეო მეხსიერებით; რაც უფრო მძლავრია და მეტი ვიდეო მეხსიერება აქვს - უკეთესია; Nvidia-ს ბარათი კურსისთვის პრიორიტეტულია!
- AMD ბარათებიდან ნებისმიერი RX 5000; RX 6000; RX 7000 და ზევით სერიებიდან მინიმუმ 4 GB ვიდეო მეხსიერებით; რაც უფრო მძლავრია და მეტი ვიდეო მეხსიერება აქვს - უკეთესია;
- ნოუთბუქები - მსგავსი კონფიგურაცია რაც აღწერილია ზევით. ნოუთბუქი უნდა გადიოდეს გეიმინგ კლასიფიკაციაში.
ვის შეუძლია 3D გრაფიკა - Blender-ის კურსის გავლა?
სამგანზომილებიანი გრაფიკით დაინტერესებულ ადამიანებს, ვინც აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს.