მარკეტინგის როლი და ძალა კომპანიებში

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

📌 22 იანვარს, 20:00 საათზე, სმარტ აკადემია გიწვევს მარკეტინგის მენეჯმენტის უფასო ღია ლექციაზე "მარკეტინგის როლი და ძალა კომპანიებში"

☀️ ვინ არის ანა გელაშვილი?

✨ ანა გელაშვილი 2021 წლიდან დღემდე იკავებს გენერალური მენეჯერის პოზიციას Ogilvy Georgia-ში, რომელსაც კი 2019 წელს შეუერთდა;
✨ 2021  წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრის საფეხურის სტუდენტებს  ასწავლის პრაქტიკულ კურსს კონტენტის შექმნის პრინციპების შესახებ  სოციალური მედიისთვის;
✨ ასევე 2020-2021 წლებში იყო მოწვეული მენტორი და ტრენერი Spark-ში, სადაც მენტორშიფს უწევდა სტარტაპებს მათი მარკეტინგული სტრატეგიების განვითარებისთვის;
✨ დღემდე აქტიურად არის ჩართული მცირე და საშუალო ბიზნესებისა და სტარტაპების ხელშემწყობ სამენტორო პროგრამებში მარკეტინგისა და PR-ის მიმართულებით;
✨ ანა 2017 წლიდან სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციას იკავებდა სააგენტოებსა და სხვადასხვა პროფილის კომპანიებში;
✨ ანა არის საზოგადოებრივი ურთიერთობების მაგისტრი და ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრი.

? ლექცია მაქსიმალურად ინტერაქციული ხასიათის იქნება და შეძლებ შენთვის საინტერესო პასუხების მოსმენას

? დარეგისტრირდი შეხვედრაზე და შეინახე დასწრების ბმული 


 


რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

კრიზისული კომუნიკაციების მართვის პრაქტიკული კურსი

კრიზისული კომუნიკაციების მართვის სასერტიფიკატო კურსი აერთიანებს სამ მოდულს, რომლის ცალკეული ნაწილი ეძღვნება კომუნიკაციას წინაკრიზისულ, კრიზისულ და პოსტ-კრიზისულ პერიოდს. კურსის მიზანია მონაწილეები გაეცნონ კრიზისის მართვის ფუნდამენტურ და თანამედროვე თეორიებს, სტრატეგიებს, ტაქტიკებსა და პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულების მეშვეობით გამოიმუშაონ ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციაში კრიზისის მართვის პრაქტიკული უნარები.

ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტის კურსი

ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტის კურსი მიზნად ისახავს ინტერიერის დიზაინის, არქიტექტურის და მენეჯმენტის საფუძვლების გააზრებას, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს შეიმუშავონ პროექტები, მართონ პროცესები და უზრუნველყონ ეფექტური კომუნიკაცია დამკვეთებთან.

მენტორინგის პროგრამა - სტრატეგიული HR: თანამშრომლების შეფასების სისტემები და სამოტივაციო სქემები

პერფორმანსის მართვის კურსის ერთ-ერთი მიზანია HR-ებმა და სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებების ხელმძღვანელებმა მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა HR-ის სტრატეგიული საკითხების შესახებ, რომლებიც მათ დაეხმარება შეფასების სისტემების დანერგვაში, სამოტივაციო სქემების აწყობაში, თანამშრომლების განვითარების გეგმების გაწერასა და კომპანიაში კონსტრუქციული უკუკავშირის კულტურის ჩამოყალიბებაში. უმთავრესი მიზანია, ეს ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში და კურსის განმავლობაში, მათ მიერ შერჩეულ მიმართულებაში, მენტორების დახმარებით, შეიმუშაონ/დანერგონ ყველა ის საკითხი, რასაც ისწავლიან თეორიაში.

მარკეტინგის მენეჯმენტი

მარკეტინგის კურსის მიზანია სტუდენტებს მიაწოდოს საფუძვლიანი და პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა მარკეტინგის სფეროს შესახებ. სწორედ ამიტომ, კურსის თითოეული თემა ასახავს და მოიცავს მარკეტინგის შემადგენელ კომპონენტებს, რათა სტუდენტმა მიიღოს და დააგროვოს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა არამედ განივითაროს პრაქტიკული უნარებიც, რაც თანამედროვე ბიზნეს გარემოში მარკეტინგის სპეციალისტს ეფექტურსა და მაღალკონკურენტუნარიანს გახდის. კურსის საშუალებით სტუდენტები შეისწავლიან თუ როგორ უნდა დაგეგმონ, განახორციელონ და შეაფასონ მარკეტინგული კამპანიები.

ყველა კურსი