ბუღალტრული და საგადასახადო ცოდნის ძალა: პირველი გამოცდილება ციფრების სამყაროში

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

  ✨ 20 იანვარს, 20:00 საათზე, სმარტ აკადემია გიწვევს ღია ლექციაზე: "ბუღალტრული და საგადასახადო ცოდნის ძალა: პირველი გამოცდილება ციფრების სამყაროში"


ლექტორების შესახებ

     თიკო ჩარკვიანი

  • პარტნიორებზე ზრუნვის ლიდი - აუდიტორული და ბუღალტრული სერვისების კომპანია “ფინო“;
  • 5+ წელზე მეტი გამოცდილება 10-მდე სექტორსა და 55-ზე მეტ კომპანიაში ბუღალტრული და აუდიტორული სერვისების მიმართულებით; 
  • მონაწილეობს მსხვილ, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებში ბუღალტრული და აუდიტორული ოპერაციების დაგეგმვასა და პროცესების მართვაში;
  • მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს ბუღალტრული სერვისების მიმართულებით სტაჟიორების, უმცროსი ბუღალტრების და მთავარი ბუღალტრების მართვას მენტორის პოზიციაზე;
  • ჩატარებული აქვს 8-ზე მეტი პროფესიული ტრენინგი;
  • ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • მიღებული აქვს ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის მეორე დონის სერტიფიკატი.

    დავით გორდიაშვილი

  • საგადასახადო აუდიტის მენეჯერი - აუდიტორული და ბუღალტრული სერვისების კომპანია “ფინო'';
  • 8 წლიანი გამოცდილება საგადასახადო აუდიტის, ბუღალტრული აღრიცხვისა და პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით;
  • ტრენერი საგადასახადო კოდექსის მიმართულებით - ''ფინო'';
  • ბაკალავრის (BA) და მაგისტრის (MA) ხარისხი აღრიცხვისა და აუდიტის მიმართულებით - ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ACCA - პირველი და მეორე დონის (9 წიგნი) სერტიფიკატის მფლობელი.

    ნინო გათენაძე
  • პორტფელის მენეჯერი - აუდიტორული და ბუღალტრული სერვისების კომპანია “ფინო'';
  • აუდიტორულ კომპანიაში მუშობის 10 წლიანი გამოცდილება, მათ შორის 4 წელი მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე და 2 წელი ბუღალტრული პროექტების მენეჯერის პოზიციაზე;
  • ეკონომიკურ მეცნიერებათა ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი - აგრარული უნივერსიტეტი;
  • პროფესიული ტრენინგები: საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით, მათ  შორის, დღგ-ის, საშემოსავლო, მოგების გადასახადის, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა  და სხვა საკითხებზე;
  • ACCA - პირველი დონის (4 წიგნი) სერტიფიკატის მფლობელი.


? ლექცია მაქსიმალურად ინტერაქციული ხასიათის იქნება და შეძლებ შენთვის საინტერესო პასუხების მოსმენას

? დარეგისტრირდი შეხვედრაზე და შეინახე დასწრების ბმული


რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

MS EXCEL-ის საბაზისო კურსი

კურსის მიზანია სტუდენტმა მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ეკონომიკური პროცესების მოდელირებიასა და ბიზნეს სიტუაციების ანალიზში.

ფინანსების მენეჯმენტის კურსი

კურსი განკუთვნილია არაფინანსური განათლების მქონე საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისათვის, საბანკო სფეროში დასაქმებულთათვის ან ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს განავითაროს ბიზნესის ფინანსების ეფექტიანად მართვის, კონტროლის ან/და ანალიზის უნარი.

პროექტების მართვა - PMP გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი

პროექტების მართვის კურსის მიზანია მონაწილეებს მიაწოდოს პროექტების მართვის გამოცდის სამი ძირითადი დომეინის: ადამიანების, პროცესებისა და ბიზნეს გარემოს მართვის შესახებ ცოდნა. კურსის ფარგლებში მონაწილეები დეტალურად შეისწავლიან პროექტის მართვის სხვადასხვა მიდგომებს (Waterfall, Agile, Hybrid), პროექტის მართვის ციკლის თითოეული ფაზის და შესაბამის ფაზაზე გამოყენებული ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციას. ამასთან, კურსის მიზანია PMP სერტიფიცირებისთვის აუცილებელი საკვანძო კონცეფციების, პროცესებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესახებ მყარი თეორიული საფუძვლის შექმნა.

UX/UI დიზაინის კურსი

UI/UX დიზაინის კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ვებ აპლიკაციების აწყობის სტრუქტურას და დამოუკიდებლად შეძლებენ ვებ გვერდის დიზაინის აწყობას.

ყველა კურსი